Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 059 (Replacing Hatred)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
1. ხალხთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 5:21-48)

e) მტრებისადმი სიძულვილის ნაცვლად - სიყვარული (მათეიესო 5:43-48)


მათეიესო 5:43-48
43 გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. 44 მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით. 45 რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც. 46 რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან? 47 და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან? 48 მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი”.
(გამოსვლა 23:4-5; ლევიანები 19:2,18; რომაელთა 12:14-20)

ძველ აღთქმაში არ არსებობს სწავლება იმის შესახებ, რომ მტერი უნდა გძულდეს. მითუმეტეს რომ ფარისევლებმა განმარტეს მცნება „შეიყვარე მოყვასი შენი“ ლევიანები 19:18-ში იმგვარად, რომ თუ მოყვასი გიყვარს მტერი უნდა გძულდეს, ვინაიდან დატყვევებული კანონები მოითხოვს მათ დაცვას და მტრების ჩამოშორებას. ქრისტემ უარყო ნაციონალიზმი და მიიღო ყველა ერი ღმერთის სიყვარულით. მან მოგვიწოდა რათა გავყვეთ. შენი რწმენა მისდამი დასტურდება მტრებისადმი სიყვარულით და არა უბრალოდ მოთმინების გამოვლენით მათ მიმართ. მტრებისადმი სიყვარული აღემატება ადამიანის ჩვეულ სიკეთეს და ადამიანი თავისთავად ვერ გაიღებს ასეთ სიყვარულს.

თუკი ადამიანს უნდა თავისი მეგობროს შეყვარება, მან უნდა უარყოს ეგოიზმი და უარყოს მასზე და საქმით დაანახოს მზრუნველობა. ნუთუ უფრო რთული არაა მტრის შეყვარება, მაგრამ ეს ღმერთს უნდა. და თუ მორწმუნეს არ აქვს სტაბილური ურთიერთობა ქრისტესთან, ის ვერანაირად ვერ შეძლებს ამ მცნების შესრულებას. მადლობა ჩვენს მხსნელს იმისთვის, რომ მისი სული მიგვიძღვის, გვაძლევს ჩვენში არსებული ზიზღის გადალახვას და გვეხმარება ყველას სიყვარულში. მაგრამ გაფრთხილდი! თუ ბრაზობ რომელიმე ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე, ღმერთის სული არ იმარჯვებს შენში ბოროტ განზრახვებზე.

ილოცეთ მათთვის ვინც გდევნით. ეს მტრებისადმი სიყვარულის გამოვლენის პირველი საფეხურია. ერთხელ ერთმა ადამიანმა უბოროტა თავის თანამშრომელს და მის ოჯახს, მან დაანგრია მათი მომავალი, მაგრამ ღმერთის სულმა აღძრა განაწყენებული მხარე მისი მტრის შუამდგომლობისთვის და ის გამუდმებით ლოცულობდა, რომ ღმერთს ეკურთხებინა ეგ ადამიანი იმაზე მეტად, ვიდრე თავისი ოჯახი. ღმერთს უნდა რომ აკურთხებდე შენს მტრებს გულმხიარულ ლოცვებში.

თუკი შენ განთავისუფლდი წყენისგან და ლოცულობ და აკურთხებ შენს მტრებს, შეგიძლია მოინახულო კიდეც. თუკი ის რთულ მდგომარეობაში ჩავარდა დაეხმარე ისე, რომ არ შერცხვეს. გაიღე ყველაფერი რაც შეგიძლია, რათა გადაარჩინო მისი სული, მშვინვა, სხეულიც და მისი ოჯახიც. თუნდაც არ მიგიღოს და უკუგაგდოს. ასე ექცევა ღმერთი სხვებს და ჩვენ, ჩვენი დაუმორჩლებლობის მიუხედავად.

ეს ღმერთისთვის და მისი ძისთვის უფრო მარტივია, ვიდრე შენთვის. თუკი ადამიანები დასცინოდნენ იესოს და უარყვეს მისი სიყვარული და მსხვერპლი, ისინი არც შენს სიყვარულს მიიღებენ და არ დაგიჯერებენ და შენს ამ დახმარების მცდელობებს აღიქვავენ, როგორც დამცირებას. ისინი გიჩივლებენ ძალაუფლებაში, დაგადანაშაულებენ ტყუილსა და აფერისტობაში, რადგან ღმერთმა ჩადო მათში უცხო სული. შენ კი ღმერთის შვილი გახდი და გესმის ადამიანთა ზოგიერთი ახირება. ილოცე, რომ ზეციერმა მამამ გაანთავისუფლოს ისინი ბოროტებისგან და გადმოღვარე შენი სიყვარული. მას შეუძლია დაამსხვრიოს ქვის გული, რომელიც შენს მტერს ეკუთვნის.

ღმერთი სიყვარულია, მან წყალობის სისრულისკენ მოგვიწოდა. მის მოწოდებას სრულყოფისკენ მივყავართ დაცემამდე და ჩვენ ვაღიარებთ საკუთარ უძლურებას ჩვენი მტრების სიყვარულში. მაშნ ღმერთი გვაძლევს თავისი სრულყოფილების ნაწილს და გვპატიობს ცოდვებს, თავისი სისხლის მეშვეობით. ეს განწმენდა სრულყოფილია რადგანაც ამაზე უფრო დიდი სიწმინდე, ვიდრე პატიებაა, რომელიც ქრისტეს ჯვარცმამ მოგვცა, არ არსებობს. ღმერთმა ჩაღვარა თავისი მორწმუნის გულში სრულყოფილი სიყვარული, მადლით გამართლების ბეჭედივით. ქრისტე არ არის ფილოსოფოს - თეორეტიკოსი, არც მასწავლებელი ამაღლებული იდეებით, რომელიც ცხოვრებაში არ გამოუყენებია, არამედ თავად არის სრულყოფილი და გაძლევს ყველაფერს, როგორც სულიწმიდის თავდები. გაძლევს სრულყოფილ ცხებულებას, რომელიც გამოვლინდა შენი მტრებისადმი სიყვარულში.

ცხადია თავისთავად სრულყოფილი ვერ იქნები, მაგრამ ღმერთთან ურთიერთობაში ეს შესაძლებელია. რადგან სიყვარული თავისი არსით ითხოვს ურთიერთობას და არა განცალკევებას. ღმერთი მოგვევლინა, როგორც იესოს მამა და მორწმუნეებს უნდა უყვარდეთ და პატიობდნენ ერთმანეთს სიწმინდითა და უპირობო სიყვარულით. სიყვარული არის წმინდა სამების ერთობა, სადაც სამივე პიროვნებას უყვართ ერთმანეთი სრულ ერთიანობაში. აპირებ თუ არა იყო სხვა მორწმუნეებთან ერთად მოთმინებასა და ღვთის სიყვარულში? როგორ ვლინდება თქვენს შორის ღმერთის სრულყოფილი სიყვარული?

ლოცვა: მამაო მადლობას გიხდით, რომ მოგვიწოდე შენი ძის მეშვეობით, რათა გაგეხადეთ სრულყოფილი, როგორც თავად ხარ. მაგრამ ჩვენ იმდენად დაუმორჩილებელნი ვართ და განზრახ ვცოდავთ, შენ სიყვარულს თუ შეუძლია აგვაყენოს ცოდვის ჭაობიდან და გადაგვიყვანოს შენს თანდასწრებაში ქრისტეს სისხლის მეშვეობით, რათა ვიყოთ მართლები და სრულყოფილები. დაგვეხმარე გვიყვარდეს ჩვენი მტრები, რათა შენი სიყვარული აღსრულდეს ჩვენში.

კითხვა:

  1. როგორ შეგვიძლია მივუახლოვდეთ ღმერთის სრულყოფილებას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 04:14 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)