Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 008 (Genealogy of Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

1. იესოს გენეალოგია (მათეიესო 1:1-17)


მათეიესო 1:2-3
2 ... იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი; იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან...

ბიბლია არ აღმერთებს ადამიანებს, არამედ გვიჩვენებს, რომ ყველა ადამიანი ცოდვილია. ყოველი ვინც თვლის თავის ოჯახს უნიკალურად, თუნდაც მეფის ან წინასწარმეტყველის შთამომავალი იყოს, სინამდვილეში ამაყია, ვინაიდან ღმერთის წინაშე მართალი არავინაა. ეს იმ შთამომავლობასაც ეხება, საიდანაც იესო წარმოიშვა. აქ იმის დასტურს ვპოულობთ, რომ იესო ცხოვრობდა სხეულში, რომელსაც საფრთხედ ცოდვა ედგა, თუმცა იმარჯვებდა ბოროტებაზე, რომელიც მამებისგან შთამომავლობაზე გადადიოდა. საქმე იმაშია, რომ იესო მიწიერი მამისგან არ შობილა დედამიწაზე. ის ღმერთის სულისგან იშვა, რომელიც მასში მკვიდრობდა და გამუდმებით უცოცველი რჩებოდა. მან თავისი მორჩილებით კაცობრიობა ისხსნა. იუდა იაკობის 12 ძიდან ბოლო იყო. ეს სახელები კი მათ ისრაელის 12 ტომიდან დაერქვათ. ამ ძეებმა მთელი ქალაქი გაანადგურეს იმის გამო, რომ ერთ-ერთმა იქ მცხოვრებმა გააუწმინდურა თავიანთი და (დაბადება 34). გარდა ამისა პატარა ძმა იოსებთან შური ამოძრავებთან და შეთქვეს მისი მოკვლა, რადგან მამა მას უკეთესად ექცეოდა ვიდრე მათ და მას ჭრელი კვართი უყიდა. იუდამ შეამსუბუქა იოსების განაჩენი, გადააფიქრებინა რა ძმებს, და ის კი არ მოკლეს, არამედ ოც ვერცხლად გაყიდეს.

სიხარბის გარდა იუდა ჩავარდა მრუშობაში. მან არ მისცა თამარას თავისი მკვდარი შვილის ცოლს, გათხოვების ნება, როგორც კანონის მიხედვით იყო მიღებული. მაშინ მან ეშმაკურად მოხიბლა ის და მისგან შვა ფერეცი (დაბადება 38). იესოს გენეალოგიაში შემავალი კაცობრიობისთვის სირცხვილია, რომ ასეთი სამი ცოდვილის სახელი ჩაიწერა, როგორებიც იყვნენ იუდა, თამარი და ფერეცი. ჭეშმარიტად ღმერთის ძე დაეშვა იქამდე, რომ ეჩვენებინა მისი გამოსყიდვისთვის მოსვლის გეგმა, ყველაზე გახრწნილი ცოდვილებისთვისაც კი, ის ამხელს ყველას გამონაკლისის გარეშე.

გადასცა რა კურთხევა თავის ძეს იუდას იაკობმა ხაზი გაუსვა ქრისტეს სრულ ძალაუფლებას, ცოდვილების გადარჩენაში. იაკობმა იუდა ლომს შეადარა, ვისაც ეთაყვანებოდნენ ყველა ძმები და ერები (49:8-12). მახარობელმა იოანემ გაიგო ამ წინასწარმეტყველების არსი. მან გაიგო, როგორრ ამბობდნენ ხუცესნი ზეცაში: ,, აი გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა,“ (გამოცხადება 5:5-10). იოანემ აიხედა მაღლა და დიდებული ლომის ნაცვლად დაინახა ღვთის კრავი, რომელიც დაკლულ იქნა და თავისი სისხლით ღმერთისთვის იხსნა ადამიანები, ყველა ერებიდან რათა მათ ემსახურონ საუკუნოდ, როგორც სამეფოს სამღვდელოებას. იესომ აღასრულა აღთქმა, რომელიც მამამ იუდას მისცა.

ლოცვა: ჩვენ თაყვანსგცემთ შენ ღვთის წმინდა კრავო. შემ ხარ ღირსი მიიღო კურთხევა და დიდება, სიმდიდრე და ქება, ვინაიდან შენ გაიმარჯვე ადამიანის სისხლსა და ხორცზე, გაეცი რა შენი წმინდა ცხოვრება მსხვერპლად ჩვენთვის. გთხოვ გადალახე ჩვენში ნებისმიერი ცოდვისკენ ლტოლვა, ვინაიდან იუდასა და ფერეცზე უკეთესები არ ვართ. გაგვასუფთავე ცოდვებისაგან და წმინდაგვყავი ბოლომდე.

კითხვა:

  1. როგორ აღსრულდა იუდას, იაკობის ძის აღთქმა იესოში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 11, 2022, at 10:34 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)