Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 024 (Herod’s Attempt to Kill Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

4. ჰეროდეს მცდელობა, მოეკლა იესო (მათეიესო 2:12-23)


მათეიესო 2:12-15
12 და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში. 13 მათი წასვლის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა დედამისთან ერთად და ეგვიპტეში გაიქეცი; იქ იყავი, სანამ მე გეტყოდე; ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი”. 14 ისიც ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და წავიდა ეგვიპტეში. 15 და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს: "ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს”
(ოსია 11:1)

სატანა ილტვოდა იმისკენ, რომ დაეღუპა ქრისტე და ისინი ვინც მას მიყვებიან, მაგრამ ღმერთმა შეინარჩუნა რჩეული შვილი იმ დრომდე, სანამ საკუთარი მსახურება ჯვარზე არ აღასრულა. არავის შეუძლია გააუქმოს ღმერთის ნება და გააჩეროს მისი გადარჩენა, ვინაიდან ის იცავს თავის წარმოგზავნილებს ბოლომდე. ღმერთმა ამ კეთილსინდისიერ მოგვებს უთხრა სიზმარში, რომ აღარ დაბრუნებულიყვნენ ბოროტ ჰეროდესთან. შესაძლოა ერთს კი არა ყველა მათგანს ერთიდაიგივე სიზმარი დაესიზმრა იმ ღამით და მათაც იცნეს ღმერთის ხელი. შესაძლოა ჰეროდეს და უმაღლესი საბჭოს მოწმედება უცნაური იყო და გრძნობდნენ რაღაც საშიშროებას, დაცინვასა და დამცირებას. უკანა გზა კი პირდაპირ იორდანიის ველით გაიარეს. ყველა ვინც რწმენით განიცადა ქრისტესთან სულიერი კავშირი, იხილა უწინ მათთვის უცნობი ურთიერთობა ზეცასთან. იოსები ვერ პოულობდა სიმშვიდეს - მოგვების მოსვლა და მათი ძღვენების მოტანა აფიქრებდა მას. დაძნებამდე ის ლოცულობდა უფლის ხელმძღვანელობაზე და უფალმა უთხრა მას, ანგელოზების მეშვეობით, რომ ჩვილს და მთელს ოჯახს დიდი საშიშროება ელოდებათ, რადგანაც მეფე ჰეროდემ განიზრახა ახალშობილი მეფის მოკვლა. და ღმერთს არ მიუცია იოსებისთვის ეგვიპტეში წასვლის გამოცხადება. იოსები მეორეჯერაც ღმერთს ერწმუნა, ვიდრე ადამიანებს. ადგა იოსები ღამით, გააღვიძა მარიამი, აიყვანა ჩვილი და წყვდიადში გაიქცნენ ხებრონისკენ. იქიდან კი ისინი სამხრეთ უდაბნოსკენ წავიდნენ ეგვიპტემდე. მახარობელმა მათემ არაფერი გვითხრა იმ მოგზაურობის სირთულეების შესახებ და არც იმის შესახებ, რომ ისინი ერთად მიდიოდნენ, ან ცხენებზე ამხედრებულნი, ან ცხოველებზე. ის უბრალოდ ამოწმებდა, რომ ღმერთის ნება თანდათანობით სრულდება და ამას ვერაფერი დაუდგება წინ.

ზოგიერთი ხედავს, რომ აქ პირველად ნახსენებია ყრმა: ,,ადექი, წაიყვანე ყრმა...“ ვინაიდან ის არის ამ ისტორიაში ყველაზე მთავარი, მისი დედა კი მოხსენიებულია, არა როგორც იოსების ცოლი, არამედ როგორც ჩვილის დედან და ეს სიტყვები მას პატივს სძენს. აქ იოსები იყო, მაგრამ არა ის ძველი იოსები, რომელიც გაყიდულ იქნა ეგვიპტეში და თავს აღწევდა თავისი ძმების რისხვას. ეგვიპტეში ისინი ღვთის ტაძრიდან შორს იმყოფებოდნენ. მათ გარშემო კერპებს სცემდნენ თაყვანს, მაგრამ ღმერთი იქ ეცხადებიდათ მათ, ვინაიდან მას ,,წყალობა სურდა და არა მსხვერპლი“. ისინი ღვთის ტაძრიდან შორს იყვნენ, მაგრამ უფლის ტაძარი იყო მათში. უმართლოებს თავისი ნებით უწევთ ღმერთის დადგენილებებზე უარის თქმა და ბოროტი ადამიანების გვერდზე ცხოვრება. და თუკი ისინი მიყვებიან მას ასეთ თაყვანისცემაში ეს ცოდვაა.

გასაკვირი არ უნდა იყოს თუ ღვთის შვილები ეგვიპტეში, უცხო მიწაზე, მონებად იმყოფებიან, მაგრამ ღმერთი ეძებს მათ და გამოჰყავს იქიდან. ისინი ეგვიპტეში იმალებიან, მაგრამ ღმერთი მათ იქაც არ ტოვებს. ღმერთის რჩეულები ოდესღაც თავისი ბუნებით რისხვის შვილები იყვნენ და სულიერ ეგვიპტეში დაიბადნენ, მაგრამ ზეციდან შობის შემდეგ ესმით ეგვიპტიდან თავისუფლებაზე გამოსვლის მოწოდება.

ღმერთი ზრუნავს პირმშოზე და ეს გამოიხატა მოგვებისგან ოქროს მიცემით. ღმერთმა ისინი საჭირო ფულით დააკმაყოფილა და მათ შეძლეს ყველა გასავალის დაფარვა. უფალი ყოველთვის ზრუნავს თავის შვილებზე და ყველაზე საჭირო დროს ასრულებს მათ საჭიროებებს.

იესო მშობლებთან რჩებოდა ეგვიპტეში, სანამ ჰეროდე გარდაიცვალა 4 ჩვ.წ. ეს ისტორიული თარიღი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იესო იმ თარიღზე უფრო ადრე დაიბადა, საიდანაც იწყება ქრისტიანული ერა. დღეს ჩვენთვის ცნობილია, რომ დიონისე უმცროსი შეცდა რამდენიმე წლით, როდესაც ადგენდა კალენდარს 533 ჩვ.წ. ქრისტე დაიბადა არა ნულოვან წელში, როგორ ფიქრობდა ის აბატი, არამედ 7 ან 8 წლით უფრო ადრე, ქრისტიანული ერას დასაწყისამდე.

მათემ კი ისტორიის აღრიცხვის უფრო ღრმა ცნობა მოგვცა: როგორც ძველი აღთქმის ერმა მიიღო მოწოდება ღმერთისგან ეგვიპტის დატოვების შესახებ, ასე მოუწოდა ღმერთმა თავის ძეს უცხო ქვეყნიდან თავის სამშობლოში დაბრუნებულიყო. ამ მუხლში იესო პირველად იწოდება მათეს სახარებაში, როგორც ,,ღმერთის ძე“. ეს მოწმობს მახარებლის სიმამაცეზე, რადგან ასეთი სიტყვები იუდეველებისთვის მკრეხელობად ითვლებოდა, ხოლო ამ მკრეხელობისთვის ქვებით ქოლავდნენ. ის, რომ იესო არის ღმერთის ძე, სულაც არ ნიშნავს რომ თავს იმაღლებს და ყველაფერში ბატონობს. ის თავიდანვე უარყოფილი დევნილი იყო ამასოფლის ძლიერებისგან და მან ადრეული ბავშვობიდანვე გამოცადა საკუთარ თავზე, რომ დიდებასთან ერთად უნდა მიიღოს წუთისოფლისგან ტანჯვა. ზეციერმა მამამ ადრევე იზრუნა მასზე და როდესაც რთული დრო დაუდგა, გაუგზავნა მას გარკვეული რაოდენობის საჭირო ოქრო, რათა შეეძლო უცხო ქვეყანაში თავის გატანა.

ლოცვა: ჩვენ თაყვანგცემთ მამაო, უფალო და ჩვენო ქრისტევ, ვინაიდან არ არის მეფე ან წინამძღოლი, რომელიც გამუდმებით შეგეწინააღმდეგება. შენ იცი გულების საიდუმლოებანი. ამიტომაც მამხილე და გამამართლე, რათა არ ვიყო შენი მტრების სიაში, არამედ შენი მიმდევარი. დამიცავი შენი დაცვით, თუკი მომიწევს დევნის, უკუგდების და სიძლვილის გადატანა, შენი სიყვარულის გამო, შენი საყვარელი ძის მიმართ.

კითხვა:

  1. როგორ იხსნა ღმერთმა ჩვილი იესო და მისი მშობლები, ჰეროდეს ხელიდან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 10:58 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)