Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 142 (Defilement Within and Without)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

e) შინაგანი და გარეგანი სისუფთავე (მათეიესო 15:1-9)


მათეიესო 15:1-9
1 მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობრები და უთხრეს: 2 "რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას”. 3 მიუგო მათ პასუხად: "თქვენ რაღატომ არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი გადმოცემების გამო? 4 რადგან თქვა ღმერთმა: პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს. 5 თქვენ კი ამბობთ: თავისუფალია თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას, შესაწირიაო, რითაც უნდა დაგხმარებოდი, 6 ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას; და გააუქმეთ ღმერთის მცნება თქვენი გადმოცემების გამო. 7 თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა: 8 ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან. 9 ამაოდ მეთაყვანებიან, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან”
(გამოსვლა 20:12; 21:17; იგავები 28:24; ესაია 29:13; მარკოზი 7:1-13; ლუკა 11:38; 1ტიმოთე 5:8)

იუდეველი მთავრები ბრაზობდნენ და ამავდროულად სიშით იყვნენ განწყობილნი ქრისტეს სულიერი ძალის მიმართ. ამიტომაც გამუდმებით ეძებდნენ მის სწავლებებში სისუსტეებს, რათა შემდგომ განეკითხათ ის. იერუსალიმის მეკანონეები, ფარისევლები გამუდმებით რაღაც ხაფანგებს უგებდნენ მას, უნდოდათ განკითხვის მახეში გაებათ.

ქრისტეს მოწაფეებმა დაარღვიეს ხუცესთა გადმოცემები, რომელიც თორას უკავშირდებოდა. მაგალითად, ისინი დაუბანელი ხელებით ჭამდნენ. ფარისევლები ღელავდნენ არა ხელებზე, არამედ ტრადიციების დარღვევაზე, რომლის თანახმადაც ადამიანი, რომელიც განბანის რიტუალს არ ასრულებს, უწმინდურად ითვლებოდა და მისი ლოცვა და დამოწმება არ მიიჩნეოდა ნამდვილად. ისინი წერილების საკუთარ განმარტებას მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვიდრე თავად წერილი საუბრობდა, რომელშიც მსგავსი წესები საერთოდ არ იყო.

მწიგნობრები და ფარისევლები იუდეველთა მორწმუნე შესაკრებელების მთავრები იყვნენ. მათ კეთილშობილება ერთგვარ ვაჭრობად გადააქციეს. ისინი ქრისტეს სახარების მტრები იყვნენ. ისინი წინაღუდგნენ მას მოსეს კანონის მიხედვით, სინამდვილეში კი საკუთარი უფლობის განმტკიცება სურდათ ხალხზე. ეს მეცნიერები და წუთისოფლის საქმეებში აქტიური ხალხი იყო.

ხუცესების გადმოცემებით, ადამიანს ხ ელების ხშირად უდნა დაებანა, სჭამამდე კი აუცილებლად. მათ ეს წესები რელიგიური მდგომარეობიდან შეიქმნეს, რომ საჭმელთან შეხება დაუბანელი ხელებით ნიშნავს საჭმლის გაუწმინდურებას. ფარისევლები თავად ძალიან მკაცრად იცავდნენ ამ წესს და სხვებისგანაც იგივეს ითხოვდნენ. ამ წესის დარღვევა სასჯელს არ ითხოვდა, მაგრამ უფლის წინაშე ცოდვად ითვლებოდა. ერთ-ერთი რაბინი ამბობდა, რომ „დაუბანელი ხელებით ჭამა ისეთივე ცოდვაა, როგრორც მრუშობა“. როდესაც რაბინი აკიბა საპყრობილეში იყო, მასთან გამუდმებით მოჰქონდათ წყალი, რათა ხელები დაებანა და საჭმლისთვისაც დაეყოლებინა. ერთხელაც შემთხვევით ბევრი წყალი დაღვარა. დარჩენილი წყლით ხელები გადაიბანა და დასალევად აღარ დარჩა. მაშინ თქვა, მზადაა მოკვდეს, ვიდრე ხუცესების გადმოცემები დაარღვიოს. ისინი არ შეჭამდნენ საჭმელს, მასთან, ვინც ხელდაუბანელია. შეიძლება ყოველივე ეს იმ დროისთვის ძალიან გაგიკვირდეთ, მაგრამ დღესაც ბევრ რამეს ეკიდებიან ადამიანები ასე მნისვნელოვნად, რაც მეორეხარისხოვანია. ადამიანები არა მხოლოდ თავად ცდილობენ ამ ტრადიციების შესრულებას, არამედ სხვებსაც აიძულებენ.

ქრისტემ არ უპასუხა მათ ბრალდებას, მაგრამ იქით გაასამართლა ღერთის მცნებების გათელვის გამო თავისი განმარტებებით. ამ გზით ის ცდილობდა მათთვის თვალის ახელას, რათა მობრუნებულიყვნენ მისკენ. აუხსნა თუ როგორ დაივიწყებს და უკუაგდეს მცნება მსობლების პატივისცემისა, არ ზრუნავენ რა მათზე და არ მესახურებიან სიყვარულით. ისინი იღებდნენ ფულს, რომელიც მათ მშობლებს ეკუთვნოდათ, და ამას იმ პირობით აკეთებდნენ, რომ წირავენ მას რელიგიურ მსახურებას. მათ დაივიწყეს, რომ უფლის მცნებების არსი სიყვარული იყო.

ქრისტემ ფარისევლებს და მწიგნობრებს „აფერისტები“ უწოდა. თუმცა ამ სიტყვამ მათში რისხვა გამოიწვია, ქრისტე ამხელდა მათ ამ ცოდვაში. ესაია 29:13 დაყრდნობით, მათი ლოცვები უბრალო ბოდვა იყო, რომელსაც ღმერთის სიყვარული ეკლდა. ისინი დაუფიქრებლად საუბრობდნენ. სინამდვილეში ამაყები და მატყუარები იყვნენ, თუმცა თავი ღვთისმოსავებათ მოჰქონდათ. მათ თაყვანისცემას არავითარი აზრი არ ჰქონდა, ის მოშორებული იყო ყოველგვარ გადამრჩენელ ძალას. ისინი თავსაც იტყუებდნენ და მიმდევრებსაც, რადგან ასწავლიდნენ მათ ფუჭ, უსიყვარულო ტრადიციებს. ისინი ითხოვდნენ ისეთი ტრადიციების შესრულებას, რაც წერილში მოცემული არაა. ქრისტემ ეს ფარისევლები ორი მხრიდან აღწერა:

ასრულებს რა თაყვანისცემას ფარისეველი, გარეგნულად უახლოვდება ღმერთს და პატივს მიაგებს მას, მაგრამ გულით შროს რჩება მისგან. „ფარისეველი წავიდა ტაძარში სალოცავად“. ის შორს არაა ‘უღმერთოს მცხოვრები ხალხისგან“, მაგრამ ამავდროულად ატარებს ღმერთთან ახლოს მყოფის სახელს. სხვებს ასწავლის ღმერთის პატივისცემას და თავად მონაწილეობს ამაში. ამასთანავე „გარეგნულად ღვთისმოსავნი, სინამდვილეში კი ღმერთის ძალის უარმყოფელნი“ არიან (2ტიმოთე 3:5).

ფარისევლები „ადამიანურ მცნებებს სწავლობენ და ასწავლიან“. იუდეველები რჯულის ზეპირ განმარტებებს ასრულებდნენ, და ეპყრობოდნენ მას ისეთივე პატივისცემით, როგორც უფლის სიტყვას.

მათ ვერ შეიმცნეს გადარჩენის ჭეშმარიტება, რომელიც უფლის წყალობაზე და მადლზე იყო, არ ჰქონდათ ახალი გული. ცდილობდნენ გამართლებულიყვნენ საქციელებით, რომლებიც სიყვარულს მოკლებული იყო. მათი ლოცვებისა და შესაწირავების მიუხედავად, უფალმა უარყო მათი თაყვანისცემა, რადგანაც მასში სიყვარული არ იყო.

თუკი ჩვენი ტრადიცია წესებში და ძღვენებშია, როგორი საშინელი სიცარიელეა ეს! როგორი საწყენია, რომ დღეს ფუჭ ლოცვებში, ქადაგებებში და წესებში ვცხოვრობთ, როდესაც მრავალი ჩვენს გარშემო უმიზნოდ „სცემს ჰაერს“. ასე ხდება, როდესაც ადამიანების გულები არ არის უფალთან ერთობაში. ფუჭი სიტყვები, მსახურებასაც ფუჭს ხდის (ესაია 1:11). „რადგან ქარი დათესეს და ქარიშხალს მოიმკიან“ (ოსია 8:7). ისინი სიცარიელეს ეყრდნობიან და სიცარიელე იქნება მათი ჯილდო!

უნდა გადახედო შენს ლოცვებს!. გაქვს თუ არა ახალი გული, ქრისტეს სისხლით განწმენდილი და სიყვარულით სავსე? განთავისუფლდი თუ არა ადამიანური წეს-ჩვეულებების მონობისგან, წრფელი მსახურებისთვის? მხოლოდ კეთილშობილურად და ღვთისმომსავად გამოიყურები, თუ გიყვარს უფალი მთელი გულით და ძალით?

ლოცვა: ზეციერო მამაო, შენ იცი ჩვენი ლოცვები და აზრები. გვაპატიე, რომ ბრმები ვართ და მხოლოდ ღვთისმოსავი სახეები გვაქვს, მაგრამ შენ სიწმინდესთან და სიყვარულთან შედარებით, ბოროტები და უწმინდურები ვართ. გაწმინდე ჩვენი გონება და შექმენი ჩვენში სუფთა გული, სიყვარულით აღსავსე, რათა ვლოცულობდეთ შენზე ფიქრებით და სიტყვასაც არ ვამბობდეთ, რომელიც ჩვენ გულში არაა.

კითხვა:

  1. რა ცოდვას ჩადიოდნენ იუდეველები ღმერთის თაყვანისცემის დროს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 03:59 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)