Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 143 (Evil Thoughts out of the Heart)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

f) გულიდან მოსული ბოროტი ზრახვანი (მათეიესო 15:10-20)


'''მათეიესო 15:10-20
10 მოუხმო იმ ხალხს და უთხრა: "ისმინეთ და შეიგნეთ: 11 ადამიანს ბილწავს არა ის, რაც პირში შედის, არამეს ის, რაც პირიდან გამოდის; ეს ბილწავს ადამიანს”. 12 მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს: "იცი, რომ ცდუნდნენ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით?” 13 მან კი პასუხად მიუგო: "ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. 14 მოეშვით მათ, ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. თუ ბრმას ბრმა გაუძღვება, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან”. 15 პეტრემ უთხრა: "განგვიმარტე ეს იგავი”. 16 ხოლო მან უთხრა: "აქამდე ვერ მიმხვდარხართ? 17 ნუთუ კიდევ არ გესმით, რომ ყველაფერი რაც პირში შედის, ნაწლავებს გაივლის და გარეთ გამოდის? 18 ხოლო პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და სწორედ ეს ბილწავს ადამიანს. 19 ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძავობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. 20 ეს ყველაფერი ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს”. (დაბადება 8:21; მარკოზი 7:1-13; საქმეები 5:38; 10:15; რომაელთა 2:19; ტიტე 1:15)

ფარისევლები ასწავლიან, რომ კონკრეტული საჭმელი და სასმელი ცოდვაა. ამითი ისინი გვიჩვენებენ, რომ ვერ გააცნობიერეს, რამდენად უწმინდურია თავიანთი გული.

ალკოჰოლი ეჭვგარეშე აზიანებს ადამიანს და ნიკოტინი კიბოს დაავადების პირველი მიზეზია. ამავდროულად სატელევიზიო არხები ხელს უწყობენ პორნოგრაფიის გავრცელებაში. შესაძლოა ღორის ხორცი რაღაც დოზით მავნეა ორგანიზმისთვის, თუმცა ქრისტე ნათლად გვასწავლის, რომ ყოველივე ეს არ გვაუწმიდურებს.

ქრისტე გვასწავლის თუ რა აბინძურებს ჩვენს სულს (ანუ ხდის მას, მორალურად უსუფთაოს). არა ის თუ რას ვჭამთ და როგორი ხელებით. ,,ღმერთის სამეფო არ არის საჭმელ სასმელი“ (რომაელთა 14:17). ადამიანს აუწმინდიურებს ის, რაც აღძრავს მას ღმერთის წინაშე ცოდვისკენ, რაც ჭეშმარიტების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. ასეთი ცოდვები ადამიანს ღმერთთან ურთიერთობის ღირსად არ ხდის. საკვები კი ნორმალური პორციებით არ არის საზიანო ადამიანებისთვის, ვინაიდან ,,წმიდებისთვის ყველაფერი წმინდაა“ (ტიტე 1:15).

ჩვენ ვუწმინდურდებით არა იმის გამო, რომ ვჭამთ დაუბანელი ხელებით, არამედ ჩვენი სიტყვებით, რომლებიც გულიდან მოდის, რადგანაც ბაგეები გვაგდებენ ცოდვაში (ეკლესიასტე 5:5).

მორწმუნეებიც, რომლებიც ცხოვრობენ განახლებასა და განწმენდაში, პოულობენ თავიანთ გულში მიდრეკილებებს დაუმორჩილებლობისკენ, ბუნტისა და უწმინდურებისკენ. ასეთ ადამიანს სურს ბევრი ფული თავისთვის და ოჯახისთვის და სურს გაექცეს მეგობრებს. ამას პრობლემებთან და შეცდომებთან მივყავართ. სინდისით გატანჯული ტირის და კვნესის პავლესთან ერთად: ,,ღარიბი ადამიანი ვარ! ვინ გამანთავისუფლებს ამ სიკვდილის სხეულისგან“ (რომაელთა 7:24).

მართლები პირველები უნდა ინანიებდნენ და აღიარებდნენ თავიანთ უწმინდურებას, მაშინ გახდებიან ისინი ქრისტეში მორჩილები, გულით თავმდაბლები და სულით სავსენი, მაშინ ისინი გამუდმებით სთხოვენ ქრისტეს სისხლის გამო პატიებას და მიიღებენ სრულ განწმენდას, რომელიც მიეცემა კეთილი სინიდისის მქონეს. თუმცა მრავალი არ ზრუნავს, რომ ყოველდღე მიიღონ ცოდვების პატიება, სულიერად განიწმინდონ და დაამსხვრიონ თავიანთი სიამაყე. ისინი თავიანთი ზედაპირული განკითხვით და ტრადიციებით მხოლოდ უშლიან ქრისტესთან გადარჩენის მპოვნელს ხელს, რომ მივიდნენ მასთან და მიიღონ მონაწილეობა გამოღვიძების მსახურებაში.

ადამიანი ღებულობს გადარჩენას და იწმინდება არა რჯულის დაცვით, არამედ მხოლოდ ქრისტეს სისხლის რწმენით. ღმერთისთვის სასურველია თავმდაბალი და მორჩილი სული. სულიწმიდა აღგვძრავს თავმდაბალი სიყვარულის საქმეებისკენ, მაგალითად: ავადმყოფი მეზობლის სახლის დალაგება, მისი ვალების გადახდა ისე, რომ მან ვერ გაიგოს ამ კეთილი საქმის ავტორის შესახებ.

ადამიანს აუწმინდურებს ის რაც მოდის მის შიგნიდან გულიდან, რომელშიც ყველა ცოდვის წყაროა. გული ხომ ბოროტია და ნებისმიერი ცოდვა სიტყვით თუ საქმით ჯერ გულში ხდება. გულში არის სწორედაც, რომ მწარე ფესვი, რომელიც ,, შხამიან ნაყოფს გამოიღებს.“ (მეორე რჯული 29:18). ცოდვა ცოდვილის შინაგან ბუნებაში ბუდობს. ყველა ბოროტი სიტყვა გულის სიღრმიდან მოდის, გაფუჭებული გულიდან კი გამოდის გახრწნილი სიტყვები.

ძვირფასო ძმაო იცი თუ არა, რომ შენი გული ცბიერია. იქ არის უწმინდური სურვილების, ცბიერი სიტყვების და ბოროტი მოქმედებების წყარო. გაიხსენე შენი ძველი ცოდვები, ისინი მხოლოდ შენი გახრწნილი ზნის შედეგია. შეიცანი საკუთარი თავი და შენ ჩაწვდები შენში უწმინდურების საწყისს. შენ სულიერ ბრძოლაში ხარ, არ დანებდე. იფხიზლე და ილოცე, რომ არ ჩავარდე განსაცდელში, ვინაიდან სული მხნეა, ხორცი კი უძლური.

ყველაზე დიდი საცდური ღვთისმოსავი ადამიანისთვის - ფარისევლობაა, რომელიც ცრუ მტკიცებულებებზე არის აგებული. ვერ იქნები უფრო მეტად წმინდა, ვიდრე ღმერთი. სულიწმიდა ასეთი განსაცდელისგან დაგიცავს.

ლოცვა: უფალო იესო, ჩემი სული და ყველაფერი რაც ჩემშია შენთვის ცნობილია. დაიფარე ჩემი სული ცოდვისგან და საკუთარი თავის მზრუნველობისგან. გამანთავისუფლე და ღმერთის შვილების მშვიდობაშ წარმიძეხი, რათა განვიწმინდო რწმენით შენი ძვირფასი სისხლის და სიხარულით ვემსახურო, ვისაც სჭირდება.

კითხვა:

  1. რა ბოროტი აზრები და ზრახვანი მოდის გულიდან და როგორია სულიწმიდის ნაყოფი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 04:04 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)