Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 051 (Purpose of the Sermon on the Mount)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება

b) მთაზე ქადაგების მიზანი: ღვთის მცნებების შესრულება (მათეიესო 5:13-16)


მათეიესო 5:14-16
თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. 15 არც ლამპარს ანთებენ იმისთვის, რომ ჭურჭელქვეშ დადგან, არამედ სალამპრეზე დგამენ და უნათებს ყველას სახლში. 16 ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
(იოანე 8:12; ფილიპელთა 2:14-15; იოანე 15:8; ეფესელთა 5:8-9)

რაოდენ დიდია ქრისტეს მადლი. ის ანათებს თავის მიმდევრებში, თავისივე დიდებული სიყვარულით და წმინდა ჭეშმარიტებით. ნუ ფიქრობ, რომ შუქი, რომელიც შენგან გამოდის შენია, ეს უფლის მადლია. არ დამალო შენი ზეციური ნიჭი შიშის გამო ადამიანთა წინაშე. ქრისტემ ხო მოგცა უფლება და იმედი იყო ნათელი ამ ქვეყნისა, სადაც სიბნელე მეფობს. არ შეგრცხვეს იმის, რომ ანთებულ ასანთის ღერს ჰგავხარ, რადგან წყვდიადში პატარა შუქურაც კი ჩანს შორიდან. როდესაც ქრისტიანები მიდიან საკრებულოებში და უზიარებენ ერთმანეთს რწმენას, ისინი ჰგვანან მთის წვერზე მდებარე ქალაქს, რომელიც ანათებს ვარსკვლავების მსგავსად, რომლებიც გზას უნათებენ შუა ღამით ბნელ წყლებზე მოცურავე გემებს.

ქრისტე მოგიწოდებს იყო ნათელი მათთვის, ვინც ცხოვრობს სიბნელეში. ის მოწმედ გხდის და გაძლევს შესაძლებლობას აუწყო მისი სახელის შესახებ სახლებში, სკოლებსა თუ სამსახურში. ერთი ახალგაზრდა მორწმუნე მუშაობდა ქარხანაში უღმერთოებთან. მათ მისი გაფუჭება სურდათ და ყოველთვის უწმაწურად საუბრობდნენ მასთან. მეგობრები აფრთხილებდნენ მას და რჩევას აძლევდნენ, რომ დაეტოვებინა სამსახური, რათა შორს ყოფილიყო მსგავსი ცოდვებისგან, ის კი პასუხობდა: ,,მე იქ მარტო არ ვარ, ქრისტე არის ჩემს გვერდით, ის მიცავს და ცხოვრობს ჩემში. ის დამპირდა, რომ არასდროს დამტოვებს და სადაც მე ვარ ის იქ არის, ამიტომაც ბოროტებისა არ მეშინია“.

ზეციერი მეფეთ-მეფე გეუბნება, რომ მოიკრიბო ძალა და გამოუშვა სინათლე, რომელიც შენში არის. ნუ იმალები, არამედ გაბედულად წადი მეგობრებთან და მეზობლებთან სამსახურში, როგორც წარგზავნილი. შეხვდი ადამიანებს და ელაპარაკე მათ, როგორც წაგმართავს სულიწმიდა. რას ხედავენ ადამიანები დღის მანძილზე შენში? ანათებს თუ არა ქრისტე შენში, თავისი სინათლით?

ქრისტე მოგიწოდებს სუფთა ცხოვრებისკენ. მაშინ ადამიანები განადიდებენ ღმერთს, მისი მადლისთვის შენში და დაინახავენ რა შენს საქციელებს, ირწმუნებენ რომ შენთან ღმერთის სულია.

ქრისტეს მიმდევრები ანათებენ და ყველა მათი ნაცნობი თვალყურს ადევნებს მათ. უყურებენ რა ზოგნი აღფრთოვანებულები არიან, აქებენ, ხარობენ მათ გამო და მიბაძვას ცდილობენ. სხვები კი შურით არიან განწყობილნი, ვერ იტანენ მათ, დასცინიან და ცდილობენ მათ განადგურებას. აი რატომ არის მნიშვნელოვანი ყველა მორწმუნისთვის, გარშემო მყოფებთან კარგად მოქცევა. ისინი ღვთის ნიჭის მაგალითები არიან ამ წუთისოფლისთვის და უნდა გაურბოდნენ ცუდ შემთხვევებს, რადგან მათ გამუდმებით აკვირდებიან.

ქრისტემ მოგცა შესაძლებლობა და პრივილეგია, მონაწილეობა მიიღო ზეცაში მყოფი მამის განდიდებაში. მთაზე ქადაგებისას ჩვენ პირველად ვხედავთ და ვკიტხულობთ ამ დიდებული საიდუმლოს შესახებ მუხლებში, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ჩვენი მამაა. ყოვლადკეთილი არ არის შორს და არც საშიშია ჩვენთვის. მისი წმინდა სიყვარული გვეჩვენება ,,მამის“ ძალაუფლებაში. იესო აძლევს ადამიანებს იმის რწმენას, რომ ღმერთი არის მამა, როდესაც ვიქცევით სულიწმიდის და მისი ძალის დამოწმების მიხედვით. შენ გაქვს შესაძლებლობა იყო ადამიანებისთვის წმინდა სამების მტკიცებულება ან მიზეზი მათი ურწმუნოებისა. ბუნებით შენ ბავშვობიდანვე ცოდვილი ხარ, მაგრამ სული გცვლის და დაღუპული ადამიანიდან სინათლის ძედ გაქცევს. შენში მყოფი იესოს სული ვლინდება შენი სიტყვებითა და საქმეებით და შენში უნდა აღსრულდეს სიტყვები: ,, ღმერთი სიყვარულია, სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი - მასში.“ (1 იოანე 4:16).

ჩვენმა სინათლემ უნდა ანათოს - კეთილის საქმეების მეშვეობით. ჩვენმა საქმეებმა შეიძლება ადამიანები აიძულოს იფიქრონ ქრისტეზე კარგად. სხვების საკეთილდღეოთ უნდა ვაკეთებდეთ სიკეთეს და არა იმისთვის, რომ ადამიანები ხედავდნენ ამას. უფალი გვეუბნება ვილოცოთ დაფარულში. მისი თვალების წინაშე ჩვენი ურთიერთობები ღმერთთან უნდა რჩებოდეს მხოლოდ ჩვენს შორის. რაც შეეხება ჩვენს ცხოვრებას, რაც ადამიანებისთვის თვალსაჩინოა, უნდა შევეცადოთ, რომ ის შეესაბამებოდეს ჩვენს რწმენას და ქების ღირსი იყოს. (ფილიპელთა 4:8). ადამიანებს არა მხოლოდ უნდა ესმოდეთ ჩვენი კეთილი საქმეების შესახებ, არამედ ხედავდნენ მათ. მაშინ ისინი ირწმუნებენ, რომ ჩვენი რელიგია არ არის დამოკიდებული სიტყვებზე ან დასახელებაზე, არამედ ძალაზე.

და რატომ უნდა ანათოს ჩვენმა შუქმა? რატომ უნდა ხედავდნენ ადამიანები ჩვენს კეთილ საქმეებს? რათქმაუნდა არა იმისთვის, რომ ჩვენ განვდიდდეთ, არამედ განდიდდეს მამა, რომელიც ზეცაშია. ღმერთის განდიდება ჩვენი უმაღლესი მიზანია და რასაც არ უნდა ვაკეთებედეთ ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ. მხოლოდ ჩვენ კი არ უნდა ვადიდებდეთ ღმერთს, არამედ მოწოდებულები ვართ მთელი ძალით მოვიწოდოთ სხვებს, რათა მათაც განადიდონ ის.

ჩვენმა კეთილმა საქმეებმა შეიძლება სხვები მიიყვანოს ღმერთის განდიდებამდე. დაე დაინახოს ყველამ შენი კეთილი საქმეები და აღიარონ ღმერთის მადლის ძალა შენში და დაიწყონ ღმერთის მადლიერება შენში მყოფი შუქისთვის. დაე დაინახონ შენი კეთილი მოქცევები, რათა დაიჯერონ ჭეშმარიტება და ქრისტიანული რელიგიის აღმატებულება და შეშურდეთ კეთილი შურით, რათა მოგბაძონ კეთილ საქმეებში და განადიდონ წმინდა ღმერთი.

ზოგიერთ რთულ ქვეყანაში მორწმუნეებს არ შეუძლიათ ღიად განადიდონ ქრისტე, მაგრამ სიტყვების გარეშე თავიანთი ქმედებებით ატარებენ ცოცხალ მოწმობას შემომქმედზე, რომელიც ზეცაშია.

ლოცვა: ზეციერო მამაო შენ ხარ წმინდა შუქი. შენ გამოგზავნე შენი საყვარელი მხოლოდშობილი იესო ქვეყნიერებაზე, როგორც ბრწყინავი შუქი. ჩვენ წყვდიადში ვიყავით, მაგრამ შენი ძის სულმა მოგვიტანა ღვთაებრივი სინათლე. დაე ანათოს მან ჩვენს გარშემო, რათა მრავალმა დაინახოს ის და განთავისუფლდეს ცოდვისგან და თავადაც იქცნენ სინათლედ შენთვის საამებლად. ჩენ გადიდებთ შენი დიდებული გადარჩენისთვის და ვეძებთ შენს მმართველობას, რათა საუკეთესო საშუალებით გამოვიყენოთ სინათლე, რათა არავინ გახდეს ურწმუნო ჩვენი საქციელების გამო ურწმუნო, არამედ ყველამ გაღიაროს ჩვენში შენ. ამინ!

კითხვა:

  1. როგორ შეგვიძლია ვიყოთ ნათელი ამ ქვეყნიერებაზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 13, 2022, at 07:41 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)