Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 089 (Christ’s Authority)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
B - ქრისტეს სასწაულები კაპერნაუმსა და მის მიდამოებში (მათეიესო 8:1 - 9:35)

7. ქრისტეს აქვს პატიების და განკურნების ძალაუფლება (მათეიესო 9:1-8)


მათეიესო 9:1-8
1 ჩაჯდა ნავში, გაღმა გავიდა და თავის ქალაქში მივიდა. 2 და აჰა, მიუყვანეს ლოგინად ჩავარდნილი დავრდომილი. იხილა რა მათი რწმენა, უთხრა იესომ დავრდომილს: "გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები”. 3 ამაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა, ეს კაცი ღმერთს გმობსო. 4 იესომ კი იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა: "რატომ ფიქრობთ ბოროტს თქვენს გულში? 5 რა უფრო ადვილია: უთხრა, მოგეტევა შენი ცოდვები თუ უთხრა, ადექი და გაიარე? 6 ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას ამ ქვეყნად ცოდვების მიტევების ძალაუფლება აქვს - მიუბრუნდა და უთხრა დავრდომილს: "ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში!” 7 ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში. 8 ამის შემყურე ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს.
(გამოსვლა 34:1-7; ფსალმუნი 102:3; მარკოზი 2:1-12; ლუკა 5:17-26)

ქრისტე გამარჯვებული იყო სნეულებაზე, ბუნებრივ სტიქიებსა და ბოროტ სულებზე. უფრო მეტიც მას შეუძლია ცოდვების პატიება. წინა შემთხვევებში ჩვენ ვიხილეთ, რომ სწორედაც ცოდვა არის ავადმყოფობების გამომწვევი მიზეზი, სიკვდილის და ქაოსის მიზეზიც, რადგანაც ის გვაშორებს ღმერთს და მის მშვიდობას. ვინც ღმერთისგან შორს ცხოვრობს, ცოდავს. მოციქული პავლე ნათლად ამბობს, რომ ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის მადლს (რომაელთა 3:23).

ქრისტე ხედავდა მის წინაშე ავადმყოფი მწოლიარე ადამიანის გაშიშვლებულ სინდისს, ვერ განკურნავდა სანამ არ მოინანიებდა ცოდვებს და ვერც აპატიებდა, სანამ თავად ცოდვილი არ გახსნიდა გულს, ამ განკურნების მისაღებად. იესო ხედავდა ამ ავადმყოფის ოთხი მეგობრის განკურნებას. შეამჩნია რა, რომ ავადმყოფს აქვს რწმენა, მან მას რწმენით თავისი ძე უწოდა, აპატია ცოდვები და გაქმინდა ყოველგვარი ურჯულებისაგან. ცოდვილი იმ წამსვე გამართლდა და ღვთის ძედ იქცა, მადლის მეშვეობით.

ქრისტემ უბრძანა ავადმყოფს აეღო თავისი სარეცელი, რადგან მას დაენახა, რომ ის სრულად განკურნებულია და აღარაა მისი სარეცლით ტარების საჭიროება, თავადაც შეუძლია. იესომ უბრძანა მას სახლში წასულიყო და კურთხევა გამხდარიყო თავისი ოჯახისთვის, რომელსაც დიდი ხანი ტვირთად ეწვა. იესოს არ წაუყვანია ის თან, რათა ყველასთვის დაენახებინა თუ რა მოიმოქმედა, როგორც ამას აკეთებ სხვები ხალხისგან დიდების მოსახვეჭად.

როგორი მშვენიერია ღმერთის სიყვარული, რომელიც ცოდვების პატიებაში ვლინდება, გაგანთავისუფლა ქრისტემ შენი ცოდვებისგან, თავისი დიდების ძალით? ამ კითხვაზე პასუხს ყველა დიპლომზე, ყველა სერთიფიკატზე და ყველა გამოცდის ჩაბარებაზე მნიშვნელოვანია.იმისთვის რომ მოიპოვო დამაჯერებლობა ცოდვების პატიებაზე, უნდა შეხედო ჯვარცმულ ქრისტეს, რომელმაც იტვირთა შენი ცოდვენი და მოკვდა შენთვის, როგორც გამომსყიდველი მსხვერპლი. მასში მორწმუნე მართლდება და მისთვის გულის გამხსნელი, მისგან მიღებულ გადარჩენას განიცდის.

როდესაც ქრისტემ აპატია ამ პარალიზებულ ავადმყოფს თავის ცოდვები, მწიგნობრებმა დაადანაშაულეს, გაბრაზდნენ მასზე და ბრალი დასდეს ღვთის გმობაში. მათ არ სწამდათ მისი ღვთაებრიობის და რჯულის დამრღვევად მიიჩნევდნენ, რომლის ქვებიც ჩაქოლვაც იყო მართებული. ქრისტემ იცოდა მათი აზრები. მან აბსოლუტურად იცის ყველაფერი რასაც ფიქრობ და საუბრობ შენ შიგნით. აზრები დაფარულია ადამიანებისთვის, მაგრამ ღიაა ქრისტესთვის, ვინაიდან ის არის საუკუნო დიდება.

იმ დროისთვის ქრისტეს არ უთქვამს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთის ძეა. ის ,,კაცის ძედ“ აცხადებდა თავს, რათა ამაზე სასწაულებრივად დაფიქრებულიყვნენ, იესო მსახურობდა კურნავდა და ხსნას აძლევდა ადამიანებს და მასში ივანებდა ადამიანის სახით ღმერთის ძალა და ძალაუფლება.

ქრისტე არ უარყოფდა თავის მტრებს, მაგრამ უმტკიცებდა, რომ კაცის ძეს აქვს ცოდვების პატიების ძალაუფლება. მან წინასწარ თქვა ამ პარალიზებულის განკურნებაზე, შემდეგ კი მიმართა მას და ღმერთის ძალა მისი ღვთაებრივი სიტყვის მეშვეობით გაედინა მისგან და ის განიკურნა, მიიღო აღორძინება და სიცოცხლე. წამოდგა ფეხებზე, აიღო თავისი სარეცელი და გაიქცა, დემონსტრირებდა რა ქრისტეს ძალაუფლებას.

მოდით მივუყვანოთ ჩვენი თავები იესოს, რათა მან განგვკურნოს გვაპატიოს და სულიერი პარალიჩისგან გვიხსნან, რათა აღმდგარი ღმერთის ძალამ გაგვაცოცხლოს ჩვენ, აგვავსოს სრული მოძრაობით და მსახურებით, რომ ვემსახუროთ ნაზარეველს და ვამოწმებდეთ მისი ძალაუფლების დიდებაზე.

ლოცვა: ღმერთო ვხარობთ, ვინაიდან შენმა ძემ გვაპატია ყველა ცოდვა, სრულიად გაანადგურა ჯვარზე სიკვდილით. ჩენ გადიდებთ და თაყვანსგცემთ შენს სიყვარულში. გთხოვთ გადაარჩინო ყველა დაღუპული, ვინც ვერ გააცნობიერა შენი სამეფოს ხსნა. მოგვყავს შენს წინაშე ყველა მწყურვალე და ბრმა, ვინც ვერ დაინახა შენი სიყვარული. ისმინე ჩვენი ლოცვა, განკურნე, იხსენი და შეიწყალე.

კითხვა:

  1. როგორ მიუტევა იესომ დავრდომილს ცოდვები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 08:51 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)