Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 042 (In Christ, Man is Delivered)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 4 - ღმერთის ძალა გვანთავისუფლებს ცოდვის ბატონობისგან (რომაელები 6:1 - 8:27)

6. ადამიანი ქრისტეში იძენს თავისუფლებას ცოდვისგან, სიკვდილისგან და გასამართლებისგან (რომაელები 8:1-11)


რომაელთა 8:3-8
3 ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში, 4 რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერად; 5 ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე. 6 რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები - სიცოცხლე და მშვიდობა. 7 იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია. 8 ამიტომ, მათ, რომლებიც ხორცში არიან, არ ძალუძთ ასიამოვნონ ღმერთს.

ქრისტემ ახალი აღთქმა დადო ვინაიდან ძველი უძლური იყო, რომელმაც ვერ შეძლო გადაელახა ადამიანში მყოფი ცოდვა და გულისთქმა, რაც ხორცს ახასიათებს. ქრისტეს განკაცება იყო ახალი აღთქმის საწყისი და ღვთიური ტრიუმფის პირველი ეტაპი, რომელმაც დაამარცხა ადამიანის ხორცი, ვინაიდან ქრისტემ მასში მცხოვრები სულიწმიდის მეშვეობით შეძლო ბოლომდე მოეთვინიერებინა საკუთარი სხეული და ბოროტმა ვერაფერში ვერ დასდო მას ბრალი! თავისი უკომპრომისო ცხოვრებით მან განსაჯა, შეკრა და მოაკვდინა ცოდვა!

ქრისტემ მთელი თავისი ცხოვრება წმინდად იცხოვრა, ვინაიდან მისი ზეციერი მამის სულმა მოაკვდინა ცოდვა მის სხეულში, რომელიც მან მიიღო შთამომავლობით და მასში ნაკლი ვერ მოიძებნა! თავისი სიყვარულითა და მადლით მან აღასრულა რჯულის მოთხოვნები. ქრისტემ მიაღწია სიყვარულის და საკუთარი თავის უარყოფის მწვერვალს, როდესაც საკუთარ თავზე აიღო ჩვენი ცოდვები და მოკვდა ჩვენთვის, დაგვაჯილდოვა რა ღვთის სამართლიანობით თავისი სიკვდილით! ეს ღვთიური გამართლება ტრადიციული დოქტრინალური რწმენის მეშვეობით კი არ ხდება, არამედ სრულდება პრაქტიკულ ცხოვრებაში მისი სიყვარულის მეშვეობით, რომელიც დაფუძნებულია სიმართლეზე. ეს დიდებული სიყვარული ჩაიღვარა მორწმუნეების გულებში და მათ შეუძლიათ თქვან: ,,ჭეშმარიტად ქრისტე ცხოვრობს ჩვენში, გვხელმძღვანელობს და გვაძლევს მიმართულებას და აღგვძრავს რჯულის შესასრულებლად!“ ქრისტიანი არა ხორცის მიხედვით იქცევა ცოდვასთან მიმართებაში, არამედ სულით, მისი მიზნების თანახმად, მადლიერებით, სიხარულითა და სიწრფელით!

თუმცა ძირითადი კითხვები, რომელიც დგას შენს წინაშე შემდეგია: ხარ თუ არა სავსე სულიწმიდით? ცხოვრობს თუ არა შენში ქრისტე? შენი გულის ტახტზე ზის თუ არა ქვეყნიერების გამომსყიდველი? გამართლდი თუ არა იესო ქრისტეს სიკვდილით ჯვარზე და დადიხარ თუ არა განახლებულ ცხოვრებაში? რწმენა - ეს არ არის რაიმეს წარმოდგენა, არც დადგმული სანახაობრივი სცენარი, არამედ ცოცხალი სულიერი ძალა და ღმერთის თანდასწრება გამართლების სხეულებში.

სულიერი ადამიანი იცნობა იმითი თუ რაზე ზრუნავს ის. ის კი ზრუნავს პატიებასა და მშვიდობაზე. ხარ თუ არა მშვიდობის მყოფელი? ცდილობ თუ არა ღმერთთან და ადამიანებთან შერიგებულ მდგომარეობაში იყო, რათა ისინი განახლდნენ, რათა ღმერთს ბევრი შვილი ჰყავდეს და რომ ეს ღვთიური ცხოვრება აღსრულდეს ყველა ხორციელ ადამიანში, რათა მათაც დაიწყონ სულიერზე ზრუნვა.

ხოლო ვინც ცხოვრობს ღვთის სულის გარეშე, ხორციელია, სუსტი და გზააბნეული. ასეთი ადამიანი სცოდავს წმიდა სამების წინაშე თავისი აზრებითა და საქციელებით, საკუთარი სურვილების მონა ხდება და საბოლოოდ იმსახურებს სამართლიან ღვთის რისხვას და განკითხვას! ხორციელ ადამიანს არ სურს ღმერთის რჯულის მორჩილება, არამედ ბოროტად წინ უდგას მას საკუთარი ნებით. მას არ შეუძლია ღმერთისთვის მოსაწონი გააკეთოს ან უყვარდეს ის, თუ არ ირწმუნებს ქრისტეს, არ მოინანიებს და არ გარდაიქმნის გონებას. ადამიანი რომლის გულშიც არ ჩასახლდა სულიწმიდა დაკარგულია და ეცემა რა სულ უფრო და უფრო დაბლა დაღუპვისკენ მიდის! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ყოველი ადამიანი ვის გულშიც არ არის მოსიყვარულე სულიწმიდა, არ არის ქრისტესი, არამედ ეშმაკის მონაა!

სულიერი ადამიანი კი ფხიზელია. ის ინახავს ღმერთისგან მონიჭებულ მშვიდობას, უყვარს თავისი მტრები, ყოველდღე სთხვს ღმერთს, რომ მისცეს ძალა და დაცვა და მთელი გულით ცდილობს მიაპყროს ადამიანების ყურადღება იესოს სიცოცხლის და მშვიდობის წყაროს, რათა ისინი არ დაიღუპონ არამედ ჰქონდეთ საუკუნო სიცოცხლე. გახდი თუ არა ასეთი ადამიანი, ღმერთის სულით აღვსილი? აღგძრავს თუ არა ის, რომ წახვიდე შენს მეგობრებთან და აღასრულო სიყვარულის საქმეები სიამაყისა და ქედმაღლობის გარეშე?

ლოცვა: უფალო იესო, ღვთის მოყვარულო, რაოდენ მცირეა ჩვენი აზროვნება, რომ არ შეგვიძლია ჩავწვდეთ შენს სულს და შენს სიყვარულს! მაგრამ შენ შენი უსაზღვრო მადლით აგვავსე შენი მოთმინებით და დაგვაჯილდოვე შენი სხვა თვისებებითაც, რათა განგადიდოთ შენ მამასთან და სულიწმიდასთან ერთად, შენი ნების სიხარულითა და სიამოვნებით შესრულებაში! დაგვიცავი შენს მშვიდობაში რათა მოგყვეთ შენ შენი სულის ძალაში! მოგვეცი სიბრძნე და თავისუფლება, რათა მოვუწოდოთ ყველა ხორციელ ადამიანს დაგემორჩილონ და გადარჩნენ, შეიცვალნონ და ჭეშმარიტად განიწმინდონ!

კითხვა:

  1. რაზე ზრუნავს სულიერი ადამიანი და რას მიიღებს ხორციელი მემკვიდრეობით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:35 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)