Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 025 (Herod’s Attempt to Kill Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

4. ჰეროდეს მცდელობა, მოეკლა იესო (მათეიესო 2:12-23)


მათეიესო 2:16-18
16 როცა იხილა ჰეროდემ, რომ გაწბილებულ იქნა მოგვების მიერ, ძალიან განრისხდა; წარგზავნა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსებიც ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში, იმ ასაკის მიხედვით, მოგვებისგან რომ დააზუსტა. 17 მაშინ აღსრულდა იერემია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: 18 "ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან ისინი”.
(იერემია 31:15; გენეზისი 35:19)

ჰეროდე ფიქრობდა,რ ომ მოგვებს ეშინიათ მისი და პატივს ცემენ და როგორც კი გაიგებენ ჩვილის შესახებ, მალევე დაბრუნდებიან მასთან; მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ უყურადღებოდ მოექცნენ, განრისხდა, ბავშვებიდან კი ვერ მიხვდა, რომელი იყო ქრისტე და სად ცხოვრობდა. ჰეროდეს რეაქცია ამ შემთხვევაში იყო სასტიკი, როგორიც წარსულში ბევრჯერ ყოფილა. ჰეროდე იუდეველი იყოდ და მტრული დამოკიდებულება ისრაელისადმი, სისხლში ჰქონდა გამჯდარი. ბავშვები ყოველთვის იყვნენ და რჩებიან განსაკუთრებული ყურადღებისა და დაცვის ქვეშ, კანონითა და ადამიანური ბუნებით. მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი ამ სასტიკი მმართველის მსხვერპლებად იქცნენ, როგორც ნერონი ექცეოდა უდანაშაულოებს უმოწყალოდ. ჰეროდეს თავისი მმართველობის განმავლობაში უყვარდა სისხლის დაღვრა. ამ შემთხვევამდე მან სინედრიონის მთელი წევრები დახოცა. ამ ადამიანის თვალში ადამიანის სისხლის დაღვრა ნიშნავდა ერთი ყლუპი წყლით წყურვილის დაკმაყოფილებას და რაც უფრო მეტს სვამდა, უფრო მეტად სწყურდებოდა. ჰეროდე იმ დროისთვის 70 წლის იყო. არც თავის შვილებზე არ ზრუნავდა, არც მათ კეთილდღეობაზე ფიქრობდა და ტავადაც მოკლა თავისი ორი შვილი: ალექსანდრე და არისტოგულა. ასევე ანტიპატრა თავის სიკვდილამდე 5 დღით ადრე.

ცხოველურად ჩადიოდა მასიურ ჩვილთა მკვლელობებს იმისთვის, რომ დაეკმაყოფილებინა თავისი სიამაყე და სისასტიკე.

წარმართი ისტორიკოსი მაკრობიუსის სიტყვების თანახმად, როდესაც კეისარი ავგუსტინეს ყურამდე მივიდა უწყება იმის შესახებ, რომ ჰეროდემ ყველა მოკლულ ჩვილთან ერთად, მოკლა საკუთარი შვილებიც, თქვა: ,,უმჯობესია ჰეროდეს ღორი ვიყო, ვიდრე მისი შვილი“. ქვეყნის კანონები კრძალავდა სვილის მოკვლას, მაგრამ ჰეროდეს ვერცერთმა კანონმა ვერ აუკრძალა ეს.

ზოგიერთებმა შენიშნეს, რომ ამ გლოვამ მიაღწია ბეთლემის მცხოვრებთ, როგორც შურისძიებამ იმის გამო, რომ ისინი ზედაპირულად მოექცნენ ქრისტეს. ვისაც არ უხარია ქრისტეს დაბადება, ის იმსახურებს ტანჯვას და გოდებას საკუთარ შვილზე. ჩვენ ვკითხულობთ ბეთლემის მცხოვრებზე, რომ მათ ,,უკვირდათ “ მწყემსების სიტყვები, მაგრამ არ ხარობდნენ.

აქ მოყვანილი წინასწარმეტყველება საკმარისად პასუხობს, ზოგიერთი ადამიანის პრეტენზიაზე, რომელიც ქრისტეს წინააღმდეგ წარმოთქვეს, რომ თითქოს მისი მოსვლა ტრაგიკული მოვლენებით იყო გაჯერებული. ისინი ამბობდნენ: ,,შეიძლება, რომ მესია სამყაროში მოვიდეს ასეთი ტრაგედიითა და გლოვით, ის ხომ ისრაელისთვის ნუგეშისცემა უნდა ყოფილიყო“. კი, შეიძლება, იმიტომ, რომ ამის შესახებ წინასწარმეტყველებმა დაწერეს ბიბლიაში და ყველა წინასწარმეტყველება უნდა შესრულდეს. ამასთანავე თუ ჩვენ ვიფიქრებთ ამ წინასწარმეტყველების დანარჩენ ნააწილზე მივხვდებით, რომ ,,ეს მწარე ტირილი“ რომში წინ უძღოდა უდიდეს სიხარულს: ,, საზღაური აქვს შენს ნაშრომს... არის იმედი შენი მომავლისა, ამბობს უფალი,“ (იერემია 31:16-17). როდესაც ყველაფერი უარესდება მალე მოდის ყველაფრის გამოსწორება. მათთვის დაიბადა ისეთი ბავშვი, რომელსაც შეეძლო მათი ყველა დანაკარგის ანაზღაურება.

გასაკვირია, რომ ბეთლემში მცხოვრებმა არ დაიჯერეს მწყემსებისა და მოგვების სიტყვები. ჩვილი იესო მათ არ აინტერესებდათ. ისინი არ მისულან მის თაყვანისაცემლად. ყველა ნათელი მაგალითის მიუხედავად, მათ არ ირწმუნეს. ღმერთის ძლიერი ხელი დაეშვა მათზე - მათი ჩვილები დაიხოცნენ. ასე სჯიდა ღმერთი წარსულში ისრაელს: წინასწარმეტყველი იერემია ტიროდა ტავის ერს ,რომელიც ტყვედ იქცა და რახელი მშობიარეობის დროს ტანჯვით გარდაიცვალა და ის ბეთლემში დაასაფლავეს.

როდესაც ერი გადასახლდა ბაბილონში, ღმერთმა არ მისცა თავის მონა იერემიას ტირილის უფლება, ვინაიდან ეს მისი ნება იყო, აღზრდის მისი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც სურდა ერის მობრუნება თავისკენ. (იერემია 31:15; დაბადება 35:18). ავღნიშნოთ, რომ აქ ღმერთის გამოცხადება ამბობს: ,,მაშინ აღსრულდა ნათქვამი... “ ეს წინადადება ძალიან განსხვავდებოდა სიტყვებისგან ,,დაე მოხდეს ნათქვამისამებრ“. გამონათქვამში ,,დაე აღსრულდეს...“ იგულისხმება მოვლენა, რომელიც თავიდანვე ნაწინასწარმეტყველები იყო წინასწარმეტყველურ სიტყვაში. როდესაც ნათქვამია ,,მაშინ აღსრულდა...“ ამ შემთხვევაში იგულისხმება, როომ მოვლენა არის ერთ-ერთი მთლიანი სერიისგან, რომელიც ამ წინასწარმეტყველურ მოვლენებში იყო ნაწინასწარმეტყველები. აქ მოყვანილი წინასწარმეტყველება პირველ რიგში ეხებოდა ისრაელს, ბაბილონის დატყვევებისას, როდესაც მიწა განადგურებული იყო და წინასწარმეტყველი ამბობდა ამ დიდი ნგრევის შესახებ, რახელის მსგავსად, იაკობის საყვარელი ცოლისა, რომელიც ბეთლემში დაასაფლავეს (დაბადება 35:19). ის თითქოს აღსდგა მკვდრეთით და იკითხა თავის შვილებზე და ვერაფერი დაამშვიდებდა მას, რადგანაც ისინი ამ მიწაზე არ იყვნენ, მტრების მიერ იყვნენ გაფანტულები. ქრისტეს დაბადების დროსაც სიტუაცია იყო მსგავსი, ვინაიდან ნამდვილ მემკვიდრეს მოუწია გაქცევით თავი დაეხსნა სისხლიანი მმართველისგან, რომელიც ჩააფრინდა ყველას, ვინც იმ მიდამოებში დარჩა, როგორც მშიერი მგელი.

ღმერთის სასამართლო ბეთლემზე იყო მისი ხალხისადმი სიყვარულის გამოხატულება, ვინაიდან მას უნდოდა, რომ ისინი მობრუნებულიყვნენ, მოენანიებინათ, ერწმუნათ ახალდაბადებული იესოსი.

ჩვენ მკვეთრად ვხედავთ, რომ მათე ავლებს პარალელს უფალ იესოს ბავშვობასა და იუდეველებს შორის, რეფორმაციის დროს. ჩვენ ვხედავთ იესოს გამოსვლას ეგვიპტიდან, ებრაელების გამოსვლის მსგავსად; მხოლოდ იესო მოვიდა იმისთვის,რომ მოეგო ამ ბრძოლაში, რომელშიც იუდევლებმა დამარცხება განიცადეს, ურწმუნოების ნიადაგზე. მოციქული მათე ასრულებს იესოს ჩვილობაზე მოყოლას იმით, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს ქრისტეს მსოფლიო მნიშვნელობას და მისი ადრეული წლების ადგილს უწოდებს ნაზარეთს: ქალაქი, რომელიც სახელმწიფო საზღვარზე იმყოფება გალილეაში და სადაც აქტიურად მიმდინარეობდა საერთაშორისო ვაჭრობები და ადგილი სადაც ართუისე იშვიათად ხდებოდა მორალური დაცემა და კერპთაყვანისმცემლობა. სწორედ ამ მიზეზით ექცეოდნენ იუდეველბი გალილეველებს დამცირებით, განსაკუთრებით კი ნაზარეველთ, რათა ასრულებულიყო დაწერილი იმის შესახებ, რომ ის იქნებოდა ხალხისგან უკუგდებული.

ლოცვა: წმინდა ღმერთო შენ სამართლიანი ხარ და არ ახდენ შურისძიებას უმიზეზოდ. ჩვენ ვიმსახურებთდ აღუპვას იმის გამო, რომ არ მოგაგებთ პატივს ისე, როგორც უნდა მოგაგებდეთ, ღარიბებს ვექცევით ზერდაპირულად შენს წინასწარმეტყველებას არ ვიგებთ. შეგვიწყალე ჩვენ და ჩენი ერი, ვინაიდან ჩვენი ცოდვები ზეცას წვდება. შექმენი ჩვენში სინანული, ჩვენს საქციელებზე. საკუთარი ბოროტების შეცნობამდე მიგვიყვანე. მიმართე ჩვენი გონება მონანიებისკენ და აზროვნების შეცვლისკენ. აგვიხილე თვალები, რათა დავინახოთ ქრისტეს გამოსყიდვა. აგვავსე შნი სიყვარულით, რათა გადავურჩეთ შენს სასამართლოს, რომელიც უნდა მოვიდეს ჩვენზე.

კითხვა:

  1. რა არის უფლის სასამართლოს მთავარი მიზანი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 11:00 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)