Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 004 (Introduction to the Book)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

1. მოციქულთა საქმეების წიგნის შესავალი და ქრისტეს ბოლო აღთქმა (საქმეები 1:1-8)


საქმეები 1:6-8
6 ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას: "უფალო, ამ დროს ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?” 7 უთხრა მათ: "თქვენ არ გეხებათ დროების ან ვადების ცოდნა, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით. 8 არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.

როდესაც მოწაფეები მივიდნენ იესოსთან ამ მიწიური და პოლიტიკური კითხვით, სულიწმიდა ჯერ მიღებული არ ჰქონდათ. ისინი ჯერ კიდევ თავიანთ იუდევლურ პატრიოტიზმსა და პასუხისმგებლობებზე ფიქრობდნენ იერუსალიმში. მათ გადაწყვიტეს, რომ მეფე ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, დაიწყებს დიდებაში მეფობას იერუსალიმსა და ყველა სხვა ერზე. გასაკვირი ის არის, რომ ქრისტე ამას არ უარყოფდა. მან დაადასტურა, რომ ღვთის მეფობა ნამდვილად დადგება. თუმცა მკაფიოდ და გასაგებად უთხრა თავის მოციქულებს, რომ ეს ზეციური მეფობა არ იქნება ისეთი, როგორიც ადამიანების წარმოსახვაშია და არა აწმყო დროში.

ღმერთს განსაკუთრებული გეგმა აქვს. ის დასაბამიდანვე ხედავდა ერების ისტორიას და მისცა ყველა ტომსა და ერს დრო წრფელი მონანიებისა და ცოცხალი რწმენისთვის. ასევე მან განსაზღვრა თავისი მოთმინების საზღვრის დროები. საბოლოო ჯამში დროის და ისტორიის ასეთი წინასწარი განსაზღვრა არ წინასწარმეტყველებს ბედის დანგრევას ან ღმერთის საშინელ დადგენილებას, რადგანაც ვიცით, რომ დროის კურსი ჩვენი ზეციერი მამის მიერ არის განსაზღვრული. ჩვენ ვიცით, რომ მის სიყვარულს მოჰქონდა და მოაქვს კიდევაც სიყვარული ჩვენ სამყაროში. რამდენადაც მისი სიყვარული დროს ფლობს, არაფრის უნდა გვეშინოდეს. ჩვენი მამა - მმართველი და ჭეშარიტი ძალაუფლებაა! ვერც ერთი შეიარაღებული მოწინააღმდეგე ვერ დაუდგება მისი ნების შესრულებას წინ, რადგანაც მისი მეფობა არამხოლოდ სულიერ სფეროში იქნება გავლენიანი, არამედ ის მთელი თავისი ძლევამოსილებითა და დიდებით მოვა. ღმერთის ძალაუფლება დაფუძნებულია სიყვარულსა და ჭეშმარიტებაზე და არა უსამართლობაზე. ვინც ღმერთი შეიცნო, როგორც მამა - ხარობს მომავლით.

ქრისტემ მოწაფეების გონება გაანთავისუფლა ყოველგვარი პოლიტიკუ აზრისგან და მოამზადა თავისი მიმდევრები მამის აღთქმულის სანახავად. ის საუბრობდა ამ აღთქმის შესრულებაზე, როგორ „ძალის მიღებაზე“. ძვირფასო მკითხვები, გაგიცნობიერებია თუ არა, რომ სუსტი ხარ და რომ გარდაიცვლები ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანები? ღმერთის დიდებასთნა, სიწმიდესა და სიბრძნესთან შედარებით ძალიან სულელი და მოკვდავი ხარ. ღმერთის ძალა არ გადმოდის ბუნებრივ ადამიანზე. ვერ შეცვლი შენს თავს შენივე ძალისხმევით, შენ ხომ სუსტი ხარ, როგორ ყველა ადამიანი და შენ - ცოდვის მონა ხარ. ამყარებდა რა იესო თავის დაფარულ მეფობას, მან პირველ რიგში თავის მიმდევრებს ძალა მისცა. ბერძნულად სიტყვა „ძალა“ ჟღერს ასე „დიუნამისი“, როგორც „დინამიტი“. ღმერთის ძალა აფეთქებას ახდენს ჩვენ ქვის გულებში და ქმნის ჩვენში მოწყალე გულს; ის ჯაბნის ჩვენ გაქვავებულ გონებას და ჩვენ ვიძენთ უნარს ვიფიქროთ ღვთიურზე. ქრისტეში მორწმუნეების ზეციური ნიჭი - ეს იგივე განსაკუთრებული ძალაა, რომლითაც მან სამყარო შექმნა. ეს ძალა იესოში აშკარად ჩანს.

მიიღე თუ არა ღმერთის ძალა, თუ ჯერ კიდევ მკვდარი ახრ შენ ცოდვებში? ცხოვრობ თუ არა მამის სიყვარულში? შეგიძლია თუ არა ყველაფერო აკეთო იმის მეშვეობით, ვინც გადაგარჩინა? მისი ძალა სრულყოფილია შენ უძლურებაში. იცი თუ არა, რომ მართლის გაძიერებულ ლოცვას ბევრი რამის შეცვლა და მიღწევა შეუძლია?

ღმერთის ძალა საიდუმლო არაა. ის თავად არის წმიდა ძალა, რომელიც დასაბამიდაა; ის - ერთია სამპიროვანი ერთ ღმერთში, რომელიც იმსახურებს ჩვენ თაყვანისცემას და მიძღვნას. ჩვენ თაყვანსვცემთ ღმვთიურ სულს სრული სიხარულითა და მადლიერებით, და ჩვენ ვადიდებთ მამისა და ძის ამ შუქს. ის ჭეშმარიტად ჩასახლდა ჩვენში, უბადრუკ ადამიანებში, განამტკიცა ჩვენი ქრისტეში გადარჩენა და გახსნა ჩვენი შინაგანი თვალები ღმერთის რეალობის დასანახად. ის ჩვენი ზეციერი მამაა. არცერთ ბუნებრივ ადამიანშ არ დევს ღვთიური ბუნება, როგორც ბუნებრივი ინსტიქტი. ის ჩვენი შინაგანი სამყაროს გარედან მოდის და ანათებს ქრისტეს მოყვარულებს, ავსებს მათ მისი სიცოცხლით, სიყვარულითა და მშვიდობით.

არავის შეუძლია ქრისტეს „უფალი“ უწოდოს, თუ მას სულიწმიდა არ ჰყავს. ის განამტკიცებს ჩვენში ჭეშმარიტ რწმენას. ძე სულისა ხსნის ჩვენ ბაგეს და გვასწავლის ზეცუერ ენაზე საუბარს. ის აღგვძრავს, რომ ვთქვათ: „ზეციერო მამაო, რომელიც ხარ ცათა შინა. წმიდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა შენი. და იყოს ნება შენი, ვინთარცა ცათა შინა.“ გახსენი თუ არა შენი სული ამ სულისთვის? იცი თუ არა, რომ ის აქ არის და მას მიზანმიმართულად სურს შენი ავსება?

სულიწმიდამ, მოციქულებს, რომლებიც აქამდე უძლურნი იყვნენ, მისცა შესაძლებლობა ქრისტეს და მის ღვთიურ ბუნებას ჩაწვდომოდნენ. ის მათში რწმენას ამყარებდა, მიყავდა ისინი დასამოწმებლად მის ჭეშარიტებაზე და აძლევდა მათ ძალას თავმდაბლობით შეესრულებინათ მისი ნება. სულიწმიდა ქრისტეს მოწმეებს გვხდის. ჩვენ არ უნდა წარმოვქმნათ ჩვენში მონანიება და ვიაროთ და ყველგან ვიკვეხნოთ ჩვენი ზეციდან შობით. ჩვენ უნდა მიუთითებდეთ ჩვენ მხსნელსა და გამომსყიდველზე, ვაღიარებდეთ მის წინაშე ჩვენ უკუმღმართობას, ვამოწმებდეთ იესოს ძალაუფლების შესახებ, ვპატიობთ ცოდვებს და ვაჩვენებდეთ ყველა ადამიანს, რომ სულიწმიდისგან შობილი არის ჭეშარიტად ღვთის ძე. მან გაგვწმიდა თავისი წმიდა სისხლით და გაგვამაგრა თავისი სულით. უნდა გვჯეროდეს და ვასწავლიდეთ სხვებს, რომ უფალი იესო დღეს მრაავლს ცვლის თავისი სახარების სულით. ის თავისი სიტყვებით დევნის ბოროტ სულებს არაწმიდა ადამიანებისგან და აშენებს თავის სამეფოს მათ დამსხვრეულ გულებში. უნდა აღინიშნოს, რომ არაბული სიტყვა „შაჰიდი“ ნიშნავს ორ რამეს: „მოწმე“ და „მტაჯველი“. ამიტომაც არ გაგიკვირდეთ თუ ამა სოფლის სული აღდგება თქვენ წინააღმდეგ, ვინაიდან ის უკვე აღდგა ჩვენი უფლის წინააღმდეგ და ჯვარს აცვა იგი.

ღმერთის სულმა დაიწყო ამაღლება იერუსალიმში. მან, როგორც ალმა გაიარა იუდეა, მივიდა სამარიამდე და შემდგომ ანტიოქიაში და გავრცელდა მცირე აზიაში. ამავდროულად მან გარემოიცვა ჩრდილოეთ აფრიკა, ეთიოპია და ირაკი, შევიდა საბერძნეთში და დაიპყრო რომის დედაქალი. ლუკამ გამოიცნო ღმერთის სიყვარულის მხურვალე მოძრაობა და ეს მთელ წიგნში აღნიშნა. ახლა სახარების ალამი შენს ხელთ არის, ძვირფასო მორწმუნევ, და ჩვენ გეუბნებით შენ: „გაანათე შენ გარშემო ღმერთის ძის სიყვარილით, ვინაიდან შენ - სოფლის ნათელი ხარ!“ მაგრამ ჯერ გამოცადე საკუთარი თავი: მიიღე თუ არა ღმერთის ძალა? არის თუ არა შენში სულიწმიდა? თუ არა მაშინ დაელოდე უფლის აღთქმულს და სთხოვე მას ლოცვაშ, რომ მოგცეს თავისი სული. სახარების კითხვით შენ ნათლად გახსნი შენ თავს მამის აღთქმულისთვის.

ლოცვა: მამაო, თაყვანსგცემთ და გვიყვარხარ, რადგან შენ შილებად გვაქციე შენი ძის სიკვდილის მეშვეობით! შენი დიდიება სრულდება ჩვენში, შენი სულიწმიდის მეშეობით! დაგვიცავი შენ სიყვარულში, ვინაიდან მამა ხარ ჩვენი! ჩვენ მადლიერებით გიძღვნით ჩვენ თავს შენ და გთხოვთ აგვავსო შენი სულიწმიდით, რათა ყველაფერი ჩვენ გარშემო იყო განათებული შენი სახელით!

კითხვა:

  1. ვინ არის სულიწმიდა? რა ჩანაფიქრი და განზრახვა აქვს მას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:27 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)