Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 014 (Peter’s Sermon at Pentecost)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

6. პეტრეს ქადაგება ორმოცდამეათე დღეს (საქმეები 2:14-36)


საქმეები 2:33-36
33 ამგვარად ამაღლდა იგი ღმერთის მარჯვნივ, მამისგან სულიწმიდის აღთქმა მიიღო და მოჰფინა იგი, რასაც თქვენც ხედავთ და ისმენთ. 34 რადგან დავითი არ ამაღლებულა ზეცად; თვითონვე ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, 35 ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად. 36 მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით”.

ხანგრძლივი შესავლის და გადარჩენის პრინციპების აღწერის შემდეგ, პეტრემ საბოლოოდ აჩვენა თავის მსმენელს ქრისტესი, რომელიც ღმერთმა წარმოგზავნა, რათა ჯვარცმულიყო და აღმდგარიყო, და სულიწმიდის გადმოღვრას შორის დამოკიდებულება. ქრისტეს მოსვლა, სიკვდილი და მისი აღდგომა საჭირო იყო იმისთვის, რომ ახალი ერა ჩამოყალიბებულიყო, რადგანაც ჯვრისა და აღდგომის გარეშე სულიწმიდა ვერ მოვიდოდა.

იესო ამაღლდა და მამის მარჯვნივ დაჯდა, მამასთან სრული შეთანხმებით. ღმერთმა გადმოღვარა იმის დიდებული პატივი და დიდება, რომელიც უკუგდებული და დამცირებული იყო იუდეველთა მიერ. მან მისცა მათ სრული უფლებამოსილება ზეცასა და მიწაზე და გადასცა სრული ძალაუფლება მის ხელთ მამის აღთქმულის აღსასრულებლად. ქრისტემ წარმოგზავნა სულიწმიდა, რათა მას ეცხოვრა მის ერთგულ, მლოცველ მიმდევრებში. სულიწმიდა მოდის იმიტომ, რომ ქრისტემ ჯვარზე მამასთან შეგვარიგა. ის შუამდგომლობს ჩვენზე, როგორც მამის წმიდა მღვდელმთავარი. ქრისტეს შუამდგომლობითმა მსახურებამ კი სულიწმიდის გადმოღვრა მოიტანა.

კონკრეტულად რომ ვთქვათ, მხოლოდ იესოს ნაზარეთიდან შეუძლია ღმერთთან ახლოს იყოს და იშუამდგომლოს მადლის ტახტის წინაშე. ყველა წინასწარმეტყველი, მეფე და რელიგიის დამფუძნებელი ან სამარხში არიან ან ზეცაში, როგორც აბრაამი, მოსე და ელია. დ მხოლოდ იესო, იმდენად ახლოა ღმერთთან, რომ ისინი ერთნი არიან. ის სამუდამოდ რჩება მამაში, მამა კი მასში. სულიწმიდის გამოცხადებაში დავითმა სწორედ ეს მამისა და ძის ერთობა დაინახა. ის ისმენდა მამის და მისი ქრისტეს საუბარს. მან გაიგო რა უთხრა მამამ ქრისტეს ამაღლების შემდეგ, რომელიც ანგელოზთა გალობით იყო გარემოცული. მამამ განუცხადა: „დაჯექი და დაისვენე, რადგანაც დაასრულე დინება ადამიანურ სხეულშ. შენ გადარჩენა მოიპოვე. ახლა კი ჩემი სულის ძალით ვიმოქმედებ. ის მოახდენს გადარჩენას ყველა ჩემ მძებნელში, ხოლო უმართლოებსა და დაუმორჩილებლებზე სამსჯავროს მოიტანს“.

სასამართლო ამოქმედდა ადამიანზე სულიწმიდის გადმოღვრის შემდეგ. პეტრემ, სულიწმიდისგან შთაგონებულმა, პირდაპირ განუცხადა იუდეველებს, რომ ღმერთი უფლის ფერხთით მოაქცევდა მათ თუ არ მოინანიებდნენ და არ ირწმუნებდნენ მას. მათზე სამსჯავრო მოვა თუ არ მიიღებენ ღვთის ძეს ცრემლებით. ეს საშინელი განცხადება ეკუთვნის ყველა დანარჩენ ადამიანსაც, მსოფლიოს ყველა კუთხეში. ამ სასამართლოში მოიაზრება მრავალი სხვადასხვაგვარი ადამიანური დაჯგუფება თუ რელიგია. ვინც ძეს არ მიიღებს, ის სამუდამოდ შებოჭილი და ქრისტეს ფერხთით დაგდებული იქნება.

პეტრემ თავის თანამსახურებს აჩვენა, რომ ორმოცდამეათე დღის შემდეგ სულიწმიდას დაბრკოლებების გარეშე შეუძლია ჩვენი სამყაროს ნებისმიერ ნაწილში ყოფნა. ქრისტემ გააქრო ადამიანსა და ღმერთს შორის გამყოფი ხაზი. დღეს გადარჩენა სრულდება მათში , ვისაც სწამს.

სამწუხაროდ ჭეშმარიტების სული ვერ იქნება ყველა იუდეველში, რადგანაც ძველი აღთქმის ხალმა ერთი ცოდვა არ აღიარა: ქრისტეს მკვლელობა, ხოლო შემდგომ, მისი სიკვდილის მერე უარყოფა. სულიწმიდამ მქადაგებელი აღძრა, რომ ელაპარა სიტყვები, რომლებიც მსმენელთა გულებს შეეხებოდა და დაჭრიდა, როგორც დანა: „იესო, ეს ახალგაზრდა კაცი ნაზარეთიდან, ასი პროცენტით ღმერთია, რომელიც ზეცამ მიიღო, და რომელიც მამის მარჯვნივ დაჯდა! ის ჭეშმარიტი ღმერთისგან მოსული, ჭეშმარიტი ღმერთია. თქვენ თავად ცხებული-ქრისტე გააკარით ჯვარს!“ ამ სიტყვებით ყველაზე თამამმა და გახსნილმა მოწაფეებმა განუცხადეს იუდეველბს, რომ მათ ცხოვრების ყველაზე მნიშნელოვანი დრო გაუშვეს ხელიდან. მათ ღმერთთან აღთქმა დაარღვიეს, რადგანაც მისი აზრი ვერ გაიგეს. პეტრემ ძლევამოსილი ღმერთის სახელით შერისხა თავისი ერის შვილები. ისინი ადამიანმა კი არ განიკითხა, არამედ თავად მოსამართლემ, რომელმაც სიღრმისეულად გააპო მათი სინდისი.

პეტრემ დიალოგის დასაწყისში, ზოგიერთი იუდეველი დასცინოდა მოწაფეებს, რადგან ეგონათ დათვრნენ, სულიწმიდის სიხარულისგან აღვსილები. პეტრემ განუმარტა მათ ჭეშმარიტება არა რიტორიკული მეთოდით, არამედ სულიწმიდის ძალით. მან აუხსნა თუ ვინ არის სულიწმიდა, საიდან მოვიდა და რატომ იყო მათ შორის. ბოლოს კი დიდებული სიმკაცრით განაცხადა, რომ ქრისტეს მკვლელობა იყო ყველაზე საშინელი დანაშაული მისი ერისა. ამ მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, რომ სულიწმიდა არასდროს მიდის კონპრომისზე და არ გვაძლევს ნებას ავურიოთ სიმართლე სიცრუეს. ის განიკითხავს ჩვენ ურჩობას და ამსხვერვს ჩვენ სიამაყეს. აწი თუ მოისმენთ მის ხმას, არ გაიქვავოთ გულები!

ლოცვა: მამაო, ჩვენ შემოგცოდეთ და შენი ძის ჯვარცმაში მივიღეთ მონაწილეობა! თავად გავაკარი ის ჯვარზე ჩემი ცოდვებით. გთხოვ მაპატიე და გამწმიდე შენი სულით, რათა უარვყო ყოველი ცოდვა და არ ცავვარდე განსაცდელში! მინდა ვაღიარო იესო, როგორც უფალი და ვაკეთო მისი ნება, მისი სიყვარულის ძალით! გთხოვ უფალო შეიჭრა ყველა გაქვავებულ გულში, რათა მოინანიონ და მობრუნდნენ შენკენ! და დაე განიკურნონ თავინათ მონანიებულ გულებში!

კითხვა:

  1. რატომ ამაღლდა იესო ზეცად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:37 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)