Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 020 (Worship of the Magi)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

3. მოგვების თაყვანისცემა (მათეიესო 2:1-11)


მათეიესო 2:3-4
3 ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი. 4 შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე.

ქრისტეს დაბადების უწყებამ მეფეებისა და იერუსალიმის ყველა მცხოვრების გულში აღელვება მოიტანა, რადგან გამოდიოდა, რომ ღმერთი ისეთ დიდებულ საქმეებს აკეთებს, მათ კი ამის შესახებ არ იციან და ღმერთს მათთან ეს ინფორმაციები ჩამოსული უცხო ხალხისგან მიაქვს. მეფე ჰეროდემ შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი, ყოფილი მღვდელთავრებიც, ასევე 24 უხუცესის თავები (1 ნეშტთა 24:1-19; 2 ნეშტთა 23:8; ლევიანები 1:8). და ხალხის მწიგნობარი. იმისდამიუხედავად, რომ მწიგნობრებმა და მღვდლებმა თავიანთი წიგნის ყველა ასო იცოდნენ, ვერ იცნეს ის ვისზეც ეს წერილები მოწმობდა. მეფის კითხვაზე ქრისტეს დაბადების ადგილის შესახებ, მათ უცებ უპასუხეს, მაგრამ თავად ვერ იცნეს დაბადებული. მიუთითებდნენ რა სხვებს ქრისტეს გზისკენ, არ მიდიოდნენ თავად მასთან. ასე ვიქცევით ჩვენს, როდესაც სხვებს ვასწავლით ღმერთის სიტყვას, ჩვენ კი მის მიხედვით არ ვცხოვრობთ. ჰეროდე არ იყო უკულტურო, მან იცოდა მოსეს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებები მისი მეფობის შესახებ და დროები, რომლებიც დადგენილ იყო წინასწარმეტყველის თანახმად უფლის გამოჩენაზე. ამასთანავე წარმატებული ერთ ძალაუფლებიანი მმართველობის შემდეგ ის იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ამ აღთქმების ასრულების შეჩერებას და ძალაუფლებაში დარჩენას. ბოროტ გულს იმაზე მეტად არაფრის ეშინია, ვიდრე წერილის და ღვთის აღთქმების შესრულების. ჰეროდე და მთელი იერუსალიმი შეშფოთდა, რადგან მათ წარმოდგენაში მესიის მეფობა იყო მისი პოლიტიკური ძალაუფლება მთელს სამყაროზე, თუმცა ანგელოზებმა, რომელთაც კეთილი უწყება აუწყეს, ნათლად ამბობდნენ არა მიწიურ მეფობაზე, არამედ ზეციურზე. მეფეებისა და ხალხის წინააღმდეგობის მიზეზი ქრისტეს მეფობის, მდგომარეობს იმაში, რომ მათ არასწორი წარმოდგენა აქვთ ამ სამეფოზე.

როდესაც მოგვები მივიდნენ იერუსალიმამდე, იქ ტირანი ჰეროდე დიდებული იყო მმართველი. ის არ იყო სუფთა სისხლის იუდეველი, მაგრამ ესავის შტოდან იყო. 37 ჩვ.წ. ჰეროდემ რომაელების დახმარებით დაიპყრო იერუსალიმი, ჰეროდემ ბევრი სისხლი დაღვარა. ის მკვლელი იყო, ავაზაკი, რომელიც თავისი ცოლისა და შვილის მკვლელობაში იყო ბრალდებული, რომლებიც მოკლა მისი ადგილის დაკავების გამო.

ამ ბოროტ მეფესთან მივიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და ჰკითხეს: ,,სად არის დაბადებული იუდეის მეფე? ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ის ცოტახნის წინ დაიბადა: სატურნი და იუპიტერი შეერთდა თევზის თანავარკვლავედში. ჩვენ მკაფიოდ ვაკვირდებოდით ამ შეერთებას აღმოსავლეთით“. ამ სიტყვებმა მეფის სასახლეში გაიჟღერა, როგორც ჭექა-ქუხილმა მოწმენდილ ცაზე და შეძრა მთელი იერუსალიმი. ხალხს ეშინოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ძალაუფლებისგან; ყველა შიშით ელოდებოდა დიდ სისხლის ღვრას, ტახტის ადგილის შენარჩუნების გამო.

ქედმაღალმა ჰეროდემ მაშინვე გააცნობიერა, თუ რას ნიშნავდა ეს გასაკვირი ცნობა, არა უბრალოდ რომელიღაც უბრალო ადამიანის დაბადებაზე, არამედ დაპირებულ ღმერთის ქრისტეზე. მზად იყო რა ეომა ღმერთისა და მისი ძის წინააღმდეგ, მან შეკრიბა თავის სასახლეში იუდეველთა უმაღლესი საბჭო.

ეს საბჭო 71 წევრისგან შედგებოდა: მღვდელმთავრები, მწიგნობრები და უხუცესები. ისნი იყვნენ პასუხისმგებლები კანონიერ გადაწყვეტილებებზე, ასევე რელიგიისა და სასამართლოს საკითხებზე. ყველა მათგანმა თანმიმდევრობით იცოდა თორა და ნაწილობრივ ქრისტეს შესახებ წინასწარმეტყველება. ისინი მღელვარებით განიხილავდნენ ესაია წინასწარმეტყველის წიგნში დაწერილს მე-9 თავიდან დაწყებული: ,, დიდი ნათელი იხილა სიბნელეში მოსიარულე ხალხმა და სინათლე გამოუბრწყინდათ აჩრდილთა ქვეყანაში მცხოვრებთ.“ (ესაია 9:2). მათ ასევე ღრმად განიხილეს მეორე წინასწარმეტყველება: ,, რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი.“ (ესაია 9:6). შემდგომ ისინი მივიდნენ ღვთის სიტყვამდე სადაც ეწერა: ,, "აღსდექ, განათდი, რადგან მოვიდა შენი სინათლე და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე. რადგან, აჰა, სიბნელე დაფარავს დედამიწას და წყვდიადი - ხალხებს, შენზე კი უფალი გაბრწყინდება და მისი დიდება გამოჩნდება. ერები მოვლენ შენს სინათლეზე და მეფენი - შენი განთიადის ბრწყინვალებაზე.“ (ესაია 60:1-3).

თუმცა მეფე ჰეროდეს არ სურდა დაბადებული ქრისტეს თვისებებზე, მის საქმეებსა და მშვიდობაზე რაიმე ცოდნოდა. მას მხოლოდ მისი დაბადების ადგილი აინტერესებდა, რადგან სურდა მისი შეპყრობა და მოკვლა.

ჩვენ რომ ღრმად ვფიქრობდეთ ღმერთის აღთქმებზე ძველ აღთქმაში, მათი რიცხვი კი 333 შეადგენს და ვადარებდეთ ქრისტეს ცხოვრებას ახალ აღთქმაში, მივხვდებოდით რომ მისი საქმენი, სიკვდილი, აღდგომა და ამაღლება შემთხვევითობა არ არის, არამედ დიდი ხნის წინათ თანმიმდევრულად აღწერილია წერილში.

ლოცვა: უფალო იესო შენ დაიბადე ამ ქვეყნად და ქვეყნიერებამ თავიდანვე შეგიძულა, მათ ვერ შეიცნეს შენი სიყვარული და ღვთაებრიობა, არამედ შეეშინდათ შენი. ჩვენ კი გვიყვარხარ და გიძღვნით საკუთარ თავებს, გიძღვნით ქებას, რადგან მოხვედი ჩვენს სამყაროში და გაიმარჯვე სიძულვილზე, მტრობასა და ბოროტებაზე. ყველა მწყურვალს უჩვენე შენი თავი!

კითხვა:

  1. ვინ იყო ჰეროდე და რას წარმოადგენდა იუდეველთა უმაღლესი საბჭო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 10:10 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)