Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 169 (Parable of the Unforgiving Servant)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
4. ღვთის სამეფოს შინაგანი შენება (მათეიესო 18:1-35) -- იესოს გამონათქვამების მეოთხე კრებული

e) იგავი უსამართლო მონაზე (მათეიესო 18:23-35)


მათეიესო 18:23-27
23 ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან. 24 ანგარიშსწორება რომ დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა. 25 და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბრძანა ბატონმა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ებადა, რომ ვალი დაეფარა. 26 მაშინ პირქვე დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. 27 შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.
(ნეემია 5:5)

ქრისტემ სრული პატიების მცნება ბოლომდე ახსნა და მაგალითიც კი მოიყვანა დიდებულ მეფეზე, რომელმაც თავის მონას ფული ასესხა, დღევანდელი თანხით რომ ვთქვათ, ოცი ათასი დოლარი. ყოველი ჩვენგანი ჰგავს იმ მონას, რადგან ჩვენც გვაქვს გონება, ყურები, ხელები და ნება. ყველა ეს ნიჭი შეუფასებელია. შენ ღმერთის სახლმმართველივით ხარ - შენ მართავ მისგან მოცემულ ნიჭებს, რომლებიც შენ სხეულში, სულში და გონებაშია. შენი ოჯახიც კი, ფული - ყველაფერი უფლისგან მოგეცა, რომელიც ყველას კეთილ მისაცემელს აძლევს. ამიტომაც ხარ პასუხისმგებელი მის წინაშე შენი ცხოვრებით.

ამ იგავში ქრისტემ მომავალი სასამართლო დაგვანახა. თუკი მის ნიჭებს ისეთივე სულერთი განწყობით მოვეკიდებით, როგორც ის მონა, ვიცხოვრებთ რა საკუთარი თავისთვის და არა ღმერთისთვის, ჩვენ ვერ შევძლებთ ღმერთს დაუბრუნოთ ის, რაც მოგვცა. მოდი გადაამოწმე შენი თავი, როგორ იყენებ ამ ნიჭებს? ცხოვრობთუ არა ღერთისთვის თუ საკუთარი თავისთვის? ემსახურები თუ არა საჭიროების მქონეთ თუ მხოლოდ შენ ოჯახზე ზრუნავ? გაფრთხილდი! ღმერთს ყველა წამისთვის ჩააბარებ ანგარიშს, რომელიც მან მოგცა. მოგიწევს იდგე მის წინაშე დაუცველად, თუ არ აღიარებ მის წინაშე ცოდვებს.

მეფემ ის სასამართლოს გადასცა და უბრძანა მონად გაეყიდათ ოჯახთან ერთად იქამდე, სანამ ვალს არ გადაიხდიდა. ასევე დგას საკითხი შენთან. ასევე იქნები განკითხული შენი ნიჭების უდიერად დახარჯვიშთვის და მოუნანიებელი ცოდვებისთვისაც. პასუხს აგებ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ოჯახის წევრებზეც.

როდესაც მონა მიხვდა როგორი სასჯელი ელოდა, ძირს დაეცა და სთხოვდა, აღიარებდა რა დაუმორჩილებლობას. შენ კიროდის დაეცემი ძირს და სთხოვ ღმერთს პატიებას შენთვის და შენი ოაჯახსითვის? დღეს უფალი მოისმენს შენს ლოცვას და გაპატიებს ცოდვებს, თუკი აღიარებ. ვისაც უფლის დიდებული მოწყალების სწამს, ის გაიგებს, რომ ჯვარი ჭეშმარიტებაა და რომ ჯვარცმული ქრისტე თავისი სისხლით იხდის ყველას ვალს. სინამდვილეში კი, ყველამ კარგად ვიცით, რომ ღმერთმა გვაპატია ცოდვები ქრისტეს ფასად. სთხოვე რწმენით, რომ მოგცეს პატიება შენი ცხოვრებისტვის და ის გახდეს შენი კეთილისმყოფელი, თუ მყარად ჩაეჭიდები ჯვარს.

ლოცვა: მამაო ზეციერო, მაპატიე და შემიწყალე მე ცოდვილი, რადგან ვიმსახურებ შენ რისხვას! მაპატიე ჩემი უწმინდურება, სიცრუე და წყენა, შენი ძის გამო! განწმინდე ჩემი ზრახვები. მადლობა, რომ მაპატიე ცოდვები და ქრისტეს სისხლით გამოგვისყიდე. არ გაგვასამართლებ, არამედ დაგვიცავ შენ მადლში უკუნისამდე!

კითხვა:

  1. რატომ და როგორ აპატია მეფემ მონას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 11:57 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)