Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 102 (Risks of Preaching)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
C - თორმეტი მოწაფის გაგზავნა სახარების საქადაგებლად (მათეიესო 9:35 - 11:1)
3. ცათა სამეფოს გავრცელების გზები (მათეიესო 10:5 - 11:1) -- იესოს მიმართვის მეორე კრებული

b) სახარების ქადაგებასთან დაკავშირებული საფრთხეები (მათეიესო 10:16-25)


მათეიესო 10:24-25
24 მოწაფე მოძღვარზე მეტი არ არის, არც მონაა თავის ბატონზე მეტი. 25 მოწაფისთვის საკმარისია ისეთი იყოს, როგორიც მისი მოძღვარია და მონისთვის - როგორიც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს?.
(მათე 12:24; ლუკა 6:40; იოანე 13:16; 15:20)

ქრისტეს გაყოლა ნიშნავს მიბაძო მას სიყვარულში, სიხარულში და თავმდაბლობაში, ემსახურო მას მის ძალაში. მეორეს მხრივ ეს ნიშნავს, შეუერთდე მას ტანჯვაში, სიკვდილში და აღდგომაში. ის წაგვიძღვება და არ დაგვტოვებს, სანამ არ მოვალთ მის დიდებაში. ქრისტე არ დაგვადებს მძიმე ტვირთს, რომელიც თავად არ გამოუცდია. ხალხმა ის შეიზიზღა, ახლობლებმა კი უარყვეს. სურდათ, რომ მტრული ქსელებით დაეჭირათ თუმცა წარსდგა რელიგიური სასამართლოს წინაშე, მერე კი სცემეს და აწამეს, აფურთხებდნენ სახეში და მეფე ჰეროდე დასცინოდა. შემდეგ რომაელმა მმართველმა კიდევ ერთი ცემის განაჩენი გამოუტანა და ამის შემდეგ ჯვარცმა გადაწყვიტეს, თუმცა თავადაც სცნეს იგი სამჯერ უდანაშაულოდ. მტრები ქედმაღლურად აცდუნებდნენ, როდესაც კვდებოდა, მას ეგონა რომ მისმა მამა სახე დაფარა მისგან. რწმენის ერთგული დარჩა, სიყვარულში ძლიერი და იმედში ურყევი. მან ჩვენს ნაცვლად თავის სხეულზე გამოსცადა ტანჯვები ცოდვების გამო და ბოროტს არ ჰქონდა მასზე ძალაუფლება.

არასდროს მოგვიწევს იმის გამოცდა, რაც გამოსცადა იესომ, რადგან ვერ ავიღებთ ქვეყნიერების ცოდვებს ჩვენზე და უფლის რისხვაც არ დაგვატყდება თავს. თუმცა სიკეთის მტერი დაძრწის და რაიმე გზით ცდილობს მოგვიტანოს ტანჯვები და ჩვენს მხსნელს დაგვაშოროს. ჩვენ სუსტები ვართ თუმცა იესო გვამაგრებს და მხარს გვიჭერს. ჩვენ მომავალს ვაშენებთ არა საკუთარ ძალებზე, არამედ იესოს ერთგულებაზე და მის ძვირფას სისხლზე.

სახარების ქადაგებისთვის ნაკლებად არის მნიშვნელოვანი მოკვდი თუ არა შენი გრძნობებისა და ეგოიზმისთვის, ვინაიდან შენი მოწინააღმდეგეები ყოველთვის გაგლანძღავენ ღმერთის გამო. იუდეველებმა იესოს ჯოჯოხეთის მთავარი უწოდეს, უარყვეს მისი ძალა იმისდამიუხედავად, რომ ჩადიოდა სასწაულებს. მას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ თითქოსდა ეშმაკეულების ჯარს მართავდა. თუმცა იესო არ ესხმოდა თავს თავის მტრებს, არამედ იცავდა თავისი მამის ღირსებას და სულიწმიდას, რადგანაც თავი დაიმდაბლა და დატოვა თავისი დიდება.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით, რომ აიტანე დამცირება, ლანძღვა და დაუმსახურებელი ბრალდებები. შენზე მრავალი ბოროტება ილაპარაკეს, მაგრამ სიყვარულსა და მადლში რჩებოდი, ლაპარაკობდი ჭეშმარიტებას და სიბრძნეს. მიდიოდი შენი მიზნისკენ, რაც იყო ჯვარზე სიკვდილი. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვაძლევ საშუალებას გამოგყვეთ. გთხოვთ მოგვცე ძალა გადავიტანოთ ყველა ბოროტი სიტყვა და სიყვარულში დავიცვათ ჩვენი თავები. დაგვეხმარე ვაუწყოთ ჭეშმარიტება სიბრძნით, თუნდაც ამის გამო მოგვკლან. დარჩი ჩვენს გვერდით, ვინაიდან არ ძალგვიძს შენი დახმარების გარეშე გავძლოთ. ჩვენ გაკურთხებთ საუკუნოდ, ამინ!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს სიტყვები, მოწაფე, მასწავლებელზე დიდი არ არის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 09:22 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)