Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 101 (Risks of Preaching)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
C - თორმეტი მოწაფის გაგზავნა სახარების საქადაგებლად (მათეიესო 9:35 - 11:1)
3. ცათა სამეფოს გავრცელების გზები (მათეიესო 10:5 - 11:1) -- იესოს მიმართვის მეორე კრებული

b) სახარების ქადაგებასთან დაკავშირებული საფრთხეები (მათეიესო 10:16-25)


მათეიესო 10:21-23
21 ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს; შვილები მშობლების წინააღმდეგ აღდგებიან და დახოცავენ მათ. 22 ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება. 23 როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ ძე კაცისაც მოვა
(მიქა 7:6; მათე 16:28; 24:9-13; საქმეები 8:1)

იესო იმ ოთხ სფეროს შეეხო, რომლებშიც გამოცდის გავლა მოუწევთ მის მოწაფეებს: მთლიანი ერი, რელიგიური სასამართლო, მოქალაქეობრივი ძალაუფლება და საკუთარი ოჯახი. რამდენად რთულია ადამიანისთვის განიცდიდეს თავისი და-ძმისგან სიძულვილს იმის გამო, რომ ირწმუნა ქრისტე ან ხედავდეს თავისი მშობლები როგორ ხდებიან მისი მტრები იმის შემდეგ, რაც იესოს გაუხსენი გული და მიიღე გადარჩენა.

ერთი მორწმუნე ადამიანი დიქტატორულ ქვეყანაში ხედავდა თუ როგორ ტრიალდებოდა მისი შვილი ღამე ერთი მხრიდან მეორე მხარეს და დიდხანს ვერ იძინებდა. მამამ ჰკითხა ძილბურანში მყოფ ძეს, რა აწუხებდა მას და შვილმა აღიარა, რომ ახალგაზრდული მსახურების ლიდერი აიძულებდა მას ყველაფრის მოსმენას, რასაც მისი მშობლები საუბრობდნენ მაგიდასთან ჭამის დროს და მოეყოლა მისთვის.

სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი გოგო წერდა, რომ მამა ვერ იტანს მას, რადგანაც მიატოვა მამების რწმენა, მაგრამ ამავდროულად უყვარს ის მორჩლების, სიყვარულის და სისუფთავის გამო, როგორც სახლში ასევე სხვა ადგილებში. მისი ძმა კი პირიქითაა, უყვარს იმისთვის, რომ მამაების რწმენაშია, მაგრამ ვერ იტანს მისი ამორალური ცხოვრების გამო. ეს სტუდენტი გვთხოვდა ლოცვას, რათა შესძლებოდაწ მინდად ცხოვრება, თავის რწმენის დამოწმებაში, რადგანაც როგორც გოგოს მამასთან კამათი ეკრძალებოდა.

ამ წუთისოფლის სიძულვილი აღწევს მწვერვალებს, როდესაც მას მართავს ტირანი ღმერთის სულის მოწინააღმდეგე. ის ყველა შესაძლო მასიურ ინფორმაციას და შესაძლებლობას იყენებს, რათა დაიმონოს ადამიანები. ჩვენ ვხედავთ ეკლესიის ცხოვრებაში დევნის ტალღებს, რამაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ვისაც ქრისტე უყვარდა საკუთარ ცხოვრებაზე მეტად. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ის ცოცხალია და ვერაფერი დააშორებთ ღმერთის სიყვარულს. ჩვენ ყველას გვაქვს რთული მომენტები, ანტიქრისტეს მოახლოებასთან ერთად, რომელიც შემდგომ გააერთიანებს რელიგიებსა და ერებს, ჭეშმარიტი ქრისტეს წინააღმდეგ. მაშნ გამოჩნდება ვინ იყო ქრისტეს ერთგული და ვინ ისწავლა მისი სულისგან ყველაფრის მოთმენა, სიყვარული, მტრების კურთხევა და შეპყრობილების შეწყალება.

ჩვენი ხსნა დაიწყო ჯვარზე, შემდგომ რელიზდა ზეციდან შობისას და აღსრულდება ჩვენი ტანჯვებით, როგორც მოციქულმა თქვა: ,,მრავალი ტანჯვით მოგვიწევს, ცათა-სამეფოში შესვლა“.

ქრისტე ყველა თავის მოწმეს არ მოუწოდებს ტანჯული სიკვდილისკენ. მან უთხრა მოწაფეებს გაქცეოდნენ დევნებს სხვა ქვეყნებშიდ და იქაც დაემოწმებინათ მის შესახებ. იესო თავის ერთგულ მოწაფეებს ეუბნებოდა, რომ ქალაქები რომლებსაც ისინი თავს შეაფარებენ, არ დამთავრდებოდა მის მოსვლამდე და განსაკუთრებული საფრთხისას მათ შეეძლებოდათ საცხოვრებლის შეცვლა, თუ უფალი თავისი წყალობით გაუღებმა მათ ამ კარებს მსახურებისთვის. ვინც სხვა ადგილას გარბის უფლის მმართველობით, მან ისევ უნდა იმსახუროს. ქრისტეს მეომრებისთვის სამარცხვინო არ არის ბრძოლის ველის მიტოვება, იმ პირობით რომ ისინი არ მიატოვებენ რწმენას და პრინციპებს. მათ შეეძლებათ საფრთხეს გაექცნენ იმ პირობით, რომ არ წავლენ მსახურებიდან.

ყურადღება მიაქციე თუ როგორ ზრუნავს ქრისტე თავის მოწაფეებზე: მას ისინი განცალკევებულ ადგილებში მიჰყავდა დასასვენებლად და თავშესაფარად. დევნები ყველაგან ერთდროულად არ ხდება. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ღმერთისგან მოცემული ყველა შესაძლებლობა, მაგრამ შემდეგი პრინციპი აუცილებლად უნდა დავიცვათ: არ გამოვიყენოთ უწმინდური და უკანონო საშუალებები, საფრთხისგან თავის დასაღწევად, რადგან ეს კარები უფლის მიერ არ არის გაღებული.

ამ შემთხვევამდე ქრისტეს არ უთქვამს მათთვის, თავის სიკვდილზე და აღდგომაზე. ახლა კი ხსნის როგორ მოხდება მეორედ მოსვლა და კაცობრიობის ისტორიის მიზანს. უპირველესად აძლევს მათ უდიდეს იმედს. ქრისტიანობის მიზანი არ არის ტანჯვაში სიკვდილი და აღდგომა, არამედ ქრისტეს დიდებაში გამოჩენით, როდესაც გაიმარჯვებს ყველა სამეფოზე და დაგება თავის მტრებზე მაღლა, ისინი კი ფერხთით იქნებიან, მაშინ ასრულდება ქრისტეს სიტყვები: ,,ნეტარნი არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწანს“.

ლოცვა: წმინდაო ღმერთო გვაპატიე ჩვენი სიმხდალე, მცირედ მორწმუნეობა და მოუთმენლობა და გამამარჯვებინე ყველა მტრისადმი სიძულვილზე. მასწავლე რათა მივაღწიო შენი გადარჩენის ჩანაფიქრს და მზად ვიყო ვიტანჯო ღიად და დავამოწმო შენი სახელი. დამანახე, როდის უნდა გავჩუმდე და როდის გავექცე მტრებს და ვაუწყო შენი სახელი სხვა ადგილზე. მოდი მალე უფალო იესო, გაამყარე ყველა ახლანდელი მორწმუნე, ვინც იბრძვის შენი სახელი გამო ან სიცოცხლეს გაძლევს.

კითხვა:

  1. როგორ ვიგერიებთ დევნის ტალღებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 09:19 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)