Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 130 (Parable of the Sower)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
D - მესამე ნაწილი იუდეველთა ურწმუნოება და მათი მტრობა ქრისტეს მიმართ (მათეიესო 11:2 - 18:35)
2. ქრისტე ასწავლის ცათა სამეფოს სულიერ ზრდაზე იგავებით (მათეიესო 13:1-58) -- იესოს გამონათქვამების მესამე კრებული

a) იგავი მთესველზე (მათეიესო 13:1-23)


მათეიესო 13:18-23
18 თქვენ კი მოისმინეთ იგავი მთესველზე. 19 ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სამეფოზე და გონებით არ ჩასწვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის გზის პირას დათესილი თესლი. 20 ქვიან ადგილზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს თუ არა მყისვე სიხარულით მიიღებს მას; 21 მაგრამ ფესვები არ გაუშვია მასში, ამიტომ ხანმოკლეა. რაჟამს დადგება ჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება. 22 ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ წუთისოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქნება. 23 ხოლო კეთილ ნიადაგზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება; სწორედ მას გამოაქვს ნაყოფი, ზოგს ასი, ზოგს სამოცი და ზოგსაც ოცდაათი.
(მათე 6:19-34; მარკოზი 4:13-20; ლუკა 8:6-15; 1 ტიმოთე 6:9)

ქრისტეს იგავები უბრალო რამეებთანაა კავშირში და არა ფილოსოფიურ გარჩევებთან ან რთულ ბუნებრივ მოვლენებთან. ისინი ძალიან მარტივია, მასში ცხოვრებისული, ყოვედღიური მაგალითებია გამოყენებული, ყველაზე უბრალოდ ადამიანისთვისაც გასაგები რომ იყოს. ქრისტემ ეს მაგალითი აირჩია, რათა საუკეთესოდ გადმოეცა სულიერი მდგომარეობი პრინციპები ყველაზე მარტივი და გასაგები გზით. ამ მაგალითებით შეგვიძლია თავისუფლად და მარტივად ვისმჯელოთ საკითხებზე. და როდესაც ჩვენი ხელები დაკავებული ასეთი გამაერთიანებელი საქმიანობებით, ამითი ჩვენი გულების ზეცამდე ატანაც შესაძლებელია.

სიტყვა სახარება - ზეცის სიტყვაა. ეს მეფის სიტყვაა. სადაც სიტყვაა - იქაა თავისუფლებაც (ეკლესიასტე 8:3).თესლის მთესველი - ან ჩვენი უფალი იესოა ან მისი მსახურები არიან. ერი - ღმერთის საკმალია, მსახურები - ღმერთის თანამშრომლები (1 კორინთელთა 3:9). ეს თესლი ადამიანთა გულის ნიადაგზე ითესება. მათ სხვადასხვა თვისებები გააჩნიათ და სხვადასხვაგვარად იღებენ სიტყვას.

ადამიანის გული ჰგავს ნიადაგს, რომლის დამუშავებაც შესაძლებელია, როგორც ზარმაცი ადამიანის ნაყოფი (იგავი 24:30). სული ღმერთის სიტყვისთვის შესაფერისი ადგილია, რომელშიც შეუძლია მოქმედება და უფლობა. მას აქვს ზემოქმედება სინდისზე და ანთებს უფლის ლამპარს. როგორებიც ვართ, ისეთივე იქნება სიტყვა ჩვენთვის. გული მიწას ჰგავს. ზოგიერთ ნიადაგზე რამდენიც არ უნდა იშრომო, რამდენი კეთილი თესლიც არ უნდა ყარო, მაინც არ მოაქვთ კეთილი ნაყოფი. ხოლო კეთილ ნიადაგს მოაქვს კეთილი ნაყოფი. ასევეა ადამიანების გულები. აქ ოთხო სახის ნიადაგია, რომელთაგანაც სამი უსარგებლოა, ერთი კი - კეთილი.

სახარების თესლმა რა წარმოშვა შენში: სულაც არაფერი, ცოტა თუ ბევრი სიკეთე? შეისწავლე ეს იგავი განმარტების შუქზე, რომელიც ქრისტემ მოგვცა და გაერკვიე, რომელია ნიადაგია შენ გულში. ასევე სთხოვე მას შეცვალოს შენი აზროვნება და შეისწავლე მისი სიტყვა სიხარულითა და გულმოდგინებით. დაე შენი ძირითადი საზრუნავი იყოს ბიბლიის ყურადღებით კითხვა, რათა უფლის სიტყვისამებრ მოიქცე და ბევრი ნაყოფიც მოიტანო.

ნუ წაიკითხავ ზედაპირულად, მონანიების გარეშე. სახარების კითხვა მონანიების გარეშე ბადებს ჩვენში სიამაყეს და ჰგავს ადამიანს, რომელმაც სახლი ქვიშაზე ააშენა, მყარი საფუძველის გარეშე. ხოლო ხალხი, რომელიც მას მიჰყვებოდა სასწაულების გამო, გაიფანტა, როგორც კი დევნა დაიწყო, რადგან მიყვებოდნენ იესოს მონანიების და გადარჩენის გარეშე, ეძებდნენ თავისთვის სარგებელს და არა სულიერ სარგებლობას.

ამასთანავე სთხოვე უფალს დაგეხმაროს ყველა საზრუნავი გადალახო და გაექცე ფულისადმი სიყვარულს, რათა ჯერ ეძიო ცათა სამეფო და მისი სიმართლე. მაშინ დაინახავ, როგორ იზრუნებს უფალი შენზე და გაკურთხებს.

დევნები ამ იგავში, როგორც მწველი მზეა. იგივე მზე, რომელიც ათბობს და ამყარებს მცენარეებს, ამაგრებს მათ ფესვებს. ქრისტეს სიტყვა მისი ჯვარივათაა, ერთისთვის „კეთილსურნელოვანი ცხოვრებაა“, სხვებისთვის კი „ სიკვდილის სუნი“. გამოცდებს ერთნი მიჰყავს დაღუპვამდე, სხვებში კი წარმოქმნის „სიუხვეში დიდებას“. ჯვარი ზოგს ტეხს, ზოგს კი ამყარებს.

მიაქციეთ ყურადღება რა მალე დაეცნენ ისინი. მომწიფებაც ვერ მოასწრეს, რომ ლპობა დაიწყეს. როდესაც რაიმე გადაწყვეტილებას ნაჩქარევად და დაუფიქრებლად ვიღებთ, ეს მალე გადის. უპირობოა, რომ კურთხეულ უფლის სიტყვას შეუძლია შენში კეთილი ნიადაგის წარმოქმნა, ბადებს სენში ოქროს თავთავს, რომელშიც სავსეა დავდაპირველი თვისებების მქონე თესლებით. ამიტომ ნუ ეცდები მოიტანო საკუთარი აზრებისა და ეჭვების ნაყოფი, არამედ უფლის სიტყვა გამრავლდეს შენს ცხოვრებაში. კურთხევა და სიცოცხლე მოდის მისგან და არა ჩვენგან!

შესანიშნავი ნიშანი კეთილი ნიადაგისა არის ერთ სიტყვაში: „ნაყოფიერი“. სწორედ ეს სიტყვა განსხვავებს ფარისეველ ქრისტიანს ნამდვილისგან. ქრისტიანებს „სამართლიანობის ნაყოფი მოაქვთ“. „იმით განდიდდება მამა, რომ მოიტანთ მრავალ ნაყოფს და ჩემი მოწაფეები იქნებით“ (იოანე 15:8). და ნათქვამია, რომ ამ ნიადაგში არაა ქვა ან ეკალი. და თუ არის, არა იმ დოზით, რომ ხელი შეუშალოს ნაყოფის მოტანაში. წმინდანები დედამიწაზე საბოლოოდ ვერ ჩამოიშორებენ ცოდვების ნარჩენებს, მაგრამ მისი ბატონობისგან დახსნილნი არიან.

ლოცვა: მამაო, ჩემი გული სასტიკია, ზედაპირული და ბოროტი. დაამსხვრიე ჩემი სიამაყე, ფუჭი განზრახვები მომაშორე, ამიხილე თვალები, რათა მოვისმინო შენი ხმა. განმამტკიცე გადაწყვეტილებაში, რომ რეგულარულად შევიწყავლო შენი წერილები! დამეხმარე დავგეგმო დრო და ჩემ გეგმებს მივყვე, რათა ყოველ დღე ჩაღრმავებით ვსწავლობდე შენ სიტყვას, რომელიც სინათლეს აძლევს ჩემს სულს და განმამტკიცებს რწმენაში, მოქმედ სიყვარულსა და ცოცხალ იმედში!

კითხვა:

  1. როგორ ოთხ ტიპად შეგვიძლია დავყოთ სახარების მომსმენი ადამიანები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 21, 2022, at 04:36 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)