Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 047 (The Beatitudes)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 2 - ქრისტეს სწავლება და მსახურება გალილეაში (მათეიესო 5:1 - 18:35)
A - მთაზე ქადაგება ზეციური სამეფოს კონსტიტუცია (მათეიესო 5:1 - 7:27) -- იესოს გარშემო პირველი შეკრება

a) ნეტარნი არიან (მათეიესო 5:1-12)


მათეიესო 5:9
9 ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან.
(ებრაელები 12:14)

უფლის ზარის მეშვიდე ჩამოკვრა და მისი ხმა მოგიწოდებს მშვიდობისკენ. ერთგული ადამიანი არ ცხოვრობს საკუთარი თავისთვის, არც საკუთარ სიზარმაცეს და ეგოიზმს ყვება. ის შუამდგომელივითაა ღმერთსა და ადამიანებს შორის, რომელიც მოუწოდებს დაუპვის გზაზე მდგომთ მონანიებისკენ. მოოუწოდე ხალხს რწმენისა და იმედისკენ. მაშინ იქნები სულიწმიდასთან ერთობაში და ქრისტეს ძმა, რომელმაც თავისი სიკვდილით შეარიგა ქვეყნიერება მამა ღმერთს. მას თავისი მშვიდობის გავრცელება უნდა დედამიწაზე. ღმერთი სიყვარულით გიღებს თავის ზეციურ ოჯახში, შემდგომ კი გაგზავნის ეს უწყება მიუტანო სხვებს. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რომ მშვიდობა ჯვრის გარეშე არ არსებობს, და ნებისმიერი შერიგების მცდელობა მეფის გარეშე განწირულია ჩავარდნისთვის.

მშვიდობისმყოფელნი ღმერთის შვილებად იწოდებიან. მარადიული უფალი მიიღებს მათ, როგორც თავის შვილებს და გაგზავნის მშვიდობისმყოფელის მსგავსად სიძულვილით სავსე სამყაროში. თავად ღმერთია მშვიდობის ღმერთი; მისი მხოლოდშობილი ძე - ქვეყნიერების მეფეა; სულიწმიდა კი - ქვეყნიერების სული. ღმერთი გვეჩვენა, როგორც მპატიებელი მამა, მაგრამ არ მიიღებს მათ, ვინც მტრულადაა განწყობილი და არ სურს შერიგება. თუ მშვიდობისმყოფელნი ნეტარნი არიან, შეიძლება ითქვას: ვაი მათ, ვინც არღვევს მშვიდობას! ქრისტე არ აპირებდა საკუთარი რელიგიის ხმლით ან ცეცხლით გავრცელება, მას არასდროს უთქვამს, რომ მისი მოწაფეები მოუთმენელი ფანათიკოსები იქნებოდნენ. ამ ქვეყნის შვილებს უყვართ თევზების ჭერა ამღვრეულ წყალში, მაგრამ ღვთის შვილები - „მშვიდობისმყოფელნი“, „ქვეყნის მშვიდობის“ (ფსალმუნი 34:30).

ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ ეს მუხლი იესოს სწავლებას ეწინააღმდეგება: „მშვიდობის კი არა მახვილის მოსატანად მოვედი“ (მათე 10:34).

ქრისტე, მსოფლიოს ნამდვილი მეფეა და ის ყველა მის მიმდევარს უბრძანებს: „კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის“ .. „არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე“ და „მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს“ (მათე 5:38-48).

ამბობს: „მშვიდობის კი არა მახვილის მოსატანად მოვედი“. ამის მიზანი არაა სიყვარულისა და მშვიდობის დარღვევა. იესოს მიზანია: მკაფიო ხაზის გავლება სიწმინდესა და უწმიდურებასშორის. ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგება მის წმინდა სულსა და ხალხის გარყვნის აზრებშორის, რომლებმაც გადაუხვიე ჭეშარიტებას და სიცრუის გზით მიდიან. იესო კი მოვიდა რათა ხაზი გაევლო სიცრუესა და სიმართლესშორის, შუქსა და სიბნელესშორის. ისინი არ ებრძვიან საკუთარ თავებს, არამედ ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებიც ცდილობენ მათ სიწმინდისგან ჩამოშორებას. ახლად მოქცეულ მორწმუნეს ხშირად უწევს მშობლების ნების წინააღმდეგ წასვლა, ეს კი მხოლოდ საკუთარი გადარჩენისადმი დიდი სიყვარულის გამო ხდება. ხშირად მორწმუნე წყვეტს, რომ სახარების გზით წავიდეს და ამის გამო კარგავს ნათესავებს, მეგობრებსა თუ მშობლებს, რადგან ეძებს უკეთესსა და მარადიულს.

კითხვა:

  1. როგორ გიყენებს იესო, რათა ადამიანებს მშვიდობა მიუტანო?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 13, 2022, at 07:30 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)