Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 048 (Jesus and his brothers)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
1. იესოს სიტყვა კარვობის დღესასწაულზე (იოანე 7:1 – 8:59)

ა) იესო და მისი ძმები (7:1-13)


იოანე 7:1-5
1 ამ მაბების შემდეგ გალილეაში დაიოდა იესო. იუდეაშ არ სურდა სიარული, რადგან მოსაკლავად დაეძებდნენ იუდეველნი. 2 ახლოვდებოდა იუდეველთა კარვობის დღესასწაული. 3 მაშინ მისმა ძემბმა უთხრეს: „წადი აქედან და იუდეაში მიდი, რატა სენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმები, რომელთაც აკეთებ 4 ვინაიდან ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე წუთისოფელს“. 5 რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.

ხალხი იესოს სიტყვებით გაკვირვებულები იყვნენ, მისი დიდების შესახებ. ზოგიერთი მისი მეგობარი მასთან ერთად წავიდა იერუსალიმში იმიტომ, რომ მრავალმა მიატოვა ის გალილეაში. დედაქალში მცხოვრებმა ხალხმა დაკეტეს გული ჭეშმარიტების შესაცნობად, არ სჯეროდათ, რომ მას შეეძლო მკვდრების გაცოცხლება და ქვეყნიერების განსჯა, როგორც ღვთისმოშიშმა გალილეველებმა უარყვეს მისი ხორცისა და სისხლის მიღების აზრი. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ საუბარი იყო საიდუმლო სერობის სიმბოლოებზე.

რამდენიმე სინენდრიონის წევრმა იერუსალიმში, გადაწყვიტა მისი მოკვლა. მათ გასცეს ამის შესახებ განკარგულება და ასევე ემუქრებოდნენ ხალხს, რომ ტაძრებიდან გააძევედბნენ და ვერ მიიღებდნენ ვერანაირ კკურთხევას თუ ამ პროცესს შეუშლიდნენ ხელს. მინდობილი პირები აგროვდნენ იესოს შესახებ ინპორმაციებს გალილეაში. არ არის გასაკვირი, რომ მრავალმა მიატოვა ის, რადგან მათ წინაშე არცევანი იყო: დევნის განცდა ძალაუფლების პირებისგან ან მასში გადარჩენის მიღება მომავალში. მათ ამოირჩიეს აწმყო და არა მომავალი, საკუთარი უსაფრთხოება არჩიეს და არა უფლის საჩუქარი.

იესოს ძმებს ეშინოდათ, რომ საზოგადოებიდან გარიყულები იქნებოდნენ. მათ საჯაროდ უარყვეს ის, რათა თავიდან აერიდებინათ სინაგოგებში უხერხულობა (მარკოზი 6:3). ისინი თხოვდნენ მას, რომ გალილეა დაეტოვებინა, რათა მის გამო ტავის მართლება ან პასუხის გება არ დასჭირვებოდათ, ან შესაძლოა იმიტომაც, რომ თავისი დიდება იერუსალიმში გამოეჩინა. წლები გაატარეს მასთან და ვერ დაიჯერეს მისი ღვთიურობის შესახებ, მის სიყვარულსა და სიკეთეს ჩვეულებისამებრ აღიქვამდნენ. სამწუხაროა, რომ ბევრი მორწმუნე დღესაც დიდ პატივს სცემს იესოს მისი სიყვარულისთვის, მაგრამ არ წყურიათ მისი ჭეშმარიტების შეცნობა.

იესოს ძმებმა იხილეს მისი სასწაულები. მიუხედავად ამისა, მათ არ სჯეროდათ, რომ ის იყო შეპირებული მესია, რომელთა წინაშეც ყველას მუხლი მოიდრიკება. ისინი დარდობდნენ, რომ იესო კარგავდა წარმატებას და ხალხი ტოვებდა მას. ისინი ცდიდნენ მას, როგორც ეშმაკი უდაბნოში, რომელმაც შესთავა იესოს თავისი დიდება ტაძარში გამოევლინა, თაყვანისმცემელთა ხალხის წინაშე. მათ უნდოდათ, რომ ასეთი გზით მას მრავალი ადამიანის ყურადღება მიეპყრო. მაგრამ იესო არ მოსულა საკუთარი თავის განსადიდებლად და ყურადღების მისაპყრობად ნიშნებითა და სასწაულებით. ის თვინიერი და მორჩილი იყო, მიიღო ადამიანური უძლურება და მონის ხატება.

იოანე 7:6-9
6 ამაზე იესომ უთხრა მათ: „ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი ყოველთვის არის. 7 ჭუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ, რადგან ვამოწმებ, რომ ბოროტია მისი საქმენი. 8 თქვენ ადით ამ დღესსწაულზე, ხოლო მე ჯერ არ ავალ, რადგან ჩემი ჟამი ჟერ არ დამდგარა. 9 ეს უთხრა და დარჩა გალილეაში.

ადამიანები ამაყები არიან, რადგან ეშმაკმა ჩადო მათში ეს სიამაყე. სიამაყე - სულის ავადმყოფობისა და ადამიანის ფსიქიკის სიმბტომია. ჭეშმარიტება მდგომარეობას იმაში, რომ ადამიანი ღმერთთან შედარებით მცირეა და მოკვდავი. მაგრამ ის ცდილობს ამ უძლურების და სისუსტის დამალვას და არ ავლენს ამას საჯაროდ. ამაყი ადამიანი თავის თავს ღვთიურ არსებად წარმოაჩენს, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია რაც უნდა, ან სულაც არაფერს იზამს თუ არ სურს. ის გეგმავს თავის ცხოვრებას და დროს ღმერთის გარეშე. თავისი ბუნებით ის ხდება ღმერტის მოწინააღმდეგე. მას უყვარს საკუთარი თავი, და არა ღმერთი, და ამაღლებს საკუთარ სახელს, და არა ზეციური მამის სახელს.

მხოლოდ ადამიანების აზრი და ზრახვები კი არ არის გაფუჭებული, არაედ მათი საქმეებიც ცუდია. ვინც უღმერთოთ ცხოვრობს ის ღმერთის საწინააღმდეგოდ ცხოვრობს. ცოდვამ თავისი კვალი დატოვა ადამიანთა შემოქმედებაში, მათი მეცნიერული სწავლებები, პოლიტიკური პრინციპები და ფილოსოფიური სისტემები. მათში სიკვდილის მარცვლებია.

ქვეყნიერებამ შეიძულა ქრისტე. ისარ მოსულა იმის საკეთებლად, რაც მას უნდა. ის მამასტან ერთია და ყოველთვის მამის ნებასთან შეთანხმებით აკეთებს. რელიგიური ადამიანებისთვისაც კი იესო დაბრკოლება იყო იმიტომ, რომ სიყვარული რომელსაც ის გასცემდა არ იყო კანონიერი არამედ ღვთიური. ისინი ვერ იტანდნენ იესოს, რადგან მისი თანდასწრება ფარდას ხდიდა მათ ცრუ სამართლიანობას.

ქრისტეს ძმებმა სულიწმიდაც უარყვეს. ისინი ქვეყნიერების სულით იყვნენ სავსენი და ამიტომაც იზიარებდნენ ფარისევლების აზრს. მათი მცირე რწმენა მოწმობა იმის შესახებ, რომ მათ არ ჰქონდათ ღმერთის სულის სიყვარული - ისინი სხვა სულებით იყვნენ მართულები, რომელიც ადამიანში სიამაყეს სახავს და ღმერთის წინააღმდეგ გამოდის. ისინი თავს იტყუებდნენ, საკუთარი საქმეების ფასეულობების დაჯერებით.

იოანე 7:10-13
10 რადგან მას მერე, რაც მისი ძმები ავიდნენ დღესასწაულზე, თვითონაც ავიდა, ოღონდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად. 11 იუდეველნი კი ეძებდნენ დრესასწაულზე და კითხულობდნენ, ის სად არისო. 12 ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე ხალხში. ერთნი ამბობდნენ კეთილიაო, სხვები კი - არა, ხალხს აცდუნებსო. 13 ოღონდ იუდეველებისადმი შიშის გამო ღიად არავინ ლაპარაკობდა მასზე.

ყოველ წელს იუდეველები მხიარულად ღნიშNავდნენ კუშეის დღესასწაული. ხეების ტოტებისგან კარვებს აკეთებდნენ, დგავდნენ სახლის სახურავებზე ან მათ გვერდით. ხალხი გემრიელ საჭმელს აკეთებდა და დადიოდნენ ერთმანეთთან სტუმრად. ეს იყო ღმერთისგადმი მადლიერების დღესასწაული კურთხეული მოსავლისთვის. კარვები მათ ახსენებდათ იმ ორმოცწლიან სიარულს ისრაელის ერის უდაბნოში: მათ არ ჰქონდათ მუდმივი საცხოვრებელი.

იესო არ აღნიშნავდა დღესასწაულებს ყველასთან,რ ამდენადაც იყო დევნისი მოწაფეებთან ერთად. მაგრამ თავისი ძმები კი გააგზავნა იქ. მოგვიანებით ის იერუსალიმში წავიდა, და სამუდამოდ განშორდა გალილეას, თავის სამშობლოს. ის თავისი მსახურების მთავარ მიზანს უახლოვდებოდა - ჯვარცმას და ხალხის გადარჩენას ღვთის რისხვისგან.

იუდეველები აზრებში იყოფოდნენ ქრისტესთან მიმართებაში: ერთნი თვლიდნენ მას ღვთისგან წარმოგზავნილად, კარგ ადამიანიად და რეფორმატორად. მეორენი კი იძახდნენ, რომ მას ხალხი ცდომილებაში შეყავდა და თვლიდნენ, რომ ის სიკვდილს იმსახურებს, და მის თანდასწრებას შეეძლო მათზე ღვთის რისხვა დაეტეხა, ასევე მათი დღესასწაულის და მხიარულების ჩაშხამება. მალევე სინედრიონმა გამოსცა ბრძანება მისი დაკავების შესახებ. მთავრებს ეგონათ, რომ ხალხი შეწყვეტდა იესოსთან სიარულს. ახლა კი აღარავის შეეძლო მასზე ღიად ესაუბრა.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით შენი თავმდაბლობისთვის და მორჩილებისთვის ღმერთის წინაშე. გაგვანთავისუფლე წუთისოფლის სულისგან და აგვავსე შენი სულით. დაგვიფარე ბოროტი გზებისგან და გააკეთე იეს, რომ შევძლოთ გემსახუროთ შენ, როგორც იმსახურებ.

კითხვა:

  1. რატომ სძულდა ქვეყნიერებას იესო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:32 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)