Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 185 (Jesus Cleanses the Temple)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 4 - იესოს ბოლო მსახურება იერუსალიმში (მათეიესო 21:1 - 25:46)
A - კამათი ტაძარში (მათეიესო 21:1 - 22:46)

2. ტაძრის განწმედა (მათეიესო 21:10-17)


მათეიესო 21:10-13
10 იერუსალიმში რომ შევიდა, მთელი ქალაქი შეიძრა; კითხულობდნენ: ვინ არისო იგი? 11 ხალხი კი ამბობდა: "ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან”. 12 შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო; ააყირავა ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები. 13 უთხრა მათ: "დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი მძარცველთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!”
(მარკოზი 11:15-19; ლუკა 19:45-48; იოანე 2:13-16; იერემია 7:11)

შევიდა რა იერუსალიმში, იესო არ წასულა ბანკში, არც ხელისუფლებასთან მისულა, არც რელიგიურ სასამართლოზე და რომაული ჯარის უფროსთან. ის ტაძრში წავიდა უფლის თაყვანის საცემად, რადგან ნებისმიერ კეთილ საზოგადოებაში, უფალს ცენტრალური ადგილი უკავია. ის მივიდა ტაძრში, რადგან მისი სამეფო სულიერია, ის არ არის „ამ ქვეყნიუერი“. მისი უფალი არ მეფობს შენობებში, სახლებში ან სკოლებში, იქ სიცრუის და უწმინდურების სულია.

მისი მიმდევრები იესოს ნაზარეველ წინასწარმეტყველს უწოდებდნენ. თუმცა მასში დაპირებული ქრისტე მაინც ვერ იცნეს, ცოცხალი ღმერთის ძე, მაგრამ გრძნობდნენ მის ძლას, ძალაუფლებასა და სიყვარულს. მოწაფეები კითხულობდნენ: „შეიძლება თუ არა ნაზარეთიდან რაიმე კეთილი გამოვიდეს?“ ეს მთიანი ქალაქი არ იყო სახელგანთქმული, რადგა მის გზაზე ბევრი ქურდი იდგა და მოსახლეობაც შერეული ხალხისგან შედგებოდა. იუერუსალიმში მცხოვრებებმა ვერ გაიგეს: „ვინ არის ის ვინც მოდის ვირზე შემომჯდარი?“

ქრისტე ხედავდა, რომ ტაძარი ბაზრად გადააქციეს, სადაც ბევრი სიკეთე იყიდებოდა. ადამიანთა გულები კი არ იყო ფლისადმი მწყურვალი. მათ ცხოველების გაყიდვა, ფულის გადაცვლა ტაძრისთვის და მსგავსი საკითხები მეტად ედარდებოდათ. ასევე ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ ეყიდათ საკუეთესო ტანისამოსი და პარფიუმერია. ღმერთისადმი თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებით, ხელიდან გაშვებული იყო. „თაყვანისმცემელთა“ აზრები ფულს ჰქონდა დაკავებული, აწუხებდათ სხვა საზრუნავები და პრობლემები. მათმა რიცხვმა იკლო, ვინც უფალს თავის გულში წმინდასყოფდა.

ადამიანთა ცოდვა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ყიდულობენ, ყიდდნენ და ცვლიდნენ ფულს ტაძრებში. ყველაზე უმანკო საქციელებიც კი ცოდვად იქცევა, როდესაც არასწორ დროს და არასწორ ადგილას ვასრულებთ მათ. ამ შემთხვევაში ეს მოქმედება ოღონდ სხვა დროს და სხვა ადგილას აბსოლუტურად მსიაღები იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო უფლის სახელის შელახვა და შაბათის დარღვევა.

ყველა ყიდვა-გაყიდვა თუ გადაცვლა თითქოს სულიერი მიზნისთვის კეთდებოდა. ხალხი ცხოველებს ყიდდა შესაწირავებისთვის, რათა დახმარებოდნენ ჩამოსულ ადამიანებს, რომელთათვისაც სირთულეს წარმოადგენდა თან ცხოველების წამოყვანა და ბევრად მარტივი იყო მათი ფულით ყიდვა ადგილზე. ფულის გადაცვლა ასევე ეხმარებოდა მათ, რომლებსაც სურდათ ფულადი შესაწირის გაკეთება. სამართლიანობის მიხედვით ეს საქმეები ითვლებოდა უფლის სახლის საქმეებად, თუმცა ქრისტე მათ ამის უფლებას არ აძლევდა.

ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, ,,რომ თითქოსდა სიკეთის კეთება ემსახურება შემოსავლების გაზრდას’’, თვლიან რომ მატერიალური შემოსავალი მთავარი მიზანია, სინამდვილეში კი ამითი აფუჭებენ ეკლესიას. სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ცრუ ღვთისმოსაობას, რომლებიც სხვებისთვის მატერიალური კმაყოფილებისკენ სწრაფვის მიზეზები ხდებიან. პავლე ამბობს: ,,ერიდე ასეთ ადამიანებს“ (1 ტიმოთე 6:5).

შევიდა რა უფლის ტაძარში ქრისტე, დაიწყო იქაურობის გაწმენდა. ადამიანების გარდაქმნა შესაძლებელია, მხოლოდ რწმენის განახლებით. ქვეყანას ეკონომიკა კი არ აყენებს ფეხზე, არამედ რწმენა. ილოცე, რომ უფალმა შეცვალოს საზოგადოება. იცი ვისგან უნდა დაიწყოს გარდაქმნა? შენგან.

ქრისტემ წინასწარმეტყველების ციტირება მოახდინა (ესაია 56:7) და განმარტა, თუ რა მიზნით დაადგინა ღმერთმა ტაძარი: ,,ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება“.

სახლი რომელშიც მსხვერპლს წირავდნენ, უნდა მომსახურებოდა ლოცვას. ეს არ იყო მხოლოდ თაყვანისცემის ადგილი, არამედ თაყვანისცემის საშუალება. აღთქმა იყო, რომ ლოცვები რომლებიც ამ სახლში შესრულდებოდა ამ ამ სახლის მიმართულებით, განსაკუთრებულად შესმენილი იქნებოდა (2 ნეშტთა 6:21). ქრისტემ წერილებიდან დაამოწმა, რომ ისინი ტაძარს იყენებდნენ იმ მიზნით, რაც მათში იყო: ,,თქვენ ავაზაკთა ბუნაგად გადააქციეთ იგი“ (იერემია 7:11) - ,, ავაზაკთა ბუნაგად იქცა თქვენთვის ეს სახლი?“. სამლოცველო სახლი ავაზაკთა ბუნაგად იმიტომ იქცა, რომ იქ ვაჭრობა გამართეს. რა საშინელებაა, როდესაც ტაძრის ვაჭრობა ქურდავს ღმერთს და ართმევს მას პატივს (მალაქია 3:8). იმისდამიუხედავად, რომ მღვდელმთავრები საკმაოდ კარგად ცხოვრობდნენ ამ შესაწირავებით, არ ჯერდებოდნენ ამას და ეძებდნენ სხვა შესაძლებლობებს, ხალხისთვის ფულის გამოსაძალავად. ქრისტე მათ ავაზაკებს იმიტომ ეძახდა, რომ მათ მიითვისეს ის, რაც კანონით არ ეკუთვნოდათ.

რა გრძნობები ჩნდება შენს გულში, როდესაც მიდიხარ თაყვანისაცემად. გიყვარს თუ არა ქრისტე მთელი სულით? უკვირდები თუ არა უფლის სიტყვას? რა გავსებს? რაზე ფიქრობ დღის განმავლობაში? შეგიძლია თუ არა დამაჯერებლად თქვა, რომ შენთვის უფალი - ყველაფერი ყველაფერშია. არ მისცე ვერცხლთმოყვარეობას უფლება, რომ გამეფდეს შენს გულში. თუ ის გამეფდება, შენი გული ავაზაკთა ბუნაგად იქცევა, აივსება შურით, სიძულვილით, სიხარბით და უწმინდურებით. ცოცხლობს თუ არა უფლის სული შენში და ხარ თუ არა უფლის წმინდა ტაძარი?

ლოცვა: ალელუია ზეციერ მეფეს, რომელიც მოვიდა თავის ხალხთან, მაგრამ ხალხმა ვერ იცნო იგი. მხოლოდ საუკეთესოებმა მიგიღეს სიხარულით. უპირველესად გაწმინდე ტაძარი, რათა ყველას სესძლებოდა მამის თაყვანისცემა. გვაპატიე, თუ არ მიგიღეთ, როდესაც პირველად შეეხე ჩვენს გულს სულიწმიდით. გთხოვთ გაწმინდე ჩვენი გული, ყოველგვარი არასწორი აზროვნებისა და ფულის სიყვარულისგან. დაე იყოს ჩვენი გული შენთვის წმინდა ტაძარი.

კითხვა:

  1. იერუსალიმში შევლისთანავე, რატომ გაწმინდა იესომ, პირველრიგში ტაძარი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 23, 2022, at 04:39 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)