Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 007 (Genealogy of Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

1. იესოს გენეალოგია (მათეიესო 1:1-17)


მათეიესო 1:2
2 ...ისააკმა შვა იაკობი...

ვინც წაიკითხავს იესოს გენეალოგიის ხაზს. ის მიხვდება, რომ სახარება მოსეს ხუთ წიგნეულზეა დაფუძნებიული. ვერავინ გაიგებს მას სინამდვილეში თუ არ შეისწავლის ამ გენეალოგიის ხაზს. ეს ისეთივე შეუძლებელია, როგორც მოხვედრა მეორე სართულზე სახლში შეუსვლელად.

ღმერთის გამოცხადებით იაკობი დაბადებიდანვე იყო განსაზღვრული, როგორც კურთხეული ერის გამგრძელებელი (დაბადება 25:24-28). მას არ დაუწყია მოთმინებით ლოცვა და არ ელოდებოდა ამ აღთქმის შესრულებას. მან იჩქარა და მიიღო კურთხევა დედამისთან მოლაპარაკებებითა და ტყუილით. ამის გამო ძმას მასზე შურისძიება სურდა და იაკობს გაქცევით მოუწია თავის დახსნა. გზად ღმერთი შეხვდა და უთხრა, რომ მიუხედავად მისი ტყუილისა მასში იკურთხება მტელი მსოფლიო. იაკობი ვერ მიხვდა ამ ხედვას. ის მივიდა შუამდინარეთში და დაიწყო ცხვრების მწყემსვა თავის ბიძა ლაბანთან. იაკობი იტყუებოდა და ბიძაც ცბიერულად პასუხობდა: მან იაკობს ცოლად შერთო სხვა და არა ის ვიზეც მოილაპარაკეს და რამდენიმე წლის შემდეგ იქორწინა იაკობმა იმაზე, ვინც სურდა. მან ბევრი იმუშავა სხვებისთვის და ამ მსახურების მრავალი წლის შემდეგ იაკობს მოენატრა თავისი მამების მიწა. ღმერთი გზად ეწინააღმდეგებოდა მას რათა დაბრუნებულიყო სამშობლოში არა ამაყი, როგორც უწინ, არამედ თავმდაბალი. იაკობი ღმერთს ებრძოდა და ამ სულიერ ბრძოლაში მატყუარის გონება შეიცვალა - თავმდაბალი მლოცველი გახდა და ღმერთმა მას სხვა სახელი დაარქვა „ისრაელი“, რაც ნიშნავს „ის ვინც ღმერთთან ერთად იბრძვის და იმარჯვებს რწმენით“. ასე მიაღწია ღმერთმა თავის მიზანს ამ მატყუარის ცხოვრებაში, შექმნა რა მის სულში სრული ხსნის წყურვილი და თითქოს შორიდან დაინახაო იესოს გავლენა მთელს ქვეყნიერებაზე.

იესოში აღსრულდა იაკობის ხედვა: ანგელოზები, რომლებიც ადიან ცაში და ჩამოსულები ქვეყნიერების საკუღხტევლად (დაბადება 32:30-31, 48:15-16, 49:18; იოანე 1:51).

ლოცვა: უფალო წმინდაო შენ იცი ჩემი გული, რომელიც გადახრილია ტყუილების და სიამაყისკენ. მაპატიე ყველა ჩემი ცოდვები და დაასხვრიე ყველა ბოროტი განზრახვა, რათა თავმდაბლობით მივდიოდე შენი სამართლიანობის გზით. დაამსხვრიე ჩემი სიამაყე, როგორც დაამსხვრიე იაკობის, რათა გავხდე მლოცველი და ცათა სამეფოს მადლის გამარჯვებული.

კითხვა:

  1. როგორ მიიღო იაკობმა ის რაც ღმერთისგან მიეცა ყველა ადამიანის საკურთხევლად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 11, 2022, at 10:32 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)