Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 052 (Law of Moses in the Law of Christ)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება

c) რჯულის უტყუარობა. ქრისტემ აღასრულა რჯული (მათეიესო 5:17-20)


'''მათეიესო 5:17-20
17 არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. 18 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება. 19 მაშ, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სამეფოში; ხოლო ვინც აღასრულებს და ისე ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სამეფოში. 20 გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში!''' (ლუკა 16:17; რომაელთა 3:31; 10:4; იაკობი 2:10; 1 იოანე 2:7)

გაუაზრებლად ნუ იქადაგებ ან ასწავლი სახარებას თუ არ ხარ დაწმუნებული მაში, რომ ქრისტემ მოგიწოდა ამ მსახურებაში, რადგან ის არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ შენს საქციელებსაც აფასებს. თუ არ ასრულებ იმას რაზეც ქადაგებ და საუბრობ, მატყუარა და ფარისეველი ხარ. თუ კეთილგონიერად არ იქცევი, შენს დამოწმებას აზრი არ აქვს, შენი საქცილების მიხედვით განსჯიან შენს სიტყვებს.

მხოლოდ ერთი ქრისტეა სრულყოფილი მასწავლებელი მოსეს რჯულისა და საკუთარი სახარების. ის არის ჩვენთვის მაგალითი. მას არ გააუქმებია არცერთი მცნება, არამედ აღასრულა ისინი, თავისი განმარტებებით, სწავლებითა და ცხოვრებით. ქრისტე თავად იცავდა უტყუარობას და ძველი აღთქმის გამოცხადებების ღვთის სულიერობას. ვინ გაბედა და დაამტკიცა, რომ კანონი და წინასწარმეტყველებები იყო შეცვლილი, როდესაც თავად ღმერთის ძემ დაადასტურა მათი უცვლელობა? არცერთი იოტა და წერტილი მის ღვთისსულიერ წიგნში არ შეცვლილა. მხოლოდ სულელი თუ მოექცევა ზედაპირულად თორას, მისი აღთქმებითა და მცნებებით, რომელიც აღიარებულია მამებისა და რჩეული წინასწარმეტყველებების მიერ, ვინაიდან ღმერთმა შორეულ წარსულში ლაპარაკობდა ადამიანების მეშვეობით და მათი ცხოვრებისეული ცალკეული ისტორიებიდან. ღმერთის სიტყვა უბრალოდ გამოგონებული ფილოსოფია არ არის. ძველ აღთქმაში წმინდა ღმერთმა ამოირჩია ცოდვილებთან და დადო აღთქმა. ის წარმართავდა მათ თავისი რჯულით და სჯიდა რისხვაში. ადამიენი რომლებიც თავს ესხმიან ძველ აღთქმას და უკუაგდებენ მას, საცოდავები არიან, რადგან უარყოფენ ღმერთის სიტყვას და ამით თავად ღმერთსაც.

ვაი მას ვინც სრულად არ ქადაგებს ღმერთის სიტყვას, არამედ ცვლის მას ან ნაწილობრივ უარყოფს მის აზრებს. ასეთ ადამიანს ერჩივნა მისთვის კისერზე ღუზა დაეკიდათ და ზღვაში ჩაეგდოთ. ყველა ვინც ცვლის, ამახინჯებს და აკრიტიკებს ღმერთის სიტყვას, ვნებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ახალმოქცეულ ქრისტიანებსაც. როდესაც ქრისტე გეძახის საქადაგებლად, აუწყე მისი სიტყვა მოშიშებით და სიბრძნით, რათა არ დაღუპო შენი და სხვისი სულიც.

ქრისტე მოგვიწოდებს არა მხოლოდ მისი ძველი აღთქმისკენ, არამედ უპირველესად მისკენ. ის არის ღმერთის სიტყვა, რომელიც იქცა ხორცად. ის თავად იყო რჯული ჩვენს შორის, მამის სიყვარულის განსახიერება. მოდით ჩავეჭიდოთ არა წერილის მკვდარ ასოებს, არამედ ცოცხლად ღმერთის ძეს. მან თავისი მიწიური ცხოვრებით აღასრულა რჯული, ახლაც ასრულებს და უცვლელად შუამდგომლობს ჩვენთვის. და შეასრულებს კიდეც, როდესაც მოვა მომავალში დიდებით. მაშინ აღარ იქნება საჭირო რჯული, ვინაიდან ცა და დედამიწა გადავლენ, უფალი კი შექმნის ახალ ცას და ახალ მიწას, სადაც იმეფებენ სულითშობილი სულიერი ადამიანები.

თუმცა ჩვენ ჯერ ისევ დედამიწაზე ვართ და თავის მოწაფეებს მისცა მცნება: ,, ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.“ (იოანე 13:34). ამ სიტყვებით ქრისტემ მოსეს რჯული დასკვნა გააკეთა და საკუთარი თავი გვიქცია სიყვარულის საზომად. ის ჩვენთვის ასრულებული რჯულია, რადგან ცხოვრობდა ისე, როგორც ასწავლიდა.

კაცის ძემ იცოდა, რომ ვერავინ ვერ შეძლებდა ადამიანთაგან ამ რჯულის შესრულებას, ამიტომაც დაამტკიცა სრული გამართლება საკუთარი სისხლით და მისცა თავის მიმდევრებს, მისი მცნებების შესრულების ძალა. მოდით არ ვემსახუროთ ღმერთს და ადამიანებს მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით, არამედ ვიხელმძღვანელოთ მისი ძალით და მადლით, როგორც ამბობდა პავლე: ,, რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.“ (რომაელთა 8:2). ამიტომაც არც მოსეს კანონი და არც ქრისტეს კანონი არ არის ჩვენთვის ზეწოლა, არამედ ორივე გახდა სიხარული, სამართლიანობა და სიცოცხლე.

შევაჯამოთ: მოსეს რჯული მოგვეცა იმისთვის, რომ მონანიება და სულიერი განსჯა ესწავლებინა. ქრისტე კი მოვიდა და აღასრულა ეს რჯული ჩვენს ნაცვლად. სულიწმიდა თავად არის რჯული, რადგანაც ის ჩვენშია და გვეხმარება ღმერთის ნების აღსრულებაში. ავღნიშნოთ, რომ ღმერთის მზრუნველობა რჯულზე გამოიხატება პატარა დეტალებშიც: ,,ერთი იოტა...“ რაც ჩვენ უმნიშვნელოდ გვეჩვენება, თუმცა ღმერთთან დაკავშირებულ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და ატარებს ბეჭედს, როგორი მცირედიც არ უნდა იყოს. ადამიანურ კანონებში ბევრი ცდომილებაა, მაგრამ ღმერთი იცავს თავის რჯულს და ბოლო წერტილამდე ასრულებს მას.

ლოცვა: მამაო, მადლობას გიხდით და გადიდებთ იმისთვის, რომ ქრისტემ აღასრულა თავისი სიყვარულით და ტანჯვებით რჯული. ის არის რჯულის ხორცშესხმული აღსრულება. გვაპატიე ჩვენი ცოდვები და დანაშაულებანი. გვასწავლე მოთმინება და მოწყალება შენს სულის ძალში, რათა ვიქცეოდეთ როგორც ქრისტე და ვცხოვრობდეთ მის ძალაში, რჯულის სულის მიხედვით ჩვენს გულებში.

კითხვა:

  1. როგორ შეგვიძლია ღმერთის რჯულის დაცვა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 13, 2022, at 07:44 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)