Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 091 (The Baptist´s Disciples Question)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
B - ქრისტეს სასწაულები კაპერნაუმსა და მის მიდამოებში (მათეიესო 8:1 - 9:35)

9. იოანე ნათლისმცემლის მოწაფეების კითხვა, მარხვის შესახებ (მათეიესო 9:14-17)


მათეიესო 9:14-15
14 მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: "რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ხშირად ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?” 15 უთხრა მათ იესომ: "განა შეიძლება გლოვობდნენ მექორწილეები, ვიდრე მათთან არის ნეფე? მაგრამ დადგება დღე, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ.
(მარკოზი 2:18-22; ლუკა 5:33-38)

იოანე ნათლისმცემლის მოწაფეების კითხვებზე ქრისტეს პასუხი გვიჩვენებს ჭეშმარიტების მნიშვნელობას და ცრუ ღვთისმოსაობას. იოანე იმ დროისთვის საპყრობილეში იყო ძალიან არასახარბიელ მდგომარეობაში. ზაქარიას შვილი ასწავლიდა ადამიანებს, რომ ცოდვები უნდა მონანიებულიყო და ეს მონანიება მარხვასთან ერთად აღსრულებულიყო. იოანეს მოწაფეები ფიქრობდნენ, რომ იესოც ასწავლის თავის მოწაფეებს დამდაბლებას და გლოვას, რათა ღმერთმა შეიწყალოს ისინი უფლის მოშიშობის გამო, მონანიებისა და ღვთისმოშიშებაში გულმოდგინედ ყოფნისთვის.

მარხვა დაკავშირებულია ადამიანში რაიმე ღვთისმოსაობასთან. ყველა რელიგიაში ცოდვების პატიების მოპოვება და ღმერთის კურთხევის მოპოვების საუკეთესო საშუალებად, მარხვა ითვლება. ეს სიცრუეა, რადგან მადლი გვეძლევა არა რაიმეს სანაცვლოდ, არამედ საჩუქრად. მარხვა არ შლის ცოდვებს, ისევე როგორც ბოროტება არ ქარწყლდება შესაწირავებით. შენ რწმენით ხარ გადარჩენილი ქრისტეს გამოსყიდვაში და ამ დროს შენ მარხულობ მადლიერების ნიშნად და არა დაფარული მიზნებით. ასრულებ შესაწირავებს, რათა ქება მისცე მას და არა ცოდვების პატიებისთვის. მადლი, გადარჩენა, პატიება და ხსნა მოდის მხოლოდ იესო ქრისტეს სახით. ის თვინიერი ღვთის კრავია, რომელმაც აიღო ჩვენი ცოდვები და სრულად გააქრო ყველა ჩვენი უმართლობა. რწმენა ღირს გვხდის მივიდეთ ღმერთთადნ და ურთიერთობა გვქონდეს მასთან ახალ აღთქმაში. ღმერთთან სიყვარულის აღთქმაში შედის მხოლოდ გამართლებული ცოდვილი. ისინი ,,მექორწილეს ძეები“ არიან, საქმროს მეგობრები - ღმერთის ძის, იესოსი, რომელიც გვეძახის მასთან სასიხარულო ურთიერთობაში შესვლისთვის. ქრისტიანი არ უნდა ნაღვლიანდებოდეს, ის მშვიდია სირთულეების დროს და სულიწმიდაში იღებს ნუგეშს, მიუხედავად პრობლემებისა და განსაცდელებისა, რადგან ღმერთია მასთან და ქრისტე მასში. ვინც გააცნობიერა ეს გამონაკლისი უფლება, ის მთელი გულით ადიდებს ღმერთს და აძლევს მას მთელ თავის ცხოვრებას, მადლიერებაში მისი დიდებული მადლისთვის.

იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობდნენ, ბაძავდნენ რა თავის მასწავლებელს, რომელიც ,,არ ჭამდა და არ სვამდა“. ადამიანების სურვილი მისი მიბაძისა ხშირად გარეგანი იყო და არ შეესაბამებოდა ლიდერის შინაგანი მოტივების მოქმედებას.

იოანეს მოწაფეები ადანაშაულებდნენ ქრისტეს მოწაფეებს იმაში, რომ ხშირად არ მარხულობდნენ, როგორც თვითონ: ,,შენი მოწაფეები არ მარხულობენ“. მათ ალბათ იცოდნენ, რომ ქრისტე ასწავლიდა თავის მოწაფეებს დაფარულში მარხვას, რათა არ გამოჩენილიყვნენ ადამიანების წინაშე მარხულებად. ამიტომაც მათი მხრიდან უსამართლო იყო ამის გარჩევა, თითქოს ისინი საერთოდ არ მარხულობდნენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არ უნდა განვიკითხოთ სხვა ადამიანები, გარეგნული თვისებებით, ვიხელმძღვანელოთ რა ამ წუთისოფლის წარმოსახვით.

ავღნიშნოთ, რომ შენიშვნა მიიღეს მოწაფეებმა (11), ხოლო შენიშვნა მოწაფეებზე ქრისტემ (14). ასე თესავენ ადამიანები შუღლს ერთმანეთის მიმართ და კლავენ სიყვარულს: ხალხს განაწყობენ მსახურების წინააღმდეგ, ხოლო მსახურებს ხალხის წინააღმდეგ და ქმნიან უთანხმოებას მეგობრებში.

ამ დროს ქრისტე მოგვიწოდებს ვიყოთ მისი წარმომადგენლები, რათა შევიძინოთ მისთვის საპატარძლო. ვინ იქნება გაბედული და მოუწოდებს ხალხებს ქრისტესთან ურთიერთობისთვის? ხარ თუ არა შენს ცხოვრებაში ამოძრავებული ქრისტეს სიხარულით? ილტვი თუ არა ემსახურო, იმახარებლო, იშრომო და ძალები დახარჯო? თუ ისეთი სახით მსახურობ, რომ თითქოს რაღაცა მწარეს დალევა გაიძულეს და ამას სხვებისგან შექების მისაღებად აკეთებ. იცოდე ძმაო, რომ ნებისმიერ საქმეს, რომელსაც გულით არ აკეთებ ქრისტეს განსადიდებლად, იქნება მომართული შენს წინააღმდეგ სასამართლოს დღეს. რას ეტყვი უფალს, როდესაც წარსდგები მის წინაშე და ანგარიშს ჩააბარებ ტალანტებზე, რომლებიც მოგცა.

იესომ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ ის მიატოვებს მათ და ის ამაღლდება ზეცად. ის გრძნობდა, რომ მათ ეშინოდათ ამისი. ისინი მერე დაიწყებდნენ ლოცვას, მარხვას და გლოვას. მერე დაუწყებენ თხოვნას, რომ მალე დაბრუნდეს. ჩვენ კი ვცხოვრობთ ქრისტესთან ახლო ურთიერთობის ეპოქაში, რადგან მან ჩვენს გულებში სულიწმიდა ჩაღვარა, ნეფესა და საპატარძლოს სულიერი ურთიერთობის პირობად. ჩენ ველოდებით ნეფეს, რათა ეს ურთიერთობა აღსრულდეს მთელი დიდებით.

ლოცვა: ალელუია, წმინდაო ღმერთო - მამაო, ძეო და სულოწმიდა. შენ მოგვიწოდე ცოდვებიდან სიხარულში და გაგვანთავისუფლე რჯულის სიმძიმისგან, დაგვიდე რა ახალი აღთქმა. თაყვანსგცემთ და ვადიდებთ შენს წმინდა სახელს. დაგვეხმარე ჩვენს მეგობრებს და მტრებს შენი სულის სიხარული მივუტანოთ და შენი ეს კეთილსურნელება გავრცელდეს, მთელს დედამიწაზე.

კითხვა:

  1. ვინ არიან მექორწილეების ძეები?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 08:55 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)