Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 061 (Almsgiving)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
2. ღმერთთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 6:1-18)

a) მოწყალება დაფარულში (მათეიესო 6:1-4)


მათეიესო 6:1-4
1 "ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან. 2 როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენ წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა განდიდდნენ ხალხის მიერ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 3 შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. 4 რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს შენ.
(1 კორინთელთა 13:3; მათე 25:37-40; რომაელები 12:8)

მათე კაპერნაუმში საზღვარზე მუშაობდა. ის სპეციალისტი გახდა მოვაჭრებიის და მოგზაურების გაწბილებაში. ხედავდა, თუ როგორ უყვარდათ ადამიანებს ფული და რაოდენ იყო მათი გული მიჯაჭვული მასზე. ამიტომაც, როდესაც ქრისტე ამბობდა რომ მორწმუნეებს უნდა გაეცათ შესაწირავი, მათე ისმენდა მის სიტყვებს და დარწმუნებული იყო, რომ მორწმუნეების ერთგულება სწორედ ასე გამოიხატება, მათ გაცებულ თანხებში.

იესოს ფაქტობრივად არასდროს უსაბრია იმაზე, თუ რამდენი უნდა ყოფილიყო შესაწირავი, მაგრამ აქცენტს აკეთებდა იმაზე თუ რა განზრახვით უნდა ყოფილიყო გაცემული ის. მოდით გავიგოთ რატომ და როგორ უნდა გავცეთ შესაწირავები?

ქრისტე არ სთხოვდა მოწაფეებს შესაწირავებს. ის დიდ ყურადღებას უთმობდა მსხვერპლს, რომელიც სიყვარულით სრულდებოდა, როგორც თავად გაიღო საკუთარი თავი მსხვერპლად ცოდვილთათვის. ის მოელოდებოდა, რომ თავისი მიმდევრები მიიღებდნენ ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობას და ამას გააკეთებდნენ სიყვარულითა და იმ შესაძლებლობებით, რაც გააჩნდათ. განზრახვა ნაკლებად მნიშვნელოვანი არაა მოქმედებაზე, და ვისაც მეტად უყვარს - ის ბევრს გასცემს, იმის მიუხედავად თუ რამდენი აქვს. ხოლო ვისაც სიყვარული არ გააჩნია - წუწურაქია. საწყალმა ქვრივმა მთელი დღის ნამუშევარი გაიღო. ეს ძალიან ცოტა იყო თანხობრივად, მაგრამ უფლისთვის იყო ძალიან ბერვრი. ქვრივმა ყველა მდიდარზე მეტი გაიღო, რომელთაც მხოლოდ თავიანთი შემოსავლების მეათედი გასცეს. უფალი გულს უყურებს. მას უნდა გაანთავისუფლოს ისინი, ვინც საკუთარ ფულზეა დაიმედებული, როგორც ბოროტ კერპზე. შეუძლია კი უფლის და ხალხისადმი სიყვარულმა გაგანთავისუფლოს და აღგძრას ფული გაიღო სახარების ქადაგებისთვის ან ღარიბების დასახმარებლად? უფლის სული აღგძრავს, რომ ღიად და დაფარულად გააკეთო ასეთი საქმეები უფლისთვის. ქრისტიანობაში გაცემა არ არის აუცილებლობა, არამედ პრივილეგიაა გამოხატო შენი სიყვარული და აჩვენო შენი სულიერი ზრდა.

ქრისტე გვასწავლიდა, რომ მოწყალების გაღება დაფარულში უნდა მოხდეს, რათა არავინ იცოდეს ამის შესახებ, არ მიუთითო შენი სახელი სიაში და არ გახადო ის ყველასთვის ცნობილი. ის ვინც თვალსაჩინოს ხდის თავის შესაწირავებს და ამითი სურს მოიხვეჭოს ხალხის პატივისცემა, ის უფლის კურთხევას დაკარგავს. იესო მოუწოდებდა თავის მოწაფეებს შესაწირავისკენ ისე, რომ მათ ნათესაცევსა და მეგობრებს არ სცოდნოდათ ამის შესახებ და რომ მარცხენას არ სცოდნოდა რას აკეთებს მარჯვენა, რათა გამღები არ ამაყობდეთ თვისი ქველმოქმედებით.

როდესა მოწაყელაბს გაიღებს. „დაე შენმა მარცხენა ხელმა არ იცოდეს, რას აკეთებს მარჯვენა“. შესაძლოა ტაძარში შესაწირავის ყუღი იდგა მარჯვნივ, რათა შემომსვლელს შესაწირავის გაკეთება მარჯვენა ხელით შესძლებოდა. ან იქნებ მარჯვენა ხელი, უხვი გაცემის სიმბოლოა, რომელიც გადამწყვეტად და ყოველგვარი სიბოროტის გარეშე სწირავს. მარჯვენა ხელი ეხმარება გაჭირვებულებს, როდესაც ეცემიან აყენებს, კურნავს მათ ჭრილობებს და ბევრ სიკეთეს აკეთებს, ფულის მიცემის გარდა. მაგრამ როგორ სიკეთესაც არ უნდა აკეთებდეს შენი მარჯვენა ხელი, ჯობია არ იცოდეს ამის შესახებ მარცხენამ. რამდენად შეგიძლია დამალე კეთილი საქმეები. აკეთე, რადგან ეს - სიკეთეა, და არა იმისთვის, რომ მიიღო კეთილი სახელი. როგორც ერთ იგავშია ნათქვამი: „რასაც ვაკეთებთ, ადამიანებისთვის საზრუნველად ხდება, რომელსაც ყოველივე ეს ეხმარება, და არა იმ ხალხისთვის ვინც გვიყურებს“.

ეს მონაკვეთი გვასწავლის, რომ არ უნდა მოვუყვეთ ადამიანებს იმის შესახებ თუ რას ვაკეთებთ და ეს მარცხენა ხელმაც არ უნდა გაიგოს ან „მარცხნივ“ მდგომმა ადამიანმა. გვასწავლის, რომ არ ვუყუროთ საკუთრ კეთილ საქმეებს, რათა არ გავამაუდეთ, რადგან ჩვენი მარცხენა ხელი - ჩვენი სხეულის ნაწილია. არ უნდა ვაქოთ საკუთარი თავი. თვითკმაყოფილება, სიამაყე და კერპთაყვანისმცემლობა - ყველა ეს არის სიიამაყის სხვადასხვა ფორმები. როდესაც გვავიწყდება ჩვენი კეთილი საქმეები, ღმერთს ახსოვს ისინი და გვაძლევს ამისთვის ჯილდოს.

შესაძლოა გავცემთ შესაწირავებს იმისთვის, რომ სამოთხეში მეტი კურთევა მივიღოთ? ჩვენი ღმერთი არ ვაჭრობს და არ გვაძლევს ჩვენი გაღებულიდან პროცენტებს! ჩვენი მისაცემების გარეშეც მოგვცა მან ქრისტე, მხოლოდშოილი ძე. თავად უფალია ჩვენი ჯილდო! არ ვიღებთ მსხვერპლს, რათა გადავრჩეთ, არამედ იმისთვის, რომ უკვე მოვიპოვეთ ის. ჩვენ ვაძლევთ საკუთარ თავს და შესაწირავებს ჩვენ ზეციერ მამას და ძეს სულიწმინდის მმართველობით. შესაწირავები ქრისტინობაში - მადლიერება და ქებაა გადარჩენისთვის, რომელიც უსასყიდლოდ მოგვეცა.

ზეციერი მამის გამოცხადებამ მოწყალებას უფრო ღრმა შინაარსი მისცა. შეუძლიათ თუ არა შვილებს წყალობა გაიღონ მამისთვის? არა, მაგრამ მათ მადლიერების ნიშნად სიმბოლური ძღვენი მოაქვთ, აძლევენ მოსავლის ნაწილს, რომელიც მამამ მისცა მათ უხვად. ჩვენ ღმერთს არ სჭირდება შენი ნიჭები, ვინაიდან თავად მდიდარია მათით. თავად გვაძლევს ყოველივეს და ის აძლევს საშუალებას თავის შვილებს მოიტანონ თავიანთი შრომის ნაყოფები, მიიღონ მასთან ერთად მონაწილეობა სახარების გავრცელებაში და გაჭირვებულთა დახმარებაში ბრძნუნლად. უფალმა დიდი პასუხიმგებლობა დაგვაკისრა, რათა ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობა მივიღოთ. ვინ იღებს დაფარულში და სიხარულით?

ზოგიერთი მდიდარი იუდეველი თავის შესაწირავს საჯაროდ აკეთებდა, აწყობდა საჯარო მსვლელობებს, გარშემო კი ისმოდა მუსიკა და დასარტყამი ინსტრუმენტების ხმა. მაგრამ დღეს ჩვენ ცხოვრებას ვწირავთ ქრისტეს. არ ვყვებით და ვყვირით ამის შესახებ. ასე რომ, გაიღე უფლისთვის და არავის უთხრა შენი გაცემების შესახებ. შენ - უფლისა ხარ, უფალი კი - შენი!

ლოცვა: უფალო ზეციერო, მადლობას გიხდი, რომ გვიტან. გვაპატიე თვალთმაქცობა და მცირე შესაწირავები. გვასწავლე გავიღოთ მთელი ჩვენი ცხოვრება მადლიერების ნიშნად, გაუდმებით ვეხმარებოდეთ ღარიბებს, ავადმყოფებსა და გაჭირვებულთ. აკურთხე ყველა ვინც გეძებს, ვინც ჯერ კიდევ ვერ შეგიცნო. გვასწავლე გავჩუმდეთ საკუთარ შესაწირავებსა და მოწყალებაზე და განგვამტკიცე თვინიერებასა და საკუთავი თავის უარყოფაში. დაეხმარე ჩვენი ეკლესიის წევრებს გამუდმებით და ერთგულად იღებდნენ მონაწილეობას ფინანსურ საჭიროებებში!

კითხვა:

  1. როგორ უნდა გაიღო მოწყალება, რომელიც მამას მოეწონება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 16, 2022, at 04:34 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)