Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 050 (The Wonderful Works of Christ at the Hand of Peter)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ბ - გადარჩენის სახარების გავრცელება სამარიასა და სირიაში. წარმართთა მოტრიალება (საქმეები 8 - 12)

8. ქრისტე სასწაულებს ახდენს პეტრეს მეშვეობით (საქმეები 9:31-43)


საქმეები 9:31-35
31 ეკლესიას კი მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის მოშიშებით დადიოდა და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა. 32 ერთხელ, ყველა ადგილი რომ შემოიარა, პეტრე ლიდაში მცხოვრებ წმიდებთანაც მივიდა. 33 ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რვა წელიწადს დავრდომილი რომ იწვა სარეცელზე 34 უთხრა პეტრემ: "ენეას, გკურნავს იესო ქრისტე. ადექი და თავად გაისწორე სარეცელი”. და მაშინვე წამოდგა. 35 ყველამ, ვინც ლიდასა და შარონში ცხოვრობდა, იხილა იგი და უფლისკენ მოიქცა.

31-ე მუხლს ლუკასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რომელიც წერდა, რომ ქრისტიანული ეკლესია იზრდებოდა, დევნების მიუხედავად, რომელიც პალესტინის რეგიონში ხდებოდა, იქ სადაც თავად იესო დადიოდა. გალილეას ყველაზე მთიან ადგილებშიც კი იყო ეკლესიები, რომლებიც უცნობი ადამიანების მეშვეობით დაარსდა.

სავლეს ქრისტესკენ მოტრიალების პერიოდში, ქრისტიანების დევნა შესუსტდა. რჯულის მცოდნეები კმაყოფილები იყვნენ სტეფანეს სიკვდილით, რადგან ფიქრობდნენ, რომ მისი სიკვდილი იქნებოდა სხვებისთვის გაფრთხილება. პავლემ სამი წელი გატარა იერუსალიმისგან მოშორებით და დევნაც გარკვეული დროით შეჩერდა. სიძულვილი ჯერ კიდევ რჩებოდა, ნახშირის მსგავსად, რომელიც მიწის ქვეშ ფუნთფუთებდა და მზად იყო კვლავ ამოეხეთქა. თუმცა, არ ამოუხეთქავს და არ ქცეულა ღია დევნად მორწმუნეებისთვის.

ეკლესიებს, რომლებიც დამასკოში, გალილეასა და მხმელთაშუაზღვის სანაპიროებთან მდებარეობდა, კვლავ შეეძლოთ თავისუფლად სუნთქვა. მათ სულიწმიდაში სიყვარულის მეშოვეობით დააბრუნეს წერილის შესწავლა, მოთმინება, მსხვერპლიანობა და მოზიარეობა. მათზე უფლის შიში იყო, რომელიც სიბრძნის წყაროა. ქრისტიანების სიხარული და სიყვარული, წმიდა სამებაში გაერთიანებულია და ეს კეთილსურნელებაა წმიდასთვის. თუ ჩვენ ქებითა და მადლიერებით ვუწოდებთ ღმერთს მამას, მაშინ არ უნდა დაგვავიწყდეს პირველი ლოცვა: „დაე წმიდა იყო სახელი შენი!“

ეკლესიებში, რომლებიც ცხოვრობენ უფლის წინაშე სიყვარულში, სულიწმიდით აღვსილნი, იქ უსათუოთ იქადაგება სახარება. ასეთი გამოღვიძების მხარდაჭერისთვის არ არის აუცილებელი განსაკუთრებული შეკრებები, ვინაიდან ყველა მორწმუნე სინათლეა წყვდიადში. უფალში განმტკიცებული ყველა ადამიანი ჰგავს კაშკაშა ვარსკვლავს, რომელიც შუაღამით ბრწყინავს და გადარჩენისკენ გზას ანათებს. სულიწმიდა ცხოვრების შეცლითა და ღმერთის სიტყვით ეხება ადამიანის გულებს, რომლებშიც უფლის შიშია. მონანიება უფლის რწმენის გვირგვინია. გადარჩენის სახარებას ადამიანი ჯვარცმამდე მიჰყავს, და მაშინ მორწმუნე იძენს ბეჭედს, რომელიც მასში მყოფი სულიწმიდაა. ის ჩვენი ქადაგებების შთამგონებელია. ის ეხება ადამიანების ზეციდან შობილი მორწმუნეების მეშვეობით. ეკლესიები აქტიურია მისი ძალის მოქმედების დახმარებით. როგორ ხდება თქვენს ეკლესიებში, ძირფასო ძმებო? გიყვართ თუ არა ერთმანეთი? ხართ თუ არა განმტკიცებულნი ქრისტეში? ჟღერს თუ არა თქვენი დამოწმება ადამიანებთან, თქვენში მყოფის ძალით?

ახლა როდესაც ეკლესიებში გამობრწყინდა თავისუფლების შუქი და მშვიდობა, დევნების გარეშე, პეტრეს თავისუფლად შეეძლო დაეტოვებინა იერუსალიმი, ქრისტიანობის ცენტრი. ის წავიდა ყველა ეკლესიაში ჩრდილოეთსა და სამხრეთში, დასავლეთიდან აღმოსავლეთში. ის ასევე ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე გაემგზავრა და დარჩა ერთ-ერთ ქალაქში, იოპოში.

ამ პატარა ქალაქ ლიდეში იყო წმინდანთა შესაკრებელი, რომელიც უფლის მიერ იყო ამორჩეული, წუთისოფლიდან დაძახილებისთვის. უფალმა ისინი იესო ქრისტეს სისხლით განწმიდა, აღავსო სულიწმიდით და თავისები გახადა. ისინი წმიდები გახდნენ უფლის რწმენით მადლის მეშვეობით. ისინი გადარჩნენ, გამყარდნენ, განიწმიდნენ და უფლის სიყვარულში იყვნენ.

ამ უპირატესობების მიუხედავად, მათ შორის იყო უბედურება, სნეულება და ცდუნებაც. ერთ-ერთი მორწმუნე რვა წელი პარალიზებული იყო. მოისმინა თუ არა პეტრემ მის შესახებ, მისი სახლის ძებნა დაიწყო. როგორც ერთგულმა მსახურმა მოინახულა ეს ადამიანი და უამბო ქირსტეს შესახებ. ამ შეხვედრისას, როდესაც ისინი ლოცულობდნენ ერთად და აღიარებდნენ ცოდვებს, სულიწმიდის ძალის მოქედება იყო. პეტრემ დაუმოწმა პარალიზებულს, რომ მისი ცოდვები ნაპატიებია და უთხრა: „ძმაო, უფალი იესო ქრისტეს გკურნავს შე!“ ამ სიტყვებით პეტრემ სახარების არსი გადმოსცა და აღიარა, რომ იესო ნაზარეთიდან არის ჭეშმარიტი ქრისტე, რომელსაც მიცემული აქვს მთელი ხელმწიფება ზეცაში და მიწაზე. მისგან მოდის გადარჩენის და განკურნების ძალა, ერთი მორწმუნეად მეორეზე, როგორც თქვა ქრისტემ: „ვინც მე მირწმუნებს, როგორც წერილში წერია, მისგან წამოედინდება ცოცხალი წყლის მდინარეები“.

ამ პარალიზებულმა ადამიანმა, ენიმ, მოისმინა და ირწმუნა. ის დაემორჩილა მოციქულებს, ადგა და აიღო თავისი მატრასი, რომელზეც ბევრი ცრემლი ღვარა. შემდეგ კი ის იჯდა სხვებთან ერთად და უფალს ადიდებდა სამლოცველო კრებულში. ყველა მორწმუნე, ვინც იცნობდა ამ ერთგულ, მომთმენ ძმას, ხარობდა და ყიჟინებდა. ისინი არ ამტკიცებდნენ, რომ პეტრემ რაიმე სასწაული ჩაიდინა, არამედ იძახდნენ, რომ თავად ქრისტე მოქმედებდა ეკლესიაში და კურნავდა ხალხს. ცოცხალი უფალი განადიდებდა თავის სახელს მრავალი სასწაულებითა და ნიშნებით.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით შენი ეკლესიის ზრდისთვის. აგამაღლებთ შენ შენი ძალისთვის, რომელიც მოქმედებს შენს მონებში. გევედრებით ძალაზე, ვინაიდან ჩვენი რწმენა უძლურია. გვაპატიე ჩვენი ცოდვები და გაგვწმიდე ყოველგვარი ბოროტებისგან! განგვკურნე „თბილი“ დამოკიდებულებისგან შენთან და დაგვეხმარე ვიაროთ შენი გზებით!

კითხვა:

  1. როგორ განკურნა უფალმა ენეა ლიდაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:13 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)