Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 090 (The Calling of Matthew)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
B - ქრისტეს სასწაულები კაპერნაუმსა და მის მიდამოებში (მათეიესო 8:1 - 9:35)

8. ქრისტე მოუწოდებს მებაჟე მათეს (მათეიესო 9:9-13)


მათეიესო 9:9-13
9 იქაურობას გაშორებულმა იესომ დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე კაცი, სახელად მათე, და უთხრა: "გამომყევი”. ისიც წამოდგა და გაჰყვა. 10 მოხდა ისე, რომ სანამ იგი სუფრასთან იჯდა სახლში, აჰა, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და დაჯდა იესოსთან და მის მოწაფეებთან. 11 ამის შემხედვარე ფარისეველნი ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: "რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?” 12 იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: "მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. 13 თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი”
(ოსია 6:6; მათე 10:3; მარკოზი 2:13-17; ლუკა 5:27-31)

მათე გვაუწყებს შემობრუნებულ სიტუაციაზე თავის ცხოვრებაში დავრდომილის განკურნების შემდეგ და ამითი იმასაც გვეუბნება, რომ იმ ავადმყოფ ცოდვილზე არაფრით არ არის. იმ დროისთვის მებაჟეები ტყუილით, სიხარბით, უსამართლობით და მოღალათეობრივი სამსახურით იყვნენ დაკავებულნი. მათ მრუშებს, მკვლელებს, ქურდებსადა რჯულის მაწყევრებს ადარებდნენ. რიდესაც ქრისტემ მათეს მოუწოდა გაჰყოლოდა, მან სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება და პატივსაცემ მოციქულად აქცია, ზეცაში და მიწაზე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იესოს აქვს სურვილიც და შესაძლებლობაც გაწმინდოს ყველაზე ცოდვილიც და თუნდაც ცოდვის ქსელებში იყო გაბმული, მისი სიყვარული მოაღწევს შენამდე და ნამდვილად გაგანთავისუფლებს ცოდვებისგან.

ჩვენ აქ ვერ ვხედავთ ვერანაირ დამოწმებას იმის შესახებ, რომ მათე ეძებდა ქრისტეს ან იჩენდა მცირე სურვილს მაინც, რომ გაყოლოდა, თუმცა მისი ნათესავებიდან ზოგიერთი მისი მოწაფე იყო. ქრისტემ პირველმა გააკეთა ნაბიჯი მათესკენ და გადმოღვარა მასზე თავისი კურთხევები. ,,გამომყევი“ - მიმართა მან მათეს. ჩვენც ასევე არ აგვირჩევია ქრისტე, მაგრამ მან აგვირჩია ასე, რომ ქრისტემ უთხრა მათეს ,,გამომყევი“! და ღმერთის ყოვლიშემძლე ძალა გაჟღერდა მის სიტყვებში ,,ადექი, აიღე შენი სარეცელი და გამომყევი“ და დავრდომილი განიკურნა. ახლა კი მსგავსი ძალის სიტყვები გაჟღერდა მათეს მიმართ, რამაც მას ახალი სიცოცხლე აჩუქა.

სულში განახლება ხდება ქრისტეს მიერ, სიტყვა კი ამ განახლებისთვის საშუალებაა. ქრისტეს სახარება არის ,,ღმერთის ძალა გადასარჩენად“ (რომაელთა 1:16).

ქრისტეს სიტყვები ,,გამომყევი“ ისრებად მოხვდა მათეს. აქამდე მას ლევის ეძახდნენ, ახლა კი გახდა მათე, რაც ნიშნავს ,,ღვთის საჩუქარს“. შემოქმედის სიტყვები ქრისტეს ბაგეებიდან მეტად ძლიერია, ვიდრე ათასი ადამიანის დაწერილი წიგნი. ამ უნიკალური სიტყვისგან შეიქმნა თავად მათეს სახარება, რადგანაც მებაჟის სამსახური ისედაც გულისხმობდა ზუსტი ფაქტების აღწერას. ის ერთადერთი იყო მოციქულთაგან, ვინც იცოდა რამდენიმე ენა და იესოს ემსახურებოდა იმ ნიჭებით, რაც მის სამსახურთან იყო კავშირში. ეს ერთადერთი ადგილია სახარებაში, სადაც ის თავის სახელს ახსენებს. მისი სახარება სრულად მიძღვნილია ქრისტეს დიდებული საქმეებისა და სიტყვებისკენ, ამიტომაც სახელი ქრისტე მასში ბევრჯერ არის ნახსენები.

მათეს ისე უხაროდა ქრისტეს მოწოდება, რომ სახლში დიდი ნადიმი გამართა იესოს საპატივცემულოდ და დაპატიჟა ყველა მწყურვალი. მასთან მივიდნენ ქურდები, მატყუარები, მრუშები და დაბალი ფენის წარმომადგენლები. ისინი იესოს გვერდში იყვნენ და ხედავდნენ მას, ესმოდათ მისი სიტყვები წყალობის შესახებ და მიიღეს მისი ნუგეში და გადარჩენა. მათე მახარობელი და მოციქული გახდა მას შემდეგ, რაც ქრისტეს გაჰყვა.

ხოლო რაც ეხება ღვთისმოსავ და განათლებულ ხალხს, რომლებიც იქადიან თავისი სამართლიანობით, მათ ვერ შეიცნეს ქრისტეს წყალობა, არამედ გაიქვავეს გულები და დარჩნენ მოტყუებულნი, თვლიდნენ რა თავებს ჯანსაღ მორწმუნე ადამიანებად, რომელთაც აქვთ ღმერთის გამოცხადება და რომლებიც ღმერთთან აღთქმაში არიან. სინამდვილეში კი ისინი იყვნენ ავადმყოფები, რადგანაც ცოდვილმა ავადმყოფებმა უკვე მოინანიეს და ქრისტე მიიღეს. თვითკმაყოფილები კი მიექანებიან ჯოჯოხეთისკენ. და რა მდგომარეობაში ხარ შენ ? მართალი ხარ თუ გაბოროტებული?

ქრისტეს მოწოდებამ იმოქმედა მათეზე. ის დაემორჩილა, „ადგა და გაყვა მას“. მან არ გააჭიანურა მოწოდება და არ დაუყოვნებია მორჩილება. ღმერთის მადლის ძალა ადამიანში წარმოქმნის მორჩილებას და ყველა სირთულეს ამარცხებს. როდესაც მას ქრისტემ მოუწოდა, ვეღარაფერი დააკავებდა: ვერც თანამდებობა და ვერც გამომუშავებული ფული. არ დაუწყია ადამიანებთან თათბირი, არამედ მაშინვე მიატოვა თანამდებობა და ოცნებები გამდიდრებაზე. თუ ვხედავთ სხვა მოწაფეები როგორ უბრუნდებოდნენ ხოლმე დროდადრო თავის რუტინას, მათეს ვეღარ ვხედავთ თავის ძველ მოვალეობაში. მას აღარასდროს აუგროვებია ფული.

გამოეხმაურა რა მათე ქრისტეს მოწოდებას, გამართა ნადიმი და დაპატიჯა ქრისტე, ასევე სხვა ცოდვილი მებაჟეებიც. ამას მიზანმიმართულად აკეთებდა, რათა თავისი ცოდვილი მეგობრები ქრისტესთვის გაეცნო. საკუთარ მაგალითზე იცოდა, როგორი განსაცდელები ჰქონდათ მათ, ასევე საკუთარ მაგალითზე იცოდა ღმერთის მადლის მოქმედებაზე და იმედი ჰქონდა, რომ მას მათი შეცვლაც შეუძლია.

ვინც ქრისტესგან მოწოდებულია, შეუძლებელია არ უნდოდეს სხვების მოსვლა ქრისტეთან და მათეც ცდილობდა ამის გაკეთებას. ჭეშამრიტი მადლი ვერ დაკმაყოფილდება მარტო მაგიდასთან ჯდომით და მარტოობაში ჭამით - ის სხვებსაც ეპატიჟება მაგიდასთან.

ფარისევლებს ეზიზღებოდათ ქრისტე და მისი ურთიერთობა მებაჟეენთან და ურჯულოებთან. ურჯულოებთან ურთიერთობა ღმერთის რჯულის დარღვევა იყო. (ფსალმუნი 118:115). ეგონათ, რომ მსგავსი ბრალდებებით მისი მოწაფეების წინაშე, დათესდნენ უნდობლობას და ეჭვს მასწავლებლის მიმართ, განაწყობდნენ მათ მის საწინააღმდეგო და გახდიდნენ თავიანთ მოწაფეებად, რადგანაც საუკეთესო ადამიანებით არიან გარემოცულნი. ჭეშმარიტებაა, ისინი „ტკეპნიან ზღვებსა და ხმელეთებს, რათა მოაქციონ ერთი ადამიანი მაინც ქრისტესკენ“.

იესო უდიდესი გადატრიალება მოახდინა რელიგიურ აზროვნებაში, უწოდა რა ღვთისმოსავ და რელიგიურ ადამიანებს ავადმყოფები და დაღუპულები, ხოლო მონანიებულ ცოდვილებს - გამართლებულნი. ის ვინც თვლის საკუთარ თავს უფლის და ადამიანთა წინაშე მართლად, სინამდვილეში ყველაზე დიდი ურჯულოა, ხოლო ვისაც რცხვენია თავისი ბოროტების და აღიარებს თავის ნაკლოვანებებს, ასეთი ადამიანი ღმერთისთვის მისაღებია და ის მოისმენს ქრისტეს მოწოდებას: ,,გამომყევი“.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მათეს 9:9-ში წერია, რომ ქრისტემ მოუწოდა მებაჟეს სახელად მათეს, ხოლო მარკოზის 2:14-ში წერია, რომ ეს მებაჟე იყო ლევი ალფევე, ხოლო ლუკას 527-ში - უბრალოდ ლევი.

მდგომარეობა, რომელიც ყოველმა მათგანმა აღწერა ერთიდაიგივეა. ყველა ამბობს, რომ იჯდა ხარკის ასაგროვებლად და იყო მებაჟე, როდსაც ქრისტემ მოუწოდა მას გასაყოლად.

იმ დროისთვის ადამიანებს ორი სახელი ერქვათ. მაგალითად პეტრეს ეძახდნენ სიმონს და კიფოის. ჩვენთვის ნაცნობია, რომ როდესაც ადამიანი თავისთვის ახალ სახელს იღებს ან მაგალითად იცვლის რელიგიას, ამითი ის უწინდელ მდგომარეობას უკუაგდებს.

ზოგიერთმა მახარობელმა არ ახსენა მისი მამის სახელი, რადგანაც საკმარისზე მეტი ეწერა მის პროფესიაზე და ისედაც ნათელი იყო, ვისზე იყო საუბარი. ღმერთს დიდება, რომ მათემ უპასუხა ქრისტეს მოწოდებას.

ლოცვა: მამაო, მე ურჯულო ვარ და შენთვის ცნობილია ჩემი ცოდვები. მადლობას გიხდი, რომ მომიწოდე და არ უარმყავი. გამწმინდე ყოველგვარი უმართლობისგან, სიამაყისა და ბოროტებისგან, რათა არ ვცხოვრობდე ცოდვაში, არამედ მოგეწებო შენ და შენს ძე იესოსთან ერთად გემსახურო სიყვარულში.

კითხვა:

  1. რას ვიგებთ ამ შემთხვევიდან, როდესაც იესომ მოუწოდა მათეს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 08:53 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)