Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 002 (Genealogy of Jesus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

1. იესოს გენეალოგია (მათეიესო 1:1-17)


მათეიესო 1:1
1 იესოს გენეალოგია...

რელიგიათა უმრავლესობა ეყრდნობა თავის წმიდა წერილს. ჩვენ კი ქრისტიანები არ ვეთაყვანებით რომელიმე წიგნს. ჩვენ პირადი ურთიერთობა გვაქვს უნიკალურ პიროვნებასთა, ვისიც გვწამს: ღმერთის სიტყვის, რომელიც ადამიანის სახით მოგვევლინა. მათეს მიერ დაწერილი სახარების წიგნი სულაც არ ჰგავს გამომგონებელთა დაწერილ წიგნს. მას გაურკვეველი სულის კარნახის მეშვეობით არ დაუწერია ის, არც სხვა სამყაროდან მოუსმენია ხმები. უბრალოდ აღწერა ნაზარეველი იესოს ცხოვრება და სიტყვები, რომელიც მას ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა, ვისიც სჯეროდა და ვისაც მიყვებოდა. მისი წიგნი - ისტორიული პიროვნების ცხოვრების მხილველის მონათხრობია, რომელმაც რეალური მოვლენები იხილა, რომელშიც იესო მეფეა, ქრისტე და მხსნელი.

სიტყვა „გენეალოგია“ ამ სახარების საწყისში, ბერძნულიდან ნიშნავს „ წყარო, წარმომავლობა, მოსვლა, სიცოცხლის მანძილზე განვითარება“. იესოს დაბადებამ ქვეყანაზე კი არ განსაზღვრა მისი არსებობა, ვინაიდან ის დასაბამიდანვე არსებობდა. მისი ყოფა არ განისაზღვრება დაბადებით ან სიკვდილით. ის ცოცხალია, რადგან ღმერთის სულია იგი, დიდებული და მარადიული, რომელიც ღმერთში ივანებს. ის თავადაა უფალი!

ნაზარეველ იესოს სხვადასხვა სახელები ჰქონდა. ის ღმერთის ძეს ეძახდა საკუთარ თავს; ამაქვეყნის სინათლეს; სიცოცხლის პურად, რომელიც სიცოცხლეს აძლევს ქვეყნიერებას. მტრები დამამაცირებლად უწოდებნდნე მას „მარიამის ძეს“, რომელსაც მამა არ ჰყავდა. მოწაფეები კი დიდი პატივისცემით ეძახდნენ მას „ მასწავლებელო“. მისი ნამდვილი სახელი კი „იეშუა“ იყო, რომელსაც არაბელი ქრისტიანების „იესუას“ ეძახიან. ეს უნიკალური სახელი დიდი შიშს იწვევს ბოროტ სულებში და ასევე დიდი მხიარულების მიზეზია ანგელოზებში. მასშია ღმერთის ნების მიზანი და მთელი ზეცის ძალა ამ ასოებშია, რომლებისგანაც შედგება ეს წმინდა სახელი. ჩვენ ამ მოკრძალებულ განმარტებას საკუთარი სახელებით კი არ ვიწყებთ, არამედ უფალი იესოს სახელით, ღმერთის სულისა, რომელმაც ხორცი შეისხა.

სახელი „იესო“ ახალ აღთქმაში შეგხვდებათ 950ზე მეტჯერ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სახელი ყველა სხვა სახელზე მაღლა დგას.

ლოცვა: უფალო იესო, შენ ცოცხალი ღმერთი ხარ! შენ ხორცი შეისხი და შენ ცხოვრებაში ჩვენ დავინახეთ უფლის ძალაუფლება, შენი სიტყვებიდან კი ჩვენ სულიწმიდის ძალა მივიღეთ. გვაპატიე ჩვენი უძლურება! დაგვეხმარე, რომ შენი არსი შევიცნოთ ბოლომდე და გირწმუნოთ, რათა მოგყვებოდეთ და შენი წმინდა სახელი „იესო“ ჩვენ მივიღოთ მოწმობით, საქმეებითა და მადლიერებით!

კითხვა:

  1. რატომ არ ეწებება ქრისტიანი, რომელიმე წიგნს, არამედ ეწებება იესოს პიროვნებას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 11, 2022, at 08:34 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)