Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 100 (Risks of Preaching)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul? -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
C - თორმეტი მოწაფის გაგზავნა სახარების საქადაგებლად (მათეიესო 9:35 - 11:1)
3. ცათა სამეფოს გავრცელების გზები (მათეიესო 10:5 - 11:1) -- იესოს მიმართვის მეორე კრებული

b) სახარების ქადაგებასთან დაკავშირებული საფრთხეები (მათეიესო 10:16-25)


მათეიესო 10:16
16 აჰა, გგზავნით თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.
(მარკოზი 13:9-13; ლუკა 10:3; 21:12-17; რომაელთა 16:19; ეფესელთა 5:15)

წარმოიდგინე რა იქნებოდა იგავი მგლების ყოფნა ცხვრებს შორის, რომ აღსრულებულიყო ნამდვილ ცხოვრებაში. რამდენ ხანს გასტანდნენ ცხვრები, მგლები წამში გაანადგურებდნენ მათ ნაწილს და შეჭამდნენ ისე, რომ არაფერი დარჩებოდა მათგან.

ჩანს, რომ თითქოს ქრისტე უმოწყალოა, როცა ადამიანებს ასეთ საფრთხეში აგდებს, ვინც ყველაფერი მიატოვა და გაყვა მას. მაგრამ მან იცოდა, რომ იმ დიდებულ დღეს, მისი ცხვრები დადგებიან მისგან მარჯვნივ და მიიღებენ დიდებულ ჯილდოს თავიანთი ტანჯვისა და მსახურებისთვის. ისინი ნამდვილად ცხვრებს ჰგვანან მგლებს შორის და ეს საშინელი რეალობაა, მაგრამ მათ ანუგეშებს ის, რომ ქრისტემ წარგზავნა ისინი და მათი წარმგზავნელი დაპირდა მათ დაცვას და დახმარებას. ამასთანავე ის ვალდებულია გააფრთხილოს ისინი, რას უნდა მოელოდნენ უარეს შემთხვევაში.

ჩვენც გვაგზავნის ქრისტე ადამიანებთან, ვინც თანამედროვეობის სულით არის შეპყრობილი. ჩვენ არ ვკვდებით მაშინვე იმიტომ, რომ ქრისტე პასუხობს ჩვენს ნაცვლად. მარტოები არ ვართ - ჩვენთან ქრისტეა, მის სახელს ვატარებთ და მისი ძალა გარემოგვიცავს. როდესაც შენ იესოს მორჩილებაში ატარებ მის კეთილ უწყებას გარეშეთათვის, ის გიცავს, ხედავს შენს სრულ მსახურებას და ზრუნავს შენზე ღვთაებრივი სიბრძნით. დიახ საშიშროება არის, მაგრამ უფალიც არის და ჩვენ მას ვენდობით. ქრისტე მარტოებს არ გვტოვებს, არამედ გვაძლევს ღირებულ რჩევებს ამ ველურ ქვეყნიერებაზე, სადაც ამდენი მგელია.

ქრისტე ითხოვს, რომ მის მოწაფეები იყვნენ ბრძენები, როგორც გველები იმ პირობით, რომ არავის დააზიანებენ და იქნებიან ,,უბრალოები, როგორც მტრედები“. ამ რეკომენდაციით ქრისტე მოგვიწოდებს მივბაძოთ ბრძენთა სიბრძნეს, რომელთაც იციან თავიანთი გზა, რათა ყოველთვის სარგებლიანები ვიყოთ, განსაკუთრებულად სირთულეების, განსაცდელების და ტანჯვების დროს. ,,ასე, რომ იყავით ბრძენნი, როგორც გველები“, რადგან თქვენ შეხვდებით საშიშროებებს, როგორც ცხვრები მგლებს შორის, მაგრამ არ იყოთ ბრძენები, როგორც მელიები, რომლებიც ატყუებენ სხვებს, არამედ იყავით ბრძენები, როგორც გველნი, რომლებიც თავიანთ სიბრძნეს იყენებენ საკუთარი თავის დაცვისა და უსაფრთხოებისთვის.

ვიცავთ რა ქრისტეს ჭეშმარიტებას, მზად უნდა ვიყოთ მსხვერპლად გავცეთ ჩვენი ცხოვრება და უარი ვთქვათ კმაყოფილებაზე, მაგრამ ჩვენი მსხვერპლიანობა არ უნდა გადაიქცეს უსარგებლოდ. გველების სიბრძნე იმაშია, რომ ის თავს მავალავს, რათა არავინ დააბიჯოს. მოდით ვიყოთ ბრძენები და არ გამოვიწვიოთ ჩვენს თავზე სხვების რისხვა. ბოროტ დღეს გავჩუმდეთ, რათა არავის ვავნოთ.

ამასთანავე ქრისტე ითხოვს, რომ მისი მიმდევრები იყვნენ უბრალონი მტრედების მსგავსად. იყავით მშვიდები და თვინიერნი. შეიკავეთ თქვენი ემოციები. არა მხოლოდ ბოროტება არ გაუკეთოთ ვინმეს, არამედ გულშიც არ გაივლოთ ბოროტება სხვების მიმართ. იყავით სუფთანი ყოველგვარი რისხვისგან, მტრედებივით. ეს მცნება ყოველთვის უნდა შესრულდეს, წინა მცნებასთან ერთად. ისინი წარგზავნილნი არიან მგლებთან და ამიტომ უნდა იყვნენ ბრძენები, როგორც გველები.

გველი, ეშმაკის სიმბოლოა, ხოლო მტრედი სულიწმიდის. ქრისტიანი ეშმაკეულებზე მეტად ფრთხილი უნდა იყოს, მაგრამ სულიწმიდის სიწმინდეში უნდა დარჩეს და შეიკავოს თავი ყოველგვარი ბოროტებისაგან და სხვების დადანაშაულებას.

მათეიესო 10:17-18
17 უფრთხილდით ადამიანებს, ვინაიდან ისინი გადაგცემენ სამსჯავროებს და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ. 18 გამგებლების და მეფეების წინაშე მიგიყვანენ ჩემ გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად.
(საქმეები 5:40; 25:23; 27:24; 2 კორინთელთა 11:24)

იესო იცავდა თავის მოწაფეებს, რათა მათ არ ექადაგათ სახარება ზედაპირული შთაგონებით, ვინაიდან დედამიწაზე ყველაზე საშიში, არა გველი და ვეფხვია, არამედ ადამიანი. იესომ თავისი სიყვარულით წარგვგზავნა დაღუპულ ადამიანებთან, მაგრამ ის არ ტყუვდებოდა ჰუმანისტური იდეებით, რადგან იცოდა, რომ ყველა ადამიანში ცხოვრობს ცხოველი, რომელიც ელოდება საჭირო მომენტს, ეს დიდ სიბრძნეს ითხოვს ჩვენგან და სულიერ გაგებას, რადგან არ გავაღვიძოთ ის და არ გავხდეთ თავდასხმის მსხვერპლი.

მოციქულებმა დაინახეს იესოს ამ წინასწარმეტყველებების აღსრულება თავიანთ ცხოვრებაში და ამის შესახებ წერია საქმეების წიგნში. ყველა პატარა ქალაქში იყო იუდევლური საბჭო და სასამართლო, რომელიც 23 ადამიანისგან შედგებოდა. მათ განაჩენი გამოჰქონდათ მრუშობისთვის, მარხვის და რჯულის დარღვევისთვის. მათ უფლება ჰქონდათ განაჩენ გამოტანილი ადამიანი ეცემათ. ცემა შედგებოდა 39 დარტყმისგან, გულღია მკერდში და ზურგზე. სავლე აიძულებდა ქრისტიანებს უარი ეთქვათ ქრისტეზე და ცემდა მათ, ხოლო როცა მორწმუნე გახდა, თავად განიცადა ცემა. მოწმობას მოაქვს შენი მსმენელისთვის, გამართლება და სიცოცხლე ან განკითხვა და დაღუპვა. ნუ ილაპარაკებ შენს იდეებსა და წარმოდგენებზე, არამედ ყოველთვის ლოცვაში ეძებე სულიწმიდის მმართველობა.

ზოგიერთმა მოციქული რომაელი ხელისუფლების და ძალაუფლების წინაშე წარსდგა, იესო ქრისტეს სახელის სწავლებით და დამოწმებით. მათ აუწყეს წარმართებს და იუდეველბს ხსნა და ვინც ეს უარყო ის თავისთვის განკითხვას ირჩევდა.

მათეიესო 10:19-20
19 ხოლო როცა გადაგცემენ, ნუ იდარდებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, რადგან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ. 20 რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.
(გამოსვლა 4:12; ლუკა 12:11-12; საქმეები 4:8; 1 კორინთელთა 2:4)

გეშინია თუ არა ქრისტეს მტრების. ისინი სავსენი არიან ამპარტავნობით და წარმართულნი არიან ცრუ მამების აღძვრით, მაგრამ ქრისტე სიცოცხლის უფალია, რომელიც დგას შენს გვერდით, ის გიცავს სულიწმიდაში, რომელიც შენში ამარცხებს შიშს, განუგეშებს და განსაცდელების დროს რწმენაში განგამტკიცებს. ამგვარად შენში ქრისტე დიდდება, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება თუ ილტვი ილაპრაკო და დაიცვა საკუთარი თავი, არ შეწყვიტო ლოცვები შენს გულში, არ გაბრაზდე სასამართლოზე, ვინც შენს წინააღმდეგ გამოდის და მაშინ სულიწმიდა წარგმართავს და მოგცემს ბრძნულ პასუხებს.

შენ მამის, ძის და სულიწმიდის მოწმე ხარ, ვინაიდან მამამ აგაღორძინა, ძემ გიხსნა და სულიწმიდა ჩასახლდა შენში და მოგცა ცოცხალი და მარადიული ძალა. მიენდე ყოვლისშემძლეს მთელი შენი გულით და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი. რთულ დროს მამა გიცავს და შთაგაგონებს.

ქრისტემ დაარწმუნა თავისი მიმდევრები, რომა სასამართლოში სულიწმიდა მისცემს მათ ყველაფერს რაც საჭიროა. არ დარჩებიან დახმარების გარეშე საფრთხეში, არამედ ღმერთი გამოვა მათ დასაცავად. სიბრძნის სული ილაპარაკებს მათი მეშვეობით. ჩვენი ზეციერი მამა მისცემს მათ ილაპარაკონ არა მხოლოდ ის რაც საჭიროა, არამედ ისე როგორც საჭიროა - სიწმინდით, იგივე სული, რომელიც გეხმარება კათედრასთან დგომისას, დაგეხმარება სასამართლოშიც. ვისაც ჰყავს ასეთი შუამდგომელი და დამცველი, რომელმაც უთხრა მოსეს: ,, ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან და გასწავლი, რა უნდა თქვა“ (გამოსვლა 4:12), და არ იქნები შერცხვენილი.

ლოცვა: ზეციერო მამა, აგამაღლებთ შენ სამება ღმერთს, რადგან მოგვიწოდე ვატაროთ შენი მოწმობა. გვაპატიე, რომ ვჩქარობთ საუბოსას და არ გვყოფნის სიბრძნე. გახსენი ჩვენი გონება შენი შთაგონებისთვის, რათა განდიდდე, ვისმენდეთ რა შენი სულიწმიდის ხმას და ვაუწყებდეთ იმას, რასაც შენგან ვისმენთ. გაგვწმინდე ცოდვების ნარჩენებისგან და აგვავსე თავმდაბალი, თვინიერი სულით, რათა შენმა ხსნამ გაწმინდოს ჩვენი ცხოვრება. დაამარცხე ჩვენში ყოველი შიში და აგვავსე შენი მშვენიერი სიყვარულით.

კითხვა:

  1. ვინ არიან ჩვენი მტრები და რა დაპირება მოგვცა იესომ, მათთან დაკავშირებით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 19, 2022, at 09:18 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)