Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 099 (Fundamental Principles of Preaching)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
C - თორმეტი მოწაფის გაგზავნა სახარების საქადაგებლად (მათეიესო 9:35 - 11:1)
3. ცათა სამეფოს გავრცელების გზები (მათეიესო 10:5 - 11:1) -- იესოს მიმართვის მეორე კრებული

a) სახარების ქდაგების ძირითადი პრინციპები (მათეიესო 10:5-15)


მათეიესო 10:11-13
11 რომელიმე ქალაქში ან სოფელში რომ შეხვალთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ. 12 სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 13 და თუ ღირსი იქნება სახლი, მიუვა მას თქვენი მშვიდობა; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენვე დაგიბრუნდებათ თქვენი მშვიდობა.

ქრისტე თავის მსახურებას ყოველთვის მამის სულის მმართველობით გეგმავდა და სანამ რომელიმე ქალაქში ან სოფელში შევიდოდა, ყოველთვის ლოცულობდა და სთხოვდა მამას ეჩვენებინა მისთვის, ვინ არის ღირსეული, ვისთანაც შეეძლებოდა დარჩენა. იცოდა რომ რჩეული ხალხი თავისთავად გამართლებულნი არ იყვნენ, არამედ აცნობიერებენ თავიანთ გულში ბოროტებას და გლოვობენ თავიანთი გახრწნილი ბუნების გამო. ამის წყალობით ისინი ღირსები გახდნენ მიეღოთ ცათა-სამეფო. როდესაც შენ იწყებ მსახურებას სთხოვე ღმერთს მიგიყვანოს მომნანიებელ ცოდვილებთან და არა მდიდრებთან და თვითკმაყოფილ ამაყებთან. ვისაც სწყურია ღვთის მადლის შეცნობა, ის იღებს მშვიდობის სახარებას. პურს ღარიბები გაგიყოფენ, ხოლო მდიდრები და მწიგნობარნი, ძლიერნი და ამაყნი თვლიან, რომ მათ შენ არ სჭირდები. როდესაც ადამიანი ვარდება რაიმე უსიამოვნებაში და გრძნობს სინდისის მხელას, მწიფდება გადარჩენის მისაღებად. ღმერთმა დაამუშავა მისი გული, რათა შენ მასში მშვიდობა დათესო.

,, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული “, ვის აქვს თვალებში ღვთის შიში და ვინ გამოიყენა ერთგულად სინათლე და ცოდნა, რომელიც მას ჰქონდა. ადამიანთაგან ყველაზე საუკეთესოებიც ყველაზე უღირსები არიან, რათა ეუწყოთ სახარება, მაგრამ ზოგი მეტად გახსნილია და მზად არის ქრისტეს წარგზავნილების სიტყვები მიიღოს. ისინი მარგალიტებს ფეხებით არ გათელავენ.

ღმერთი დაგვეხმარება ვიპოვოთ მწყურვალე ადამიანები და არ მივიდეთ მათთან, ვინც გვეპატიჟება ფუჭი დროის ხარჯვისთვის. ქრისტე გვეუბნება, რომ ჩვენი ყურადღება მივაპყროთ ადამიანებს, ვისთანაც მივყავართ უფლის სულს და მან გვიბრძანა ვეძებოთ არა მდიდრები და ღირსეულნი, არც მაღალი ფენის ადამიანები, არამედ ადამიანები მაღალი მორალით.

ასეთი საძმოს შემდეგ ჩვენ შეიძლება წავიდეთ სხვებთან და უკეთესი იქნება, რომ ჩვენი კეთილი მეგობარიც ჩვენთან ერთად იყოს, რადგანაც იცნობს იქაურობას და იცის იქაური ცხოვრების გარემოებები.

ილოცე, რომ ქრისტემ გახსნას ყველა რეგიონში კეთილი უწყების ცენტრი, სადაც შეიკრიბება მრავალი, ვინც რწმენით მოვა მისი სულის ძალით. გახდა თუ არა შენი სახლი ასეთი აქტიური მსახურების ცენტრი და მშვიდობის წყარო გარეშეთათვის? ქვეყნის მთავარი სიტყვები შეხვედრისას იყო ,,მშვიდობა“. თავად ეს მისალმებაც კეთილ უწყებად იქცა. ამითი ადამიანი სხვა ადამიანს ღმერთის მშვიდობას უსურვებდა. ქრისტემ ამ სიტყვებს ასეთი აზრი მისცა: მშვიდობის მოსურვება ეკუთვნის ყველას: ღირსებსაც და უღირსებსაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი მშვიდობას სთავაზობს ყველას, სახარების ქადაგების მეშვეობით. თუმცა ქრისტე იკვლევს ადამიანის გულებს და იცის ყველას ხასიათი და იცის ვისთვის გახდება ეს მისალმება კეთილ უწყებად. თუ სახლეული ღირსია, თქვენი კურთხევა მას კეთილ ნაყოფს მოუტანს, თუკი უღირსი, თქვენი მისალმება არ ავნებს და არც არაფერს დაკარგავთ. კურთხევა დაგიბრუნდებათ თქვენ, როგორც დავითს დაუბრუნდა, მისი ლოცვები ყველა უმადური მტრის გამო (ფსალმუნი 34:13).

ჩვენ გვეუბნებიან ყველა მხრიდან, რომ ადამიანებზე უნდა ვიფიქროთ კეთიალად, წრფელად ვილოცოთ მათთვის ვისაც ვიცნობთ და მოვეპყროთ პატივისცემით, სხვა ყველაფერი კი უფლის ხელში გადავცეთ. ის თავის მხრივ დატოვებს მათში ჩვენს კურთხევას ან წაართმევ მათ. ვინც გამოეხმაურება ღმერთის სულის მოწოდებას ის მიიღებს სარგებელს და კურთხევას ჩვენი მისალმებით, ხოლო ვინც გულ გაიქვავებს ღმერთის მშვიდობასა და წყალობისათვის ის აუცილებლად განიკითხება.

მათეიესო 10:13-15
13 და თუ ღირსი იქნება სახლი, მიუვა მას თქვენი მშვიდობა; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენვე დაგიბრუნდებათ თქვენი მშვიდობა. 14 ხოლო ვინც არ მიგიღებთ და არც თქვენს სიტყვებს მოისმენს, მაშინ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. 15 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.
(დაბადება 19:1-29; საქმეები 13:51)

როდესაც რომელიმე საზოგადოება არ იღებს იესო ქრისტეს სახარებას, არ არის საჭირო მათ კარებზე დაჟნებულად კაკუნი, ვინაიდან ღმერთის სიყვარული არავის არაფერს აიძულებს. მისი ძალა არის მათ გულებში, ვისაც სწყურია მშვიდობა და ჭეშმარიტება, ვინც ამასთან მოდის საკუთარი ნებით და არა დაძალებით. ჩვენი რწმენა არ აღიარებს იძულებით დამონებას ან მორჩილებას - ის აღიარებს ადამიანის პიროვნულ პასუხისმგებლობას.

თუკ შენ ხედავ, რომ რომელიმე ადამიანი, ოჯახი, ქალაქი ან ერი თუნდაც პასიურად ან ზედაპირულად უარყოფს ქრისტეს და მის წარმოგზავნილთ, მშვიდად წამოდი მათგან, რათა მათთან ერთად არ განიკითხო. ვინც მშვიდობის სახარებას უარყოფს, ღმერთის მიერ იქნება უარყოფილი.

სასამართლო დღე დადგებად და სახარების უარმყოფელნი პასუხს აგებენ, თუმცა ახლა შესაძლოა ისინი იციან ამ ყველაფერზე. ვისაც არ სურს ხსნის შესახებ სწავლების მოსმენა, მას მოუწევს მოისმინოს სასჯელი მოსამართლის პირიდან, მათი სასამართლო დღე იმ დრომდე გადაიდება.

იმ დღეს სახარების უარმყოფელთა განკითხვა იქნება საშინელი, იმაზე საშნელიც ვიდრე სოდომს და გომორს დაემართა. დაწერილია, რომ სოდომი სასჯელად მიიღებდა სამუდამო ცეცხლს, მაგრამ შურისძიება მათთვის კიდევ უფრო საშნელი იქნება, ვინც დიდებულ გადარჩენას უარყოფს. სოდომსა და გომორში ძალიან ბოროტი ხალხი ცხოვრობდა, მათი ურჯულოების საზომი აივსო, როდესაც არ მიიღეს ჩვენგან წარგაზვნილი ანგელზოები და არ ისმინეს მათი სიტყვები. თუმცა სამსჯავრო დღეს ბევრად მარტივი იქნება, ვიდრე მათთვის ვინც არ მიიღეს ქრისტეს წარგზავნილნი. ღმერთის რისხვა მეტად გამძვინვარდება მათზე და დაიტანჯებიან თავიანთ ცხოვრებაზე ფიქრით. ეს სიტყვები მათ სულებში, როგორც ექო გაისმება, ვისაც მიეცა შესაძლებლობა მიეღო საუკუნო სიცოცხლე, მაგრამ სიკვდილი არჩიეს. როდესაც ისრაელმა არ მიიღო ღმერთის მსახური წინასწარმეტყველი, მათთან წარგზავნილი, ეს დანაშაული სოდომოურ ცოდვაზე საშინელი იყო. რამდენად საშინელია მათი ცოდვა, თუ არ მიიღეს ღვთის ძე, რომელიც ღმერთისგან მიიღეს.

სანამ წახვალ სახარების დაუმორჩილებელ ხალხისგან, ფრთხილად შეამოწმე საკუთარი თავი, რომ შენ არ აღმოჩნდე მათი არ მიღების და არ მოსმენის მიზეზი შენი უხეში და არაბრძნული საქციელების გამო. ჯერ მიმართე შენს თავს და მოინანიე, რათა არ იყო სხვებისთვის დაბრკოლება.

ამ სიტყვებით ქრისტემ დაამტკიცა თავისი სამსჯავრო დღის ჭეშმარიტება და თავისი სახარება გამოაცხადა ერთადერთ გზად იმ საშინელი დღისგან, სახსნელად. ვინც უკუაგდებს სახარების მორწმუნეებს ან ეწინააღმდეგება მათ, ის ირჩევს ღვთის რისხვას და განკითხვას თავისთვის.

ლოცვა: წმინდაო ღმერთო, შენმა ძემ მოგვიწოდა ვიყოთ მშვიდობისმწყოფელნი. წარგვმართე და გვასწავლე მოვიქცეთ ბრძნულად და დაკვირვებულად და გვაპატიე ჩვენი დაუფიქრებელი მოქმედებები. მოგვეცი ჭეშმარიტი მეგობრები და ძმები და ყველა ქალაქის რაიონში გახსენი სახარების უწყების ცენტრი, საიდანაც მკვდარ უდაბნოში გაედინება ცოცხალი წყლის ნაკადულები.

კითხვა:

  1. ვინ მიიღებს ღმერთის მშვიდობას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 09:15 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)