Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 001 (Introduction)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა

შესავალი


იესო ქრისტეს მათეს სახარების დაწერის შესახებ

როგორც ვიცით ქრისტეს ცხოვრების, სიკვდილის და აღდგომის, მრავალი მოწმისგან, ის წიგნებს არ წერდა, თუმცა შეეძლო ეწერა ძველ ებრაულ ენაზე. ღვთის სიტყვის ხორცშესხმის მსგავსად იქცეოდა ისე, როგორც ასწავლიდა. თავად მისი ცხოვრება და მცნებებია სახარება, რომელიც გახსნილია ჭეშმარიტების მოყვარულთათვის. ქრისტეს სიტყვები არა მხოლოდ სწავლებაა, არამედ მომქმედი ქრისტეს ძალა. სიტყვა სახარება - ეს ნუგეშისცემის კეთილი უწყებაა და მას ჩვენთვის უფლის მადლის სიმდიდრე მოაქვს და ნეტარებები იესო ქრისტეში.

ოთხი სახარება

სიტყვა „სახარება“ ბერძნული სიტყვიდან „ევანგელიონ“ წარმოიშვა, რომელიც ნიშნავს „კეთილ უწყებას“ ან „კარგ უწყებას“. ეს კეთილი უწყებაა გადარჩენის შესახებ. ზოგჯერ ამ სიტყვაში იგულისხმება ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ცხოვრების მოწმობა (მარკოზი 1:1), ასევე მისი ყველა სწავლება (საქმეები 20:24).

ამ დროში სიტყვა „სახარების“ განმარტება უფრო ხარებას ნიშნავს, რომელსაც ქადაგებს ქრისტიანობა - კეთილი უწყება. სახარება უფლის საჩუქარია. ის აუწყებს ადამიანებს ცოდვების მიტევებასა და უძღები ძეების დაბრუნებას ღმერთთან, იესო ქრისტეს მეშვეობით.

უფლის სულმა „სახარების“ ოთხი წიგნი მოგვცა. მან თავისი მწერლები შთააგონა, რათა დაწერილიყო მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარება, სადაც ქრისტეს ცხოვრება იქნებოდა აღწერილი. ორი მათგანი ქრისტეს ახლო მოწაფეები იყვნენ, ხოლო სხვა ორი მისი მოციქულების თანმხლებნი, რომელთაგანაც მათ ზუსტი ინფორმაციები მიიღეს. ოთხი სახარების შესწავლისას, ჩვენ ვხედავთ, რომ პირველი სამი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, იმისდამიუხედავად, რომ ავტორი ერთსადაიმავე ფაქტს ისე გადმოსცემს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანს, სხვებს კი არ ახსენებს. ყოველი სახარება თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩევა.

ვინ იყო მათე?

მათე, ქრისტეს თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი იყო (მათე 10:1-4). გალილეოს მიდამოებიდან იყო (საქმეები 2:7). ნამდვილი სახელი და გვარი „ლევი ალფეევი“ იყო (მარკოზი 2:14; ლუკა 5:29). „მათე“ ნიშნავს „ღმერთის საჩუქარს“. როდესაც იესომ მათეს მოუწოდა, ისე გაუხარდა, რომ სახლში სუფრა გააწყო, დაპატიჟა იესო და ყველა მებაჟე. თუმცა როდესაც ამას აღწერდა, თავმდაბლურად სიჩუმეში დარჩა და არ უთქვამს რომ მასზე იყო საუბარი.

მათე მებაჟე იყო, ანუ რომაული სახელმწიფოსთვის ასრულებდა მოვალეობებს და აგროვებდა თანხებს. ამის გამო იუდეველები ამცირებდნენ მას და ყველა მებაჟეს, იმას კი ამბობდნენ, რომ იუდევლობის სახელის ტარების ღირსებიც არ იყვნენ. მათ ცოდვილებსა და წარმართებს უტოლებდნენ (მათე 9:10-11; 18:17). ფარისევლები ხშირად უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ უფალი შედიოდა მებაჟეებთან სახლში და აქეთაც იღებდა სტუმრად (ლუკა 5:30; 15:51; 19:7). ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთის მადლი გამონაკლისების გარეშე ეძლევა ყველას, ბოლო დონის ცოდვილსაც კი. მადლმა მოუწოდა მათეს მიეტოვებინა მებაჟეობა და უფალი იესო ქრისტეს მოციქული გამხდარიყო. ღვთის მადლით ასე გარდაიქმნა მებაჟე, რომელსაც იუდეველებისთვის ცუდის მეტი არაფერი მოუტანია, „ღმერთის საჩუქარი“, მახარობელი, ვისი მეშვეობითაც უფალმა თვისი სახარება გვაჩუქა! ამიტომაც არ იმორცხვებდა, წერისას საკუთარ თავზე: „მებაჟე მათე“ (მათე 10:3).

მათეს სახარების განსაკუთრებულობანი

მათეს სახარება გამოირჩევა არაფრის მქონეთა და დამძიმებულთა ქრისტეს მოწოდებით (11თავი); ღვთის სამეფოზე იგავებით (13 თავი); ბოროტ მონებსა და ვენახში მომუშავის იგავით (20 თავი); 10 ქალწულის იგავითა და ბოლო სასამართლოს აღწერით (25 თავი).

პირვალნდელი სახარება არამეულ ენაზე

პირველი სამი სახარება დაიწერა ერთიანი წყაროს საფუძველზე: ქრისტეს ცხოვრების ფაქტებისა და მისი გამონათქვამების კრებულით. ცხადია, ვიდრე ეს სამი სახარება დაიწერა ბერძნულად, მოციქულებმა არამეულ ენაზე დაწერეს ქრისტეს ცხოვრებიდან სხვა შემთხვევები და ზოგიც უშუალოდ მისი მონაყოლი. ამ ჩანაწერებით ხელმძღვანელობდნენ სხვა სახარების დამწერი მახარობლებიც (საქმეები 2:24; ლუკა 1:1-4; იოანე 20:30).

ვინ დაწერა მათეს სახარება?

პირველი და ყველაზე მოცულობითი სახარების ავტორი იყო მათე, ხალხისგან შევიწროებული მებაჟე. აქამდე მას „ლივეი „ ერქვა (მარკოზი 2:14; ლუკა 2:27). თუმცა ქრისტემ ახალი სახელი მისცა: „მათე“, რაც ნიშნავს „ღვთის საჩუქარს“.

მათეს სახარების უძველესი მოწმობა ჩვენამდე მოვიდა წერილების მამაკაცის პიპია იეროპოლსკის მეშვეობით. იმ წერილებიდან ჩვენ ვიგებთ, რომ მათემ თავდაპირველად უფლის ყველა მონაყოლი შეკრიბა არამეულ ენაზე. ამ სიტყვებს მათეს სახარების ბევრი სიტყვა ადასტურებს, რომელიც ასევე არამეულ ენაზეა დაწერილი. მაგალითად: რაკა, ანუ (ცარიელი თავი), მამონა, ანუ (სიმდიდრე). ცხადია, რომ მათე ენებში ყველაზე განათლებული იყო, ამიტომაც სთხოვეს მოციქულებმა ქრისტეს გამონათქვამები შეეგროვებინა და ბერძნულ ენაზე ეთარგმნა.

ასევე ამ სახარების შინაარსი მეტყველებს იმაზე, რომ ეს სახარება სწორედ რომ მებაჟის მიერ დაიწერა. მასში ნახსენებია მრავალი ფულადი ერთეული, ვიდრე სხვა სახარებებში. სამი მათგანი ახალ აღთქმაში მეტჯერ აღარ გვხვდება. მხოლოდ მათეს სახარებაში წერია „დიდრაქმა“ (მათე 17:24), „სტატირი“ (მათე 17:27), და „ტალანტები“ (მათე 18:24). აქედან ვასკვნით, რომ სახარების ავტორი კარგად ერკვეოდა ნებისმიერ ვალუტაში და სურდა ქრისტეს მიმდევრებისთვის სრული სიზუსტით მოეყოლა, როგორი და რა რაოდენობის იყო ფული. იმის აღნიშვნაც აუცილებელია, რომ ამ სახარებაში ქრისტეს მოციქულებში, საუბარია „მებაჟე მათეზეც“. ეს მოციქულის თავმდაბლობაზე მეტყველებს. მარკოზი და ლუკაც წერენ მოციქულთა შორის მათეს შესახებ, მაგრამ არ მოიხსენიებენ მას დამამცირებელი სიტყვით „მებაჟე“.მოციქული მათეს თავმდაბლობა იმაშიც ჩანს, რომ ის თავს არიდებდა იმ დეტალების თქმას, რომელიც მხოლოდ მან იცოდა და რისი თქმის შემდეგაც ის ადამიანების თვალში მეტად ამაღლდებოდა. არ უთქვამს, რომ სუფრა იესოსთვის თავის სახლში გაშალა. ის მოკლე გამონათქვამით შემოიფარგლა „სახლში“ (მათე 9:9-10). ლუკა კი წერდა იმაზე თუ რა გააკეთა მათემ ქრისტესთვის „გაუმასპინძლდა თავის დიდ სახლში“ (ლუკა 5:29). მათემ თავის სახარებაში არ დაწერა ზაქესა და ფარისევლებსა და მებაჟის შესახებ იგავი (ლუკა 18:9-14; 19:1-10). ასე შეიძლება იმიტომ მოიქცა, რომ თავად მებაჟე იყო, მათ მსგავსად ვისი რწმენაც იესომ შეაქო ამ ორ ისტორიაში.

იესოს ექვსი მიმართვა

მათეს სახარებაში დაწერილი შედგება 6 ნაწილისგან, რომლებიც განლაგებულია გარკვეული თანმიმდევრობით და არ შეიცავს განმეორებით აზრებს. მათემ მასწავლებლის სწავლება თანმიმდევრულად გადმოსცა: თავდაპირველად ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (5-7 თავი); მას შემდეგ ზეციერ სამეფოზე ქადაგების მითითებები (10 თავი); სამეფოს ზრდის საიდუმლოებები (13 თავი); სამეფოს შიდა მშენებლობა (18 თავი); შვიდგზის „ვაი თქვენ“ სამეფოს მოწინააღმდეგეებს (23 თავი); და ბოლოს სამეფოს გამოჩენა მეფის მოსვლის დროს (24-25 თავი). იესოს ეს მონაყოლი უდიდესი განძია მათეს სახარებაში და იმსახურებს ღრმად შესწავლას.

მათეს სახარების მიზანი

მახარობელმა მათემ დეტალურად გადმოსცა ქრისტეს მცნებები განსაკუთრებული მიზნით. ის ცდილობდა დაემტკიცებინა იუდეველთათვის, რომ იესო ნაზარეთიდან ერთადერთი დაპირებული ქრისტეა, დავითისა და აბრაამის ძე. მათეს ყველაზე მეტი ციტატა მოყავს ძველი აღთქმიდან, ვიდრე სხვებს, რათა დაემტკიცებინა იუდეველებისთვის, რომ იესო არის ქრისტე, ზეციერი მეფე, რომელშიც ახდა ღვთის გამოცხადების აღთქმები. ამიტომაც გახდა მათეს სახარება მორწმუნეებისთვის საუკეთესო წიგნი. მისი წაკითხვისას და ღრმა გააზრებისას, ადამიანი მტკიცდება რწმენაში და სულიერად მყარდება. ამასთანავე ეს წიგნი სასარგებლოა აბრაამის შთამომავლობისთვის საქადაგებლად და ძალუძს მიაპყროს მათი ყურადღება მხსნელისკენ, რომელმაც საკუთარ თვზე აიღო ღვთის სასამართლო.

ეს ორი მიზანი: კეთილი უწყება და სწავლება - გასაოცრად არის გადაკვეთილი მათეს სახარებაში. ეს წიგნი ახალი აღთქმის თავშია მოცემული იმისთვის, რომ იესო განდიდდეს, როგორც ღვთის ძე.

მათეს სახარების დაწერის ისტორია

ეს უნიკალური ისტორია დაიწერა ჩ.წ 58 წელს ან ქრისტეს დაბადების 25 წლის შემდეგ. მეცნიერები თვლიან, რომ ის იერუსალიმის დანგრევამდე დაიწერა, ჩ.წ 70 წელს, რადგან მასში არ არის ნახსენები იერუსალიმის დანგრევის ფაქტი. პირიქით, მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები ადასტურებს, რომ ეს უნდა მომხდარიყო (23:37-38; 24:1-2). ამასთანავე მოციქულმა მათემ თავის სახარებაში მრავალი გაფრთხილება ჩაწერა, რომლებიც სადუკეველებს ეხებოდა, რადგან იერუსალიმის დანგრევის შემდეგ მათი ძალაუფლება და პოზიციები დათმობილიქნა.

აქ ჩვენ ვპოულობთ სანდო ჩანაწერებს და უფალი იესო ქრისტეს გამონათქვამებს; ის მოგვიწოდებს, როგორც ერთ დროს მათეს, მას გავყვეთ.

კითხვები:

  1. ვინ იყო მათე და რას ამბობდა ის საკუთარ თავზე?
  2. რა განსაკუთრებულობებით გამოირჩევა მათეს სახარება?
  3. რა არის მათეს სახარების მიზანი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 11, 2022, at 07:46 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)