Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 043 (In Christ, Man is Delivered)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 4 - ღმერთის ძალა გვანთავისუფლებს ცოდვის ბატონობისგან (რომაელები 6:1 - 8:27)

6. ადამიანი ქრისტეში იძენს თავისუფლებას ცოდვისგან, სიკვდილისგან და გასამართლებისგან (რომაელები 8:1-11)


რომაელთა 8:9-11
9 ხოლო თქვენ, ხორცში კი არ ხართ, არამედ სულში, თუ ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის. 10 და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის. 11 და რაკი თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.

პავლე უმოწმებს მორწმუნეებს რომში და ყველგან, რომ ღმერთის სულმა გადალახა მათი სხეულის სიზარმაცე და მათი სულის გახრწნილება, ვინაიდან მათი ცხოვრება დაფუძნებულია სულიწმიდის ძალაზე და მის აღძვრაზე. მან შექმნა ისინი, მოავლინა, გაზარდა, შეინახა, განამტკიცა, გაამყარა, აავსო ღმერთის სიყვარულით, სხვადასხვა მსახურებებისკენ მოუწოდა და მისცა ძალა, ამ მსახურებების შესასრულებლად! მორწმუნეების საიდუმლო - სულიწმიდის სუფევაა მათში!

და ვის გულშიც არ ჩასახლდა ღმერთის სული ის არ არის ქრისტიანი, თუნდაც გაუჩნდა თავის მშობლებს - ქრისტიანად, სიტყვა ,,ქრისტიანი“ ხომ ნიშნავს ,,ღვთის სულით ცხებულს“. და როგორც ქრისტე იყო ცხებული მამის სულის სისავსეში, ასევე მორწმუნეც. არც შენი სახელი, არც ოჯახი, არც ნათლობა, არც ეკლესიურ საქმეებში მონაწილეობა არ გაქცევს ქრისტიანად. მხოლოდ შენში მყოფი ღმერთის სული გაგხდის ქრისტეს სხეულის აქტიურ წევრად, მის საკუთრებად, მისი ტაძარის ერთ-ერთ ქვად! ყოველი, ვინც არ მიიღო ეს ცხოვრების ნიჭი და არ აღივსო ღვთიური სიყვარულით, არ არის ქრისტესთან ურთიერთობაში და მისგან შორს დგას! მხოლოდ ღმერთის სულისგან შობილი დგას ქრისტესთან ახლოს, ეკუთვნის მას და არის მის მეფობაში! ნუ იქნები თბილი არამედ იცოდე, რომ ვინც არ მიეწებება ქრისტეს მთლიანად და საუკუნოდ, მას არ აქვს წილი მასთან. არ წახვიდე მისგან და ნუ იქნები მერყევი, ვინაიდან რწმენა, რომელიც მერყევია - საერთოდ არ არის რწმენა!

ძვირფასო ძმაო თაყვანი ეცი უფალს, ვინაიდან ქრისტე ცხოვრობს შენში, თუ შენ მიიღე მისი სიყვარულის ცხებულება! ყველა სულით გაცოცხლებული მოწმობს ამ ჭეშმარიტების შესახებ, ვინაიდან თავად სული არწმუნებს მათ იმაში, რომ სუფევს მათ გონებაში!

მაგრამ დაუკვირდი, არ იფიქრო, რომ ქრისტე და ცოდვა ერთად გაჩერდებიან შენს სხეულში! შეუძლებელია რომელიმე ადამიანი გძულდეს და ამავდროულად გიყვარდეს ქრისტე. და შეუძლებელია დაემორჩილო უწმუნდურს და ამავდროულად მბობდე, რომ სულიწმიდით ხარ სავსე, ვინაიდან ის - ეჭვიანი სულია, რომელიც უმოწყალოდ ანადგურებს შენს ცოდვა! შენი სინდისი ვერ იქნება დამშვიდებული იქამდე სანამ არ აღიარებ ყველა შენს მიერ ჩადენილ ცოდვას, არ იტირებ მათზე, არ იგრძნობ მათ მიმართ ზიზღს, არ გატყდები და არ მისცემ შენ დალაქავებულ სულს შენ შემქმნელ - ქრისტეს! ღმერთის სული ებრძვის შენს ცოდვებს და სრულიად გწმენდს. იესომ სისუფთავისკენ კი არა სიწმინდისკენ მოგიწოდა!

ქრისტეს სისხლი გწმენდს ყოველგვარი უკანონობისგან, თუ ერწმუნე მას და მის აღთქმებს. მისი ძალა უფლობს შენს უძლურებაზე და ამყარებს შენს თავისუფლებას, და შენც ემორჩილები მას სულით და ცხოვრობ ერთი ღმერთისთვის. შენი სხეული კვდება შენი ცოდვების გამო, მაგრამ შენი სული რომელიც ზეციდან მოგეცა ცოცხლობს საუკუნოდ! სინამდვილეში ჩვენ გვაქვს შეუდარებელი იმედი, ვინაიდან ჩვენში ღვთის სიცოცხლეს ვატარებთ, როგორც წინაპირობა მომავალი დიდებისა, რაც გულისხმობს ჩვენი უფლის მოსვლას!

ის ძალა რომელიც ქრისტეში მოქმედებდა, როდესაც ის აღგდა სამარხიდან, მოსჩქებს ყოველი ცოცხალი მორწმუნისგან და მოქმედებს მასში. ღმერთი გადმოღვრის ჩვენზე თავისი სიცოცხლის მდინარეებს, ქრისტეს მოსვლის დროს! მაშინ გამოჩნდება, რომ უღმერთოების სული მკვდარია, ხოლო ჩვენ - ცოცხლები ვართ მისი მადლის მეშვეობით! მაშნ იმოქმედებს ღმერთის სული ჩვენში, იბრწყინებს დიდებაში, სიხარულსა და ძალაში , ვინაიდან ის თავად არის ღმერთი!

ლოცვა: ჩვენ თაყვანსგცემთ შენ ცოცხალო ღმერთო, ვინაიდან მოგვეცი სულიწმიდა, რათა ვიცხოვროთ საუკუნოდ, როგორც შენმა შვილებმა, გამართლებულებმა ქრისტეს სიკვდილის მეშვეობით და დაცულებმა შენში! მადლობას გიხდით, რომ შენ დაგვიხსენი ურწმუნოებისა და გახრწნილებისგან. სიკვდილს არ შეუძლია ჩვენი დატყვევება, ვინაიდან შენში ვართ დაცულნი, და ჩვენში შენი დიდების პირობაა!

კითხვა:

  1. რას აძლევს სულიწმიდა ქრისტეს მორწმუნეებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:36 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)