Previous Lesson -- Next Lesson
1. იესოს გენეალოგია (მათეიესო 1:1-17)
მათეიესო 1:2
2 აბრაამმა შვა ისააკი...
მახარობელმა მათემ დაწერა თავისი სახხარება იუდეველებისა და იუდევლური წარმოშობის ქრისტიანებისთვის. ამიტომაც პირველ რიგში სრული გენეალოგია ჩაწერა, რომ იესო არის ჭეშმარიტი ქრისტე თავისი წარმომავლობით და რომ მისი არსებობა მისი დაბადებით არ დაწყებულა.
აბრაამში ღმერთმა ხსნის გზა გახსნა, უბრძანა რა აბრაამს ისააკი მსხვერპლად გაეღო, ღმერთმა მიუთითა მსხვერპლიანობის აუცილებლობაზე გადარჩენისთვის და ეს მსხვერპლი სრულიად შესრულდა, იესო ქრისტეს ჯვარცმაში. იმის მიუხედავად, რომ აღთქმის მემკვიდრე ისააკი ბავშვობიდანვე იზრდებოდა ღვთის მოშიშობაში და ღმერთის სრულ მორჩილებაში. ის მლოცველი აღიზარდა შემდგომ ოჯახი შექმნა უფლის სახელით და თავის მინდვრებში უხვ მოსავალს აგროვებდა. თვინიერი იყო, თავისი ორი ჭა მტრულად განწყობილ მწყემსებს დაუტოვა და თავისთვის ახალი ამოთხარა. ის მტრებზე სიყვარულით იმარჯვებდა და ცხოვრობდა სრულ მორჩილებაში. ისე, რომ თავად ღმერთიც კი გამოეცხადა მას და კიდევ ერთხელ განამტკიცა აბრაამთან დადებული აღთქმა. აბრაამის ოჯახის წევრებიდან ყველაზე მეტად ისააკი ჰგავდა იესოს თავისი ქცევებით (დაბადება 24:63; 26:6-7,12,13, 22).
და მაინც ისააკმა ჩაიდინა ცოდვა, რომელიც მამის ცოდვის მსგავსი იყო: მან თავის ცოლს ,,და“ უწოდა, რათა მოსალოდნელი საფრთხეებისგან დაეცვა თავი (დაბადება 26:6-7). ამასთანავე თავისი ძე ესავი უყვარდა ყველაზე მეტად, ვიდრე იაკობი და ამის გამო თავისმა ცოლმა მისგან და ესავისგან დამალულში მოილაპარაკა იაკობთან, რათა იძლებული გაეხადათ ისააკი, რომ მიეცა თავისი მამობრივი კურთხევა იაკობისთვის. იაკობი უნდა გამხდარიყო მომდევნო რგოლი, იესოს გენეოლოგიის ხაზის კურთხევაში.
ლოცვა: გადიდებთ და აგამაღლებთ შენ, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ყოველთვის იცავდი რწმენის მამების ერთგულებას, მათი სისუსტეების მიუხედავად. შენი სიყვარული საუკუნოა. ჩვენ გვჯერა, რომ შენ აირჩიე ქრისტე და ჩვენი წარუმატებლობების მიუხედავად შენი დიდებული მადლით გვატარებ.
კითხვა:
- რაში ჰგავდა ისააკი იესოს?