Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 060 (Summary)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
1. ხალხთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 5:21-48)

ჩვენი მოვალეობების შეჯამება მამაკაცების მიმართ


ვინც უღრმავდება მაღლა ჩამოთვლილ ქრისტეს მცნებებს ის შენიშნავს, რომ ის არ საუბრობს ბევრს მოსეს რჯულის დარღვევას ცოდვილების მიერ ან დასჯაზე ვინც რჯულს გადააბიჯებს. ეს პრინციპები იყო დაწერილი წმინდა წერილში მრავალი ასწლეულის წინ იქამდე და არ არსებობდა საჭიროება მათი კვლავ განმეორების.

ქრისტე მოვიდა რათა მოსეს კანონი აღესრულებინა. ის ფსიქიატრის მსგავსად ღრმად ჩადიოდა - ცოდვის ფესვებთან და ცოდვილი ადამიანების განზრახვებს ააშკარავებდა. ქრისტე არ დაგვსჯის, მისი მიზანია - ბოროტი განზრახვებისგან დაგვიცვას, რომელიც ჩვენს გარშემოა და მოგვცეს სიწმინდე სრულად. ამისთვის ის გვაძლევს ახალ განზრახვებს, ცვლის ჩვენს მიზნებს, ქმნის ჩვენში სიყვარულს და მივყავართ სისუფთავესა და აღორძინებამდე. ქრისტეს რჯული არ არის დაფარული ადამიანებისგან, არც ადამიანებზე ახდენს ზეწოლას, ქრისტეს არ სურს გაზარდოს ცოდვილი დასჯით ან შურისძიებით, ის ილტვის შეგვცვალოს თავის ხატებად და რომ ჩვენში აღსრულდეს დაპირებული ქმნილება. ,, შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.“ (დაბადება 1:27). ქრისტეს უყვარს ცოდვილი და წმენდს მას, თუმცა უარყოფს ყოველგვარ ცოდვას და ამ მიზნით გვიხსნის ჩვენს ბოროტ დაფარულ მხარეებს. ჩვენი დაუხმარებლობის გამო იტვირთვა ჩვენი ცოდვები, საკუთარი გულით ატარა და თავის თავზე აიღო მკაცრი სასჯელი, რათა მასში აღსრულებულიყო ის სიყვარული, რომელსაც ითხოვს ჩვენგან. მან ჩაღვარა ჩვენს გულებში სულიწმიდა, მისი გამოხსნის საფუძველზე, რათა შექმნას ჩვენში ახალი გაგება და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც მან შეგვიყვარა.

მისი რჯული გულისხმობს სიყვარულს, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია და ქრისტე ასრულებს თავის რჯულს ჩვენში, ცვლის რა ჩვენს განზრახვებს და გვჩუქნის სულიწმიდის ძალას, რათა მისი კანონი აღვასრულოთ. მეფე დავითი ლოცულობს ასე ,,წრფელი გული შექმენი ჩემში ღმერთო და სიმართლის სული განაახლე ჩემში“

კითხვა:

  1. რა საფუძვლიანი განსხვავება არის მოსეს რჯულსა და ქრისტეს რჯულს შორის?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 04:31 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)