Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 088 (Thousand Devils Cast Out)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
B - ქრისტეს სასწაულები კაპერნაუმსა და მის მიდამოებში (მათეიესო 8:1 - 9:35)

6. ორი შეპყრობილისგან ეშმაკეულების განდევნდა (მათეიესო 8:28-34)


მათეიესო 8:28-34
28 გაღმა, ღადარინელთა ქვეყანაში რომ მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული. სამარხებიდან იყვნენ გამოსულნი, ძალზედ მძვინვარენი; ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას. 29 და აჰა, მორთეს ყვირილი, ამბობდნენ: "რა გინდა ჩვენგან, ღმერთის ძეო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად?” 30 მათგან მოშორებით ღორების დიდი კოლტი ძოვდა. 31 ეშმაკებმა ვედრება დაუწყეს: "თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში მაინც შეგვიშვი”. 32 უთხრა მათ: "წადით!” ისინიც გამოვიდნენ და ღორებში შევიდნენ. და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან ზღვაში გადაეშვა და წყალში დაიღუპა. 33 მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და ყველაფერი თქვეს, იმის ჩათვლით, რაც ეშმაკეულებს დაემართათ. 34 და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად; და როდესაც იხილეს იგი, შეევედრნენ, მათ საზღვრებს გასცლოდა.
(მარკოზი 5:1-17; ლუკა 4:41; 8:26-27; 2 პეტრე 2:4; იაკობი 2:19)

იესო მეფობს ბუნებასა და ეშაკეულებზე, ვინაიდან მათ არ აქვთ იქ დარჩენის უფლება, სადაც სულისგან შობილი ღვთის კაცია.

სწორედ ამ სულებმა გამოიწვიეს სასიკვდილო შტორმი ზღვაზე, რათა იესო და მისი მოწაფეები არ მოხვედრილიყვნენ იმ ნაპირზე. როდესაც ისინი ნავში იყვნენ, იესომ აუკრძალა ამ სულებს, რომლებიც წვიმასა და ქარში იმალებოდნენ, უბრძანა ზეცას გაჩუმებულიყო და თავის მოწაფეებს რწმენა მოსთხოვა იმისა, რომ ეშმაკეულებს მათზე არავითარი უფლება არ აქვთ და არ შეუძლიათ მათ წინააღმდეგ ძალების გამოყენება.

იესომ გადაზურა ზღვა აღმოსავლეთითი, სადაც ათი ქალაქი იმყოფებოდა, რომლებაც რომის იმპერიისგან განსაკუთრებული ძალაუფლება მოიპოვეს. იქ სურდა ცოტახანს მოსვენება და იუდეველთა თვალთვალისგან თავის არიდება.

ეს ათი ქალაქი იუდევლური ცივილაზიის ნაწილი არ იყო, რადგანაც ღორები ყავდათ, რომლებსაც იუდეველები უწმინდურებად მიიჩნევდნენ.

გზად ერთ-ერთი სოფლისკენ იესო მოწაფეებთამნ ერთად გადიოდა კლდეში გამოკვეთილ სამარხებს და იქიდან ორი შეპყრობილი ადამიანი გამოვიდა. ისინი სრულიად შიშველნი და გაგიჟებულები იყვნენ, ამიტომაც ვერავინ ბედავდა ქალაქიდან იქ მისვლას. მათ ბოჭავდნენ, მაგრამ ჯაჭვებსაც ხევდნენ და თავისუფლდებოდნენ. ყველას ეშინოდა მათში მოქმედი ეშმაკების.

იესოს სიტყვაც არ უთქვამს, როდესაც ისინი თავს დაესხნენ მას. ისინი თავად გაჩერდნენ, როდესაც მიხვდნენ, რომ მათ წინაშე მდგომი ადამიანი - იესოა. ისეთი ხმამაღალი კივილი გაისმა, მკვდარსაც რომ ააყენებდა საფლავიდან. მათ დაიყვირეს: „რა გინდა ჩვენგან, იესო, ღვთის ძეო? დროზე ადრე მოხვედი ჩვენ სატანჯველად“. მათ ელვისებური სისწრაფით გააცნობიერეს თუ ვინ იდგა მათ წინაშე. მისი სიწმინდის შუქმა დააბრმავა ისინი და განკითხვა მოვიდა მათზე. მიხვდნენ რა, რომ დასაღუპავად მიდიოდნენ, სთხოვეს იესომ, რომ ცოტახანი მაინც დარჩენილიყვნენ დედამიწაზე და ჩასახლდებოდნენ ღორებში. ამითი მათ იესოს ძალაუფლება აღიარეს. ისინი ვერაფერს დააკლებდნენ რორსაც, იესოს ნებართვის გარეშე. მანუგეშებელია ის მომენტი, რომ ეშმაკებს თავისი უდიდესი ძალის მიუხედავად, შემოსაზღვრულია. ეშმაკი იესოს ხელმწიფებას ემორჩილება - ჩენი უფლის, ერთგული მეგობრისადა დიდებული მხსნელის! ისინი სანუგეშოა, რომ ეშმაკს არ შეუძლია გადაკვეთოს ხაზი, რომელიც მათთვის ღმერთმა დაადგინა. „აქამდე მოხვალ, მეტად არა; აქ უნდა შედგნენ შენი ამაყი ზვირთები-მეთქი“ (იობი 38:11).

მწემსები იმწამსვე გაიქცნენ და უთხრეს ქალაქის მფლობელებს თვიანთი ღორების სამწუხარო ამბავი და ორი შეპყრობილისგან ეშმაკების განდევნის შესახებ. მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ამ სანახაობისთვის. როდესაც იხილეს როგორ იჯდა იესო ამ ორ, უკვე ნორმალურად ჩაცმულ ადამიანთან და საუბრობდა, შეეშინდათ, რადგან მიხვდნენ რომ მასთან ვერაფერი უწმინდური ვერ გაჩერდება. მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან დიდ პატივს სცემდნენ თავიანთ კულტურას და სულებს, სთხოვეს დაეტოვებინა ისინი! ქრისტემ შეასრულა მათი თხოვნა და განერიდა, ის არასდროს რჩება მათთან ვინც მთელი გულით არაა მზად მიიღოს ის და არ ხარობს მისით. ამიტომაც დატოვა სულების ანაბარა (მათე 5:1-20; ლუკა 8:26-39).

არ შეიძლება ადამიანზე ნაჩქარევად ლაპარაკი, არ უნდა თქვა ნაჩქარევად, რომ ის შეპყრობილია. მაგრამ თუ ვინმე გამმუდმებით უარყოოფს ქრისტეს ღვთაებრიობას; უარყოფს, რომ ის ღვთის ძეა, ღმერთი კი - მამა; სძულს მისი ჯვარცმის ჭეშმარიტება, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი ადამიანი მართლაც შეპყრობილი იყოს ანტიქრისტეს სულით (1 იოსნე 2:22-25; 4:1-5).

ზოგიერთი ადამიანი დეპრესიის ატმოსფეროში ცხოვრობს, რომელიც არაწმინდა სულებით არის გარემოცული და რომელიც მას გამუდმებით აცდუნებს. ეს შეიძლება, წარსულში სულებთან კავშირის შედეგი იყოს, რომლის დროსაც თქვენ თხოვდით გაგეგოთ მომავალი.

ვისაც სურს ამ უწმინდური სულებისგან და მათდამი დამოკიდებულებისგან განთავისუფლება, მან აუცილებლად უნდა აღიაროს ღმერთთან ყველა თავისი ცოდვა და გაწყვიტოს ყველანაირი კავშირი ამ დამღუპველ სულებთან. შემდგომ მან ცოცხალი ღმერთის ძეს უნდა მიმართოს, რომელიც ცოდვების მპატიებელია და ყველა არამიწნდა სულის დამმარცხებელი და მიაგოს მას დიდება მისი წმინდა პიროვნებისა და საუკუნო ძალისთვის. მაშინ გადმოღვრის უფალი სულიწმინდას ცოდვილის გულში, ეს სული კი ანუგეშებს და გაამარგებს მას. თუკი ეშმაკეულებისგან განთვისუფლებული ადამიანი გამუდმებით წაიკითხავს ღმერთის სიტყვას, ზეპირად შეისწავლის ქრისტეს გამონათქვამებს, მიიღებს მონაწილეობას სულიერ შესაკრებელებზე და ილოცებს უფლის მსახურებთან ერთად, მაშინ ის ბოლომდე განთავისუფლდება ყველა სულისგან და იქნება თავისუფალი თუ გააგრძელებს ურთიერთობა ქრისტესთან, გაყვება მას ყველაფერში და აღასრულებს მის მცნებებს.

ვინმემ შეიძლება თქვას, რომ მათე 8:28- ში წერია, როდესაც იესო მივიდა ქალაქში მას ორი შეპყრობილი შეხვდა, რომლებიც სამარხიდან გამოვიდნენ, ხოლო მარკოზი 5:2 და 8:27- ში წერია, რომ მას ერთი ადამიანი შეხვდა, ვინც ეშმაკეულისგან იყო შეპყრობილი.

ამაზე შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ მარკოზმა და ლუკამ ისაუბრეს ერთზე, რადგან ის მეტად გამძვინვარებული იყო და ქრისტეს ძალა მის შემთხვევაში მეტად თვალსაჩინო იყო. სწორედ ამიტომ აღწერეს ლუკამ და მარკოზმა ის ერთი, სრული დაწვრილმანებით, ხოლო მეორეს განკურნებაზე არაფერი უთქვამთ.

წარმოვიდგინოთ, რომ ორი ადამიანი მივიდა ფსიქიატრიულში და იქ ორ სულიერად ავადმყოფს შეხვდა. ამის შემდეგ ისინი იქ სტუმრობას სხვადასხვაგავარად აღწერენ, როგორც მათემ და ლუკამ მოყვა ამ ერთი შემთხვევის შესახებ სხვადასხვანაირად. ერთმა შეიძლება ორივეზე მოყვეს, მეორემ კი მხოლოდ ერთზე. ვიტყვიღ თუ არა რომ მათი მონაყოლი ერთმანეთს ეწინააღმდეგება? რა თქმა უნდა არა. სულ სხვაა თუ ერთის მონაყოლი უარყოფს მეორესას. ეს ნამდვილად იქნება წინააღმდეგობა. მაგრამ დიდება ღმერთს, რომ ის შეპყრობილი განთავისუფლდა მონობისგან! იესომ გაანთავისუფლა ის!

ლოცვა: წმინდა ღმერთო, ჩვენო მამავ, ვხარობთ რადგან ქრისტემ გაანთავისუფლა შეპყრობილი ადამიანები ბოროტი სულებისგან. მადლობა, რომ ჩვენ დროსაც აკეთებს ამას შენი სახელით. მადლობა, რომ გვიცავს ამ სულებისგან. ჩვენ მშვიდად ვართ ქრისტესთან ურთიერთობის გამო. ღმერთო, გადმოღვარე შენი სული ჩვენზე და მათზე, რათა ვიყო შენი დაცვის ქვეშ. გთხოვთ გაანთავისუფლო ჩვენს გარშემო ყველა შეპყრობილი, რათა შენი ძის სამეფო მოვიდეს დიდებაში.

კითხვა:

  1. რატომ განისწავლე შეპყრობილების განთავისუფლების შემთხვევაში, მდინარის მეორე მხარეს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 07:20 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)