Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 141 (Peter Sinks Down)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
3. იესოს მსახურება და მსხველობა (მათეიესო 14:1 - 17:27)

d) პეტრეს გწალზე გავლა (მათეიესო 14:28-36)


მათეიესო 14:34-36
34 გაღმა გავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში. 35 იცნეს იგი იქაურებმა, დაგზავნეს მთელ იმ მხარეში და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი. 36 ევედრებოდნენ, რომ მისი მოსასხამის კიდეს მაინც შეხებოდნენ; და ვინც შეეხო, განიკურნა.
(მათე 9:21; მარკოზი 6:53-56; ლუკა 6:19)

ღმერთის ძის ძალაუფლება სულ უფრო და უფრო ვლინდებოდა. მას უკვე კარგად იცნობდნენ მთელ ქვეყანაში. მისი სახელი ცნობილი იყო და სახეც ნაცნობი ბევრისთვის, მისი მოწყალების შესახებ კი ყველგან დადიოდა ხმები. გენესარეთის მაცხოვრებლებს სწამდათ, რომ მისი სამოსის პატარა მონაკვეთსაც რომ შეხებოდნენ, ღრეთის ძალა შეეხებოდა მათ სხეულს. იესო მათ თხოვნებს ასრულებდა, ბროშურების მეშვეობითაც, ასევე წიგნებისადა სხვა ბეჭდური გადმოცემებით, და ვისაც მისი სწამს, იცოცხლებს საუკუნოდ.

ვინც თავად შეიცნო ქრისტე, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სხვებიც მიიყვანოს ამ შემეცნებამდე. სულიერი საზრდოს გაყოფა საჭიროა მათთვის, ვისაც ის არ აქვს. ქრისტეს საკვები ყველასთვის საკმარისი აქვს და თუ ჩვენ ვაკავებთ ამ საკვებს და არ ვარიგებთ მას, ამითი ის უფრო მეტი არ გახდება. ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს რამდენი ადამიანი გამოიყენებს იმ შესაძლებლობას, თუ ქრისტესთან დავუძახებთ მას.

გვმართებს ჩვენი სულიერი პრობლემებით მხოლოდ ქრისტეს მივმართოთ. ვის უნდა მივმართოთ სხვას, თუ არა დიდებულ ექიმს. ის არის „სიმართლის მზე და განკურნება იქნება მის ფრთებზე“ (მალაქცია 4:2).

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძეო, თაყვანსგცემთ შენ, რადგან შენ ხარ სტიქიების უფალი. შენ გემორჩილებიან წყლები და ქარი. შენ თანდასწრებაში ქრება ტკივილები, ავადმყოფობა. გვაპატიე ჩვენი მცირედი რწმენა და გვასწავლე ვიაროთ შენკენ ისე, რომ არ ვიყუროთ გვერდზე და არ ჩავიძიროთ პრობლემების ზღვაში, არამედ ვრჩებოდეთ შენს ძალაში! თუკი წავბორძიკდებით და დავეცემით, ხელი მოგვკიდე! რადგან არ გვყავს სხვა მხსნელი, შენს გარდა.

კითხვა:

  1. რატომ ღებულობდნენ მორწმუნეები განკურნებას, როდესაც ეხებოდნენ იესოს სამოსელის ნაწილს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 22, 2022, at 03:56 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)