Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 054 (Forbidding Adultery)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
1. ხალხთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 5:21-48)

b) მრუშობის აკრძალვა მოგვეცა სიწმინდის გამო (მათეიესო 5:27-32)


მათეიესო 5:27-30
27 გსმენიათ, რომ თქმულა: არ იმრუშო. 28 მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. 29 თუ მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში. 30 თუ მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში. 31 ასევე ნათქვამია: თუ ვინმე გაუშვებს თავის ცოლს, მისცეს მას გაყრის მოწმობა. 32 მე კი გეუბნებით თქვენ, ყოველი, ვინც თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე გაუშვებს, მრუშობის საბაბს აძლევს მას; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
(გამოსვლა 20:14; 2მეფეთა 11:2; იობი 31:1; 2 პეტრე 2:14)

ქრისტე არის ახალი აღთქმის ღვთაებრივი კანონმდებელი. მან დაამტკიცა რჯულის ძირითადი აზრები და სრულყო ისინი თავისი სიყვარულის სიწმინდით. მას არ უარყვია წინა მცნებები, არამედ აღასრულა ისინი თავისი სწავლებითა და საქციელებით. მას სრული უფლება ჰქონდა ეთქვა: ,,და მე გეუბნებით თქვენ...“ ამ მონაკვეთში იესო მეშვიდე მცნებას ეხება, რომელსაც აქვს ძალაუფლება მათთვის მიცემული კანონის განმარტების. ეს მცნება ეხება უწმინდურებას და მიყვება მომდევნოს თავისი რიგირს მიხედვით. თუკი წინა მცნება მოცემულია ცოდვილი ემოციის შეკავებას, მაშინ ეს - ცოდვილი მისწრაფებების შეკავებას. ემოციებიც და მისწრაფებებიც უნდა იყოს გონებისა და სინდისი კონტროლის ქვეშ და თუკი მთ თავისუფლებას მივცემთ, ისინი საშინელ შედეგებამდე მიგვიყვანს.

ქრისტეს უყვარს ცოდვილები და მოუწოდებს მათ გადარჩენისკენ ამიტომაც არ უნდა დავამციროთ არავინ; პირიქით უნდა გვიყვარდეს ისინი. ხშირად ადამიანები თითს იშვერენ ორსულ ან ახალგაზრდა დედაზე, რომელსაც უკანონო შვილი ჰყავს და აკრიტიკებენ მათ ბოროტ მოქმედებას, მაგრამ არ იციან, რომ ტავად უარესები არიან, რადგანაც ვინც საპირისპირო სქესს უყურებს გულისთქმით, ის ღმერთის თვალში მრუშია. ადამიანები სავსენი არიან ამაზრზენი სურვილებით. ყველანი გაფუჭებულები ვართ, როგორც ჩვენი ზრახვები და სურვილები. არავინ არ აკეთებს სიკეთეს (ფსალმუნი 13:3; რომაელთა 3:12). ამიტომაც გაერიდე ფარისევლობას და არ იფიქრო, რომ უკეთესი ხარ, ვიდრე უკუგდებული და დამცირებული მრუში, აღიარე და თქვი: ,,უფალო! იყავი მოწყალე ჩემდამი“ (ლუკა 18:13).

აცნობიერებ თუ არა, რომ ყველა ადამიანი თავისი ბუნებით ცოდვილია? ქრისტემ მიმართა ცოდვილს და უთხრა: ,,ამოითხარე თვალი, რომელიც გაცოდინებს და გადააგდე“. იესომ იცის გულის ზრახვების შესახებ საიდანაც მოდის ბოროტება. ჩვენ ყველას გვჭირდება სულიერი ექიმი, რომელიც განგვკურნავს და განაახლებს ჩვენს ბოროტ გულს. უფრო მეტიც ის მზადაა შექმნას ჩვენში ,,სუფთა გული“ (ფსალმუნი 50:12).

თუკი მოიკვეთ ხელს, რომელიც გაცდუნებს დაგრჩება მჩხვლეტავი და ბოროტი ენა. არავის მოუკვეთია ხელი მოციქულთაგან, რათა შეეძინათ ახალი გული ან ზეცის სიწმინდე. როდესაც ქრისტე ამბობდა: ,,ამოითხარე თვალი“ და ,,მოიკვეთე ხელი“ არ გულისხმობდა, რომ ბუკვალურად უნდა გაგვეკეთებინა, უბრალოდ სურდა დაენახებინა ჩვენთვის ეს მდგომარეობა და აეხსნა, თუ რაოდენ დიდი საშიშროება ინახება ამ ცოდვაში, რომელსაც ხალხი ჯოჯოხეთში მიჰყავს.

ჩვენი სხეული არ არის წმინდა და სულიც ახალგაზრდობიდანვე ბოროტია, მაგრამ ქრისტეს სისხლს შეუძლია გაწმინდოს ჩვენი სინდისი ყოველგვარი მკვდარი საქმისგან. ხოლო სულიწმიდას შეუძლია ჩვენში ახალი სურვილები წარმოქმნას, რომელიც დაატყვევებს ჩვენს ზედმეტ მოთხოვნილებებს. თუკი ცოდვაში ჩავარდი ნუ ეგდები სიბინძურეში, ადექი და გაიქეცი უფლისკენ, მან იცის, რომ შენ სიწმიდისკენ ილტვი და ამის გამო გაგამართლებს, რათა მოიპოვო საკუთარ თავზე გამარჯვება. იყავი ქრისტეში ვინაიდან ის არის ერთადერთი გზა სუფთა ცხოვრებისთვის. ის არის ჭეშმარიტი მხსნელი და შენი ერთგული დამხმარე, რომელიც არ გაგაკრიტიკებს, მაგრამ შეუცვლელად უყვარხარ. ის გელოდება შენ.

ლოცვა: წმინდა ღმერთო ჩვენ უწმინდურები ვართ შენი სიწმინდის და სამართლიანობის წინაშე. გვაპატიე ყოველი არასწორი აზრი, ცუდი სიტყვა და საქციელი. სრულიად გაგვწმინდე. წრფელი გული შექმენი ჩვენში, გვაპატიე ცოდვები, რათა შენს ხელმძღვანელობას მივყვებოდეთ. დაგვეხმარე გვერდი ავუაროთ გარემოებებს, რომელსაც შეუძლია მიგვიყვანოს თავაშვებულობასა და ნრუშობამდე. გაგვწმინდე სრულად, რათა არ განგშორდეთ.

კითხვა:

  1. როგორ გავთავისუფლდეთ იმ სურვილებისგან, რომელსაც მივყავართ უწმინდურებასა და მრუშობისკენ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 15, 2022, at 09:20 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)