Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 019 (Worship of the Magi)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

3. მოგვების თაყვანისცემა (მათეიესო 2:1-11)


მათეიესო 2:1-2
1 დაიბადა რა იესო იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, აჰა, მოგვები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან იერუსალიმში და თქვეს: 2 "სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.
(ასევე ვნახოთ ლუკა 2:1-7; რიცხვი 24:17)

უფალი იესოს ერთ-ერთი მორჩილების ნიშანი, მისი მოსვლა იყო დედამიწაზე და ის რომ მრავალმა ადამიანმა ვერ შეამჩნია ეს. მისი დაბადება უცნობად დარჩა იმისდამიუხედავად, რომ ,,ყველა ერსითვის სასურველი“ იყო. და ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ დაიმდაბლა მან თავი, რადგან ღვთის ძე ქვეყნიერებაზე უნდა დაბადებულიყო. ადამიანისთვის ბუნებრივია დაეოლოდო მეფის მოსვლას და მასთან შეხვედრას დიდებით, პატივით, რომ ყველა მეფე დადებს მის ფეხთან თავის გვირგვინს და მისი მსახურები გახდებიან,. სწორედ ასეთ მესიას ელოდნენ იუდეველები. ჩვენ კი მსგავს ვერაფერს ვხედავთ, პირიქით ვკითხულობთ, რომ ის მოვიდა ქვეყნიერებაზე, მაგრამ: ,, წუთისოფელმა ვერ იცნო იგი. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი“ (იოანე 1:9-11).

მას შემდეგ რაც ტყვეში მყოფი იუდევლები გადაცხოვრდნენ შუამდინარეთში 587 ჩვ.წ ერთიანი ღმერთის შემეცნება მივიდა სამხრეთ ერებამდე, დავითის ძის წინასწარმეტყველებასთან ერთად, რომელიც დედამიწაზე მშვიდობას მოიტანს. სამხრეთის ერებმა არ დაივიწყეს დანიელ წინასწარმეტყველზე, რომელიც ბევრი წელი მსახურობდა ნაბუქოდონოსორის დროს და რომელმაც ხელშესახები ცვლილება მოიტანა ერების ისტორიაში.

მოგვიანებით იუდევლებმა შეისწავლეს სამყაროს ზოგიერთი საიდუმლოებანი, ასტრონომიის სკოლაში ბაბილონის გვერდზე. ისინი აკვირდებოდნენ, როგორ უახლოვდებოდა სატურნი იუპიტერს. 29 მაისს 7 ჩვ.წ ეს ორი პლანეტა შეერთდა, როგორც ერთი დიდი ვარსკვლავი თევზის თანავარსკვლავედში. და რამდენადაც ასტროლოგები თვლიან თევზების თანავარსკვლავედს ხმელთაშუაზღვის ქვეყნების სიმბოლოდ, სატურნი - იუდევლების დაცვის სიმბოლო, ხოლო იუპიტერი - მეფეების ვარსკვლავი. ამიტომ იყვნენ ისინი დარწმუნებულნი, რომ სწორედ ამ საათში დაიბადა ქრისტე - იუდეველთა მეფე და მსოფლიოს უფალი.

მოგვები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან იერუსალიმში იუდეველთა მეფის მოსაძებნად. მათ შეეძლოთ ეთქვათ, რომ ასეთი მეფე მართლაც დაიბადა, მაშინ მალე გავიგებთ ამის შესახებ ჩვენს ქვეყანაში და გვექნება შესაფერისი დრო გამოვავლინოთ მისდამი ერთგულება. თუმცა თავად ვერ დაელოდებოდნენ მასთან შეხვედრას და ამ შეხვედრის გამო მზად იყვნენ წასულიყვნენ, გრძელ და რთულ გზაზე.

მოგვებისგან ვსწავლობთ, რომ მას ვისაც სურს ჭეშმარიტად შეიცნოს ქრისტე და იპოვოს ის, სირთულეები არ აჩერებს, არამედ ლახავს ყველა საშიშროებას, მისი შეცნობის გამო, ვინაიდან როდესაც გამუდმებით ვეძებთ უფლის შეცნობას, ჩვენ აუცილებლად ვპოულობთ და შევიცნობთ მას.

ასტროლოგებმა იუდეიდან შეძლეს წინასწარ გაეთვალათ, რომ ეს ორი პლანეტა, მთელი მზის სისტემაში ყველაზე დიდი, შეხვდებიან ბოლო ორჯერ იმავე წელს და მოგვეჩვენება, როგორც ერთი კაშკაშა ვარსკვლავი. მათ ბევრი ილაპარაკეს ამ უნიკალური მოვლენის შესახებ და გადაწყვიტეს იერუსალიმში წარეგზავნათ ასტროლოგიის სკოლიდან თავიანთი მოწაფეები, რათა ვარსკვლავების გაერთიანების დროს, უკვე იქ ყოფილიყვნენ მეორეჯერ 3 ოქტომბერს. და ასევე ისინი დარჩნენ იქ მესამე შეერთებამდე 3 დეკემბრამდე 7 ჩვ.წ. მათ უნდა გამოეკვლიათ სად და როგორ დაიბადებოდა იუდეის მეფე. მათ არ ეშინოდათ რთული მოგზაურობის სიცხეში. გადალახეს ევფრატი, მივიდნენ სირიამდე და გადაუხვიეს სამხრეთით იორდანიისკენ. შემდგომ ისინი ავიდნენ იუდეის უდაბნოში, სადაც მთების თავში იდგა იერუსალიმი, როგორც მეფე გვირგვინით. ისინი მიდიოდნენ მეფის ნახვის სურვილით ამოძრავებულნი, რომელიც შეცვლიდა მთელს სამყაროს.

მოგვები არ კითხულობდნენ დაიბადა თუ არა აქ ასეთი მეფე, რადგანაც მცირეოდენით არ შეჰქონდათ ამაში ეჭვი. ისინი მის შესახებ დამაჯერებლად საუბრობდნენ და ვიდრე თავიანთ ქვეყანას დატოვებდნენ, სჯეროდათ ამის მთელი გულით. ამიტომაც მათ იკითხეს: ,,სად დაიბადა იუდეის მეფე“.

ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ თავიანთ კითხვაზე მალევე მიიღებდნენ პასუხს და რომ მთელი იერუსალიმი მუხლს მოიდრეკდა ამ მეფის წინაშე. ისინი დადიოდნენ სახლიდან სახლში და ეკითხებოდნენ ყველას, მაგრამ ეს წყურვილი ვერავინ დაუკმაყოფილა. სამყაროში და ზოგიერთ ეკლესიაში იმხელა უპატივცემულობა მეფობს, რისი წარმოდგენაც შეუძლებელია. ზოგნი ვისაც უნდა მივყავდეთ ქრისტემდე, შორს არიან მისგან.

მწყემსებს ქრისტეს დაბადება ეუწყათ ანგელოზების მიერ, ხოლო წარმართ ფილოსოფოსებს ვარსკვლავის მეშვეობით. ღმერთი ყველა დაჯგუფებას ელაპარაკება მათთვის გასაგებ ენაზე და მათთვის მისაღები გზით.

ლოცვა: უფალო მადლობას გიხდით, რომ შენ ხარ ვარსკვლავების და მზის უფალი, რომელმაც შექმენი სამყარო. კერპთაყვანისმცემლებს ელაპარაკები სიზმრებითა და ხილვებით, ჩვენ კი მოგვეცი შენი სიტყვა, რომელიც ქრისტეში გაცოცხლდა, რათა შევიცნოთ შენი ნება. შექმენი ჩვენში წყურვილი, ვხედავდეთ შენს ძეს და მოგვების მსგავსად მზად ვიყოთ გადავლახოთ, ყველა სირთულე იმისთვის, რომ შევხვდეთ მას.

კითხვა:

  1. კონკრეტულად როდის შეერთდა იმ დროში სატურნი და იუპიტერი პირველად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 10:09 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)