Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 053 (Forbidding Murder)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება
1. ხალხთან ურთიერთობის შესახებ (მათეიესო 5:21-48)

a) მკვლელობის აკრძალვა შერიგების გამო მოგვეცა (მათეიესო 5:21-26)


მათეიესო 5:21-26
21 გსმენიათ, რომ ძველ ხალხს ეთქვათ: არა კაც კლა! ვინც მოკლავს, მსჯავრდადებული იქნება. 22 მე კი გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი, ვინც თავის ძმას უმიზეზოდ განურისხდება, სამსჯავროს თანამდები იქნება; ვინც თავის ძმას ეტყვის - რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება; ხოლო, ვინც ეტყვის სულელოო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება. 23 ამიტომ, თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენი საწინააღმდეგო, 24 მიატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოს წინ, წადი და ჯერ შენს ძმას შეურიგდი, შემდეგ დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი! 25 სასწრაფოდ დაუზავდი შენს მეტოქეს, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მან მსაჯულს არ გადაგცეს, ხოლო მსაჯულმა მსახურს არ გადაგცეს და საპყრობილეში არ ჩაგაგდონ. 26 ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.
(გამოსვლა 20:13; 21:12; მარკოზი 11:25; მათე 18:23-35; ლუკა 12:58-59; 1იოანე 3:15)

ქრისტემ თავისი ძალაუფლებით მოსეს კანონი დაამტკიცა. მის შუქზე დაგვაყენა და დაგვანახა ჩვენ გულში დაფარული ზრახვები. არ მოუცია იურიდიული განმარტებები ღვთის სამეფოს კონსტიტუციის შესახებ, რწმენის სიმბოლოების პრინციპები არ გადმოულაგებია, არამედ თავისი სიყვარული გახადა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების საზომი. სიყვარული ჭეშმარიტად არის რჯულის შესრულება ცათა სამეფოს სამართლიანობის საფუძველი.

ჩვენც სამყაროში მკვლელი იმსახურებებს უკიდურესი დასჯის ფორმებს. გარდა ამისა, მას ბოლო სასამართლოზე ღვთის რისხვა ელოდება. ის გამმუდმებულ განგაშში იცხოვრებს, ვერ იპოვის რა მოსვნებეას, თუ არ მოინანიებს და გამართლდება იესოს მეშვეობით.

ქრისტე გვაფრთხილებს, რომ ნაჩქარევი რისხვა ჰგავს გულში ჩადენილ მკვლელობას, რომელიც მეექვსე მცნებას არღვევს. რისხვა - ეს ბუნებრივი გრძნობაა, რომელიც ზოგჯერ შესაქები და გამართლებულია, თუმცა როდესაც ვრისხდებით უმიზეზოდ, ვცოდვათ. მაგალითად, თუ ვრისხდებით შვილებზე ან მომსახურე პერსონალზე გარკვეული შეცდომების გამო, გვავიწყდება რა, რომ თავადაც ბევრჯერ შევმცდარვართ, ეს „უმიზეზოდ გარისხებაა“. როდესაც რისხვა ცდება საზღვრებს, როდესაც „ადუღებას“ ვიწყებთ სიბრაზისგან, ვხდებით სასტიკნი და ვწყენთ სხვა ადამიანებს, ამ დროს უკვე ვარღვევთ მეექვსე მცნებას, რადგან ამ დროს ერთა ადამიანმა შეიძლება მოკლას მეორე და ამ მკვლელობისგან მხოლოდ შედეგბის შიში აკავებს. კაენმა მკვლელობისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. მისი ეს დანაშაული კი რისხვით დაიწყო. ვინც გულში ინახავს მკვლელობის აზრებს, ის უკვე მკვლელია უფლის თვალებში (მათე 15:19).

ვინც ძმას ბოროტ სიტყვებს ეუბნება, მკვლელია, რომელიც ენით კლავს. როდესაც ღმერთი გამოიკვლევს შენს გულს, რას იპოვის: სიყვარულს თუ სიძულვილს? შეიძლება სიტყვების თქმა ნაზად, კეთილი განზრახვით, რათა დაარწმუნო ადამიანები მათ არანორმალურ ცხოვრებაზე და ეს არ იქნება ცოდვა. იაკობიც კი წერდა: „გსურს გაიგო, ფუჭო ადამიანო....?“ (იაკობი 2:20), პავლე კი მიმართავდა მკითხველს: „უგუნურო!“ (1 კორინთელთა 15:36). თავად ქრისტე ამბობდა: „ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო „ (ლუკა 24:25). მაგრამ ამ სიტყვების თქმა რისხვით და ბრაზით, უდრის მკვლელობას, ალს, რომელიც ამოდის ცეცხლოვანი ჯოჯოხეთიდან.

სიტყვა „რაკა“ გამოხატავდა დამამცირებელ და ზედაპირულ დამოკიდებულას. ეს დამამცირებელი მიმართვა იყო ძმის მიერ: „შე უჭკუოვ!“ ამაში არამხოლოდ უპატივცემულობა, არამედ უსიყვარულობაც გამოიხატება. განსჯა და სხვების მიმართ ბრალდება - „ენის ქვეშ შხამის“ ქონის ტოლფასია, რომელიც ნელ-ნელა და შეუმჩნევლად კლავს ადამიანს. რისხვის სიტყვები - ისრებივითაა, რომელიც უცაბედად ანადგურებს ადამიანს (ფასლმუნი 63:4), ან ძველბში ხმლის გაყრის მსგავი.

რამდენჯერ დაგიმცირებია ვინმე და მიგიმართავს მისთვის „დებილო,სულელო,უგუნურო,საქონელო“? ყველა ამ სიტყვისთვის იმსახურებ ჯოჯოხეთის ცეცხლს. ღმერთი სიყვარულია და ვისაც არ უყვარს ისევე, როგორც მას, ის არღვევს მის მცნებებს. ყველა განზრახვა, რომელიც არაა მის სიყვარულზე დაფუძნებული, არის მკვლელი შენ გულში, რადგან ეგოიზმითაა გაჟღენთილი. ყველა, ვისაც ხალხი არ უყვარს, მკვლელია თავის გულში და დასჯილი იქნება, როგორც მკვლელი. არ გეგონოს, რომ ეს უბრალოდ გამონაგონი ან ფილოსოფიაა. ეს ღვთიური კონსტიტუციის სიტყვებია, რომელიც თავად მოსამართლემ თქვა! გაიგე თუ არა, რომ შენ 0 მკვლელი ხარ ღმერთის თვალში და შენში მკვლელის გული ძგერს?

ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ ქრისტიანულ სიყვარულში და მთელი ძალებით ვეცადოთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და-ძმებთან. თუკი ურთიერთობებში მოხდა განხეთქილება ან გაუგებრობა, ჩვენ შერიგებისკენ უნდა წავიდეთ: ვაღიაროთ საკუთარი დანაშაული, შევურიგდეთ და-ძმებს, მოვიხადოთ ბოდიში და ავანაზღაუროთ ჩვენ მიერ მიყენებული ზარალი. ეს რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ, ამისთვის კი არსებობს ორი მიზეზი:

სანამ არ შევურიგდებით და-ძმას, ვერ მივალთ უფლის სადგომებთან.

ღმერთი არ იღებს ჩვენგან რელიგიურ მსახურებას, მითმეტეს თუ განრისხებულ მდგომარეობაში ვართ. ისეთი ცოდვები როგორებიცაა გაბრაზება, შური ან მტრობა, იმდენად ანრისხებს ღმერთს, რომ არაფერს მიიღებს გულიდან, რომელშიც ცოდვაა. ლოცვები, რომლებიც რისხვაში სრულდება სრულიად უსარგებლოა (ესაია 1:!5; 58:4).

გიყვარს თუ არა შენი მტერი? თუ აბობ, რომ გიყვარს, დაამტკიცე. მიდი დაშეურიგდი. ნუ ამბობ, რომ თქვენ შორის ვითომ ყველაფერი კარგადაა. მიდი, მიუკაკუნე მის კარებს და მოინახულე იგი. თუნდაც ერთი პროცენტიტ იყო დამნაშავე, შეეგუე ამას და მოუხადე მას ბოდიში. შენ გააკეთე პირველი ნაბიჯი, რადგან სწორედ ამ გზით მიყავხარ უფლის სიყვარულს. როგორ შეგიძლია ილოცო უფალთა თუ მტრობაში ხარ სხვა ადამიანთან? მორწმუნეები, რომლებიც გულში ზიზღს ინახავენ, უფრო მკაცრ სასამართლოს დაიტეხენ თავზე, ვიდრე ცოდვილები, რომლებსაც არასდროს მოუნანიებიათ. თვალთმაქცობა - ყველაზე საშინელი დანაშაულია უფლის წინაშე. ვაი შენ, თუკი ადიდებ ღმერთს და გძულს ძმა! სთხოვე უფალს, რომ გაპატიოს შენი სიამაყე და მიგიყვანოს სრულ შერიგებამდე.

ღმერთი სიყვარულია და თუ მისი სიყვარულით სავსე ხარ, მოწყალეს, მომთმენსა და თავმდაბალს გაგხდის. სხვა შემთხვევაში სიძულვილის სულის მსხვერპლი იქნები, რომელიც თავიდანვე მკვლელი იყო. მიეცი თუ არა უფლება ღმერთს მოერბილებინა შენი გაქვავებული გული? მიდი და შეურიგდი შენ მოწინააღმდეგეს, სანამ ორივე ცოცხლები და უვნებლები ხართ.

ლოცვა: წმინდაო ღმერთო, ვინ ვარ ? უბრალოდ მკვლელი და კაცთმოძულე ვარ! მაპატიე ჩემი ეს სიბოროტე! შენი ძის სისხლით გაწმიდე ჩემი გული. რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ შეგვიყვარა, როდესაც მისი მტრები ვიყავით! გევედრებით, რომ განაახლო ჩვენი გულები სულიწმინდის ძალით, რათა ავივსოთ სიყვარულით, გადამწყვეტად ვურიგდებოდეთ ჩვენ მოწინააღმდეგეთ და გამუდმებით მშვდობაში ვცხოვრობდეთ!

კითხვა:

  1. ქრისტეს რჯულის მიხედვით, ვინ არის მკვლელი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 15, 2022, at 09:20 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)