Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 098 (Fundamental Principles of Preaching)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
C - თორმეტი მოწაფის გაგზავნა სახარების საქადაგებლად (მათეიესო 9:35 - 11:1)
3. ცათა სამეფოს გავრცელების გზები (მათეიესო 10:5 - 11:1) -- იესოს მიმართვის მეორე კრებული

a) სახარების ქდაგების ძირითადი პრინციპები (მათეიესო 10:5-15)


მათეიესო 10:5-6
5 Jეს თორმეტი გაგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა: "წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ; 6 არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან.
(მათე 15:24; მარკოზი 6:7-13; ლუკა 9:2-6; საქმეები 13:46)

ქრისტე თავისი მოწაფეების მსახურების დასაწყისში ეუბნებოდა, რომ წასულიყვნენ არა ქვეყნიერებაზე, არამედ მხოლოდ მათ თანამაცხოვრებლებთან, რადგან სხვა ერები ჯერ მზად არ იყვნენ ქადაგებისთვის და სულიწმიდაც არ ივანებდა ყველა ერზე. ქრისტემ თავდაპირველად თავისი სამეფო უქადაგა გზააბნეულ იუდევლებს, ღმერთის აღთქმების თანახმად მათ მამებს, რომ მიეცათ. ის მოუწოდებდა მათ მონანიებისა და ცოცხალი იმედისკენ.

ქრისტე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ისრაელის სახლზე, რომელიც იყო ,,ღმერთისთვის საყვარელნი მამების გულისათვის.“ (რომაელთა 11:28), ის მათ სიბრალულით უყურებდა, როგორც გზააბნეულ ცხვრებს, რომელთა მწყემსიც იყო და უნდა მოეძებნა ისინი ბოროტ გზებზე, შეეკრიბა თავისთან, სხვანაირად გააგრძელებდნენ ხეტიალს.

ზოგიერთი აქ წინააღდეგიბას ხედავს, ისინი ამბობენ, რომ მათეს 10:5-6-ში ქრისტე თავის მოწაფეებს უბრძანებს უქადაგოს ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს და მათეს 15:24-ში ის ამბობს: ,,მე წარმოგზავნილი ვარ, რათა გადავარჩინო ისრაელის სახლის დაკარგული ცხვრები“, ამავდროულდ კი მარკოზის 16:15-ში ის ამბობს: ,,წადით და უქადაგეთ სახარება მთელს ქვეყნიერებაზე ყველა ცოცხალს“.

ამაზე ჩვენ ვუპასუხეთ,რომ ქრისტემ თავდაპირველად მოციქულებს დაავალა ექადაგათ ისრაელში, რათა არ ცდუნებულიყვნენ, ხოლო შემდგომ უთხრა ექადაგათ სხვა ერებისთვის. ბიბლია თავიდან ბოლომდე გვაუწყებს, რომ ჯერ რწმენის ხალხზე უნდა ვიშრომოთ და მხოლოდ შემდეგ ვაუწყოთ დანარჩენებს. ისრაელის სახლს პირველს უნდა გაეგო სახარება.

მათეიესო 10:7
7 როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სამეფო. 8 სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
(მათე 4:17; მარკოზი 16:17; ლუკა 10:1-12)

მოციქულთა ქადაგება შედგებოდა ორი ნაწილისგან: სიტყვა და საქმე. მათი სალაპარაკო თემა იყო თავად ქრისტე, მისი ძალაუფლება, ჭეშმარიტება, სული და სიყვარული. მოწაფეები ღრმად შთაბეჭდილების ქვეშ იყვენენ თავიანთი უფლით, მისი თანაგრძნობით და ძალით. ისინი ამოწმებდნენ იმის შესახებ, რაც დაინახეს და გამოსცადეს. მათ გააცნობიერეს, რომ ქრისტეს პიროვნებიდან იწყება ცათა- სამეფოს მოსვლა. ამიტომაც მათი უწყება ცათა-სამეფოს მოახლოებაზე განსხვავდებოდა იოანე ნათლისმცემლის უწყებიდან, რადგანაც ისინი დარწმუნდნენ, რომ იესო ღვთაებრივი მეფეა. ისინი არ ქადაგებდნენ რაიმე შორეულ სამეფოს, არამედ ამბობდნენ, რომ მოვიდა საყვარელი მეფე.

ქრისტეს მოწაფეები მხოლოდ კი არ საუბრობდნენ, არამედ ქრისტესგან ბოძებულ ძალასაც ავლენდნენ. სახარება ღვთაებრივი ძალაა და არა ფუჭი სიტყვები, რომელსაც ცხოვრების დოქტრინები აქვს მოკლებული.

ეს ჭეშმარიტება გვეუბნება, რომ მქადაგებლებს არანაირი სარგებელი არ მოაქვთ თუ არ აქვთ ძალა, არამედ მხოლოდ ლამაზი სიტყვები. ქრისტეს სურს დღეს თავის მსახურებში ზეიმი ისევე, როგორც ზეიმობდა მოციქულებში, თუმცა მცირე რწმენის სიამაყის და გულქვაობის გამო, მას არ შეუძლია ბევრი ნიშნებისა და სასწაულების მოხდენა, რადგან ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მორწმუნეს აქვს სრულყოფილი სიყვარული ძლიერ რწმენასთან გაზავებული.

მათეიესო 10:8-10
8 უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. 9 ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით; 10 ნურც აბგას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, რადგან ღირსია მშრომელი თავისი საზრდოსი.
(რიცხვი 18:31; საქმეები 20:33; 1 კორინთელტა 9:14; 1 ტიმოთე 5:18)

ადამიანებს სურთ მიიღონ ანაზღაურება, თავიანთი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის. ყველას სურს ჰქონდეს მუდმივი სამსახური, ხოლო ზეციერმა მეფემ, რომელიც თავად კმაყოფილდებოდა იმითი რაც ჰქონდა, არ მისცა მოციქულებს უფლება აეღოთ ანაზღაურება, თავიანთი სიტყვის მსახურებისთვის. უბრძანა უსასყიდლოდ ემსახურათ, ეცხოვრათ ქრისტეს რწმენით და არ დაიმედებულიყვნენ ფულზე, ქონებასა და ფინანსურ დაბანდებებზე. ქრისტე სრულად განტავისუფლებს ფულისადმი სიყვარულისგან, რათა გიყვარდეს მხოლოდ ის და დაიმედდე მის განუწყვეტელ მზურნველობაზე.

ვისაც მეიცა ავადმყოფების განკურნების ძალაუფლება, მას მარტივად შეუძლია გამდიდრდეს, რადგან ადამიანები მზად არიან ნებისმიერი თანხა გაიღონ განკურნების მისაღებად. ამიტომაც იცავდა მათ ქრისტე, რომ მიცემული ძალაუფლება და სასწაულების მოხდენა არ გამოეყენებინათ, მატერიალური კეთილდღეობისთვის. მათ ადამიანები უსასყიდლოდ უნდა განეკურნათ, რათა საქმით ეჩვენებინათ ახალი აღთქმის მეფის ხასიათი, რომელიც დაფუძნებული იყო არა მხოლოდ მადლზე, არამედ უსასყიდლო მადლზე.

ქრისტემ ასევე მოციქულებს აუკრძალა ზედმეტი ტანისამოსისა და ფეხსაცმელების ყიდვა, რათა მათ შეძლებოდათ ემსახურათ ზედმეტი ბარგის გარეშე. წადი უფლის მსახურებისთვის უბრალოდ, ყოველგვარი იარაღისა და განსაკუთრებული აღჭურვილობის გარეშე, ვინაიდან ღმერთის ანგელოზები გიცავენ და როდესაც იქნები მსახური ძალაში და შენი მომსმენები მიიღებენ სხეულისა და სულის ხსნას დაე ქება და მადლიერება იყოს ღმერთის და არა შენი. ღმერთი მოგცემს ჩასაცმელს და საკვებს, არ არის საჭირო ზედმეტი მომზადება და ფულის გადადება ბანკში. დაე არ მოსუსტდეს შენი რწმენა, ვინაიდან ღმერთის სამეფო სულიერია და არა მატერიალური.

ვინც ქრისტეს მისიაზე მიდის, მას ყველაზე დიდი საფუძველი აქვს მისი ნდობის, რომ ის უზრუნველყოფს მის ყველა საჭიროებას. ეჭვგარეშეა, რომ ის არ დატოვებს მის მსახურს საჭიროებაში. ქრისტეს მსახურებს ექნებათ საკმარისი პური და უფრო მეტიც. თუკი ღმერთის ერთგულები ვართ და მიძღვნილად ვასრულებთ ჩვენს მსახურებას, თავისუფლად შეგვიძლია სხვა საზრუნავი მას მივანდოთ. მივენდოთ ღმერთს და ის მოხედავს ჩვენს საქმეებს, როგორც ჩათვლის საჭიროდ.

მსახურების უნდა მოელოდნენ, რომ ისინი ვისთანაც წარგზავნილნი არიან, იზრუნებენ მათ საჭიროებებზე, ვინაიდან მუშაკი საზღაურის ღირსია. არ უნდა ელოდნენ, რომ რაიმეს მიიღებენ ზებუნებრივად, როგორც ელი, უბრალოდ უნდა მიენდონ ღმერთს, რომ ის მოალბობს ადამიანების გულებს და ისინი იზრუნებენ მათზე. თუმცა შესაწირავების მსახურებს იმედი არ უნდა ქონდეთ, რომ შესაწირავებიდან დაკმაყოფილდებიან. უფალი მათ თავიანთი კეთილსინდისიერი მსახურების გამო, საკმარისად აკურთხებს. მსახურები - ეს მუშაკები არიან ანუ მსხვერპლის გამღებნი. ხოლო მუშაკი საზღაურის ღირსია და მან დამატებითი სამუშაო არ უნდა შეასრულოს, რათა გამოიმუშავოს ცხოვრებისთვის. ქრისტეს უნდოდა, რომ მის მოწაფეებს ღმერთის მზრუნველობაში ეჭვი არ შეეპარათა და ამასთანავე არ დაეჭვებულიყვნენ, იმ ადამიანების მზრუნველობაში ვისაც ემსახურებიან. თუკი თქვენ უქადაგებთ მათ და კეთილ საქმეს აკეთებთ, ისინი უპირობოთ მოგცემენ თქვენ საჭირო საკვებს და სასმელს. თუკი ისინი თქვენს საარსებო საჭიროებებს დააკმაყოფილებენ, სხვა რამეზე ნუ იწუწუნებთ, ღმერთი თავად მოგცემთ ყველაფერ აუცილებელს თავის დროზე.

ლოცვა: ზეციერო მამა, ჩვენ გვრცხვენია ჩვენი მცირე რწმენის, სიყვარულის უკმარისობის და გამდიდრების სურვილის. გვაპატიე ეგოიზმი და გვასწავლე ერთგულად გავყვეთ იესოს ყოველგვარი სარგებლის მიღების გარეშე. დაგვეხმარე მივიღოთ მისგან ძალა და სიყვარული, რათა დავეხმაროტ სუსტებს, ეშმაკისგან დაჩაგრულებს და ყველას, ვისთანაც სულიწმიდა მიგვიყვანს. მოუწოდე მრავალს ჩვენი ერიდან მსახურებისთვის, ვინაიდან სამკალი ძალიან ბევრია, ხოლო მუშაკნი ცოტა, ამიტომ უფალო გამოგვიგზავნე ბევრი მუშაკი შენს სამკალში.

კითხვა:

  1. რომელი პირველი ხუთი ,,გასაღები“ მისცა ქრისტემ თავის მოწაფეებს, მახარობლური მსახურებისთვის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 09:13 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)