Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 190 (Parable of the Two Sons)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
A - კამათი ტაძარში (მათეიესო 21:1 - 22:46)
5. იესო მღვდელმთავრებს უყვება სამ იგავს (მათეიესო 21:28 - 22:14)

a) იგავი ორ შვილზე (მათეიესო 21:28-32)


მათეიესო 21:28-32
28 აბა, რა გგონიათ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში. 29 მან უპასუხა: არ მინდა, ბატონო. მერე ინანა და წავიდა. 30 მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან უპასუხა: წავალ, ბატონო. მაგრამ არ წავიდა. 31 იმ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?” მიუგეს: "პირველმა”. უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმერთის სამეფოში; 32 რადგან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას, თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი.
(მათე 7:21; ლუკა 7:29; 18:9-14)

ღმერთს უყვარს ადამიანები, როგორც მამას შვილები ყველაფრის მიუხედავად. მამა არ ყოფს შვილებს კეთილებად და ბოროტებად, არამედ სთავაზობს ყველას თანაბარ შესაძლებლობას, შევიდეს მისი სიყვარულის სამეფოში. ღმერთი მოგიწოდებს, რომ მოიქცე მისკენ და გადარჩე. როგორ მოიქცევი შენ, მიიღებ თუ არა ღმერთის ზედაპირულ გადარჩენას და გააგრძელებ ცხოვრებას ცოდვებში, თითქოს გოლგოთაზე არაფერი მომხდარა? მოიქცევი თუ არა, როგორც მეორე ძე ამ იგავში, რომელმაც თქვა ,,კი“, მაგრამ არაფერი გააკეთა?

ქრისტემ ეს იგავი ძირითადად იმისთვის მოყვა, რომ დაგვენახა თუ როგორ ეხმაურებიან იოანე ნათლისმცემლის მოწოდებას ცოდვილები და მრუშები. მღვდელმთავრები და უხუცესები, რომლებიც ელოდებოდნენ მესიას და თითქოს მზად იყვნენ მის მისაღებად, მაგრამ თავადვე უარყვეს ის. და ცდილობდნენ კიდეც მისი მისიისთვის ხელის შეშლას. მოკლედ, რომ ვთვათ ამ იგავში უფრო ფართო აზრი დევს. წარმართები ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყვნენ დაუმორჩილებელი შვილები, როგორც უფროსი ძე და ადამიანები, რომლებიც აღწერილები არიან ტიტეს 3:3-4_ში. ისინი რმწენას დაემორჩილნენ მაშინ, როდესაც ეხარათ სახარება. იუდეველები კი პირობას დებდნენ და ამბობდნენ: ,,დიახ უფალო, მე წავალ“, მაგრამ არ ასრულებდნენ დანაპირევს (გამოსვლა 24:7; იეშუა ნავეს ძე 24:24). მხოლოდ ბაგეებით სცემდნენ თაყვანს უფალს (ფსალმუნი 77:36).

გავხარ თუ არა პირველ ძეს, რომელმაც ღვთის მადლი უარყო სიზარმაცის გამო და კმაყოფილებისადმი სიყვარულის გამო, უარი თქვა ღმერთისთვის მსახურებაზე? შესაძლებელია მან გააცნობიერა თავისი გულქვაობა ღმერთის სიყვარულის მიმართ და სწორედ მაშინ გადაიფიქრა, მოინანია და დაიწყო უფლის მსახურება, მისი მამობრივი მზრუნველობისთვის მადლიერების ნიშნად. რა არის უკეთესი: თქვა ,,კი“ და არა გააკეთო თუ თქვა: ,,არა“ და მერე აღასრულო მამის ნება. ვაი ფარისევლებს, რომლებიც თითქოს ღებულობენ ქრისტეს და ასრულებენ მისი სიყვარულის საქმეებს. ისინი ბევრს საუბრობენ მოვალეობებსა და აკრძალვებზე, თუმცა ღვთისმოსაობის ნაყოფი არ მოაქვთ. მონანიებული მრუშები და ქურდები უკეთესნი არიან, ვიდრე ისინი ვისაც თავი ღვთისმოსავად მოაქვს, სინამდვილეში კი ამაყია და ამცირებს ცოდვილებს. ასეთი ადამიანი ცოდვა უფრო დიდია ვიდრე დაკავებული დამნაშავის, რომელიც ცრემლებით კითხულობს ბიბლიას და წუხს იმაზე, თუ რაოდენ არასწორია.

ქროსტემ არ უკუაგდო იუდეველები. მას უყვარდა ისინი და მისცა შესაძლებლობა მიბრუნებულიყვნენ მისკენ. მათ ჯერ კიდევ არ უღალატიათ მისთვის და არ განუსჯიათ სინედრიონზე სასიკვდილოდ. და მოუწოდებდა გადაეფიქრებინათ, ერწმუნათ ის და მიეღოთ გადარჩენა. ქრისტეს სიყვარული არასდროს მთავრდება. მას უყვარს როგორც მართლები, ასევე ბოროტები, როგორი გასაკვირია! ვინც მართალი ჩანს ის არ ინანიებს, ხოლო ბოროტები უფლისკენ ბრუნდებიან.

ლოცვა: მამაო, მადლობას გიხდი, რომ შენ ხარ ჩემი მამა, რადგან მიმიღე, როგორც შენი შვილი. მაპატიე ურჩობა, სიზარმაცე და ფარისევლობა. გამომყავი შენი მსახურებისთვის, რათა ნამდვილად თაყვანსგცემდე სიყვარულით და ბოლო დღეებამდე საკუთარი ნებით ვირჩევდე შენს მსახურებას. მე მსურს მათთან ერთად ვისაც შენ მოუწოდე შენს სამეფოში, ვიშრომო გულმოდგინედ შენი სახელით და გავიღო მსხვერპლად, როგორც ფინანსები ასევე ძალები. მინდა მადლიერება მოგიძღვნა შენი სიყვარულისთვის.

კითხვა:

  1. რატომ არის იესოს ამ იგავში პირველი ძე, თავის ძმაზე უკეთესი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 05:06 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)