Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Matthew - 023 (Worship of the Magi)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hebrew -- Hungarian? -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Latin? -- Peul -- Polish -- Russian -- Somali -- Spanish? -- Telugu -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მათეიესო - მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო
მათეიესო ქრისტეს მათეს სახარების განხილვა
ნაწილი 1 - ქრისტეს ცხოვრება მსახურებამდე (მათეიესო 1:1 - 4:25)
A - იესოს დაბადება და ბავშვობა (მათეიესო 1:1 - 2:23)

3. მოგვების თაყვანისცემა (მათეიესო 2:1-11)


მათეიესო 2:11
11 შიგნით რომ შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, და დამხობილებმა სცეს მას თაყვანი; გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
(ფსალმუნი 72:10, 15; ესაია 60:6)

მიყვებოდნენ რა მოგვები ვარსკვლავს მივიდნენ ბეთლემამდე. მათ დაუწყეს იქ მცხოვრებთ კითხვების დასმა, ახალშობილის დავითის შტოდან. ზოგიერთმა მათგანმა გაიხსენა ისტორია, რომელიც მწყემსებს გადახდათ რამდენიმე თვის უკან. ერთ-ერთ ბორცვზე მათ ეჩვენათ ანგელოზი, რომლებიც ღმერთზე გალობდნენ და აუწყებდნენ, რომ ჩვილი ბაგაში დაბადებული - თავად ღმერთია, ერთადერთი მხსნელი ქრისტე. მაგრამ ბეთლემში მცხოვრებმა არ დაიჯერეს მწყემსების მონაყოლი, ფანატიზმად ჩათვალეს და დასცინეს კიდეც. მღვდელმთავრებმა იერუსალიმში და მეფემაც არ დაიჯერეს ორი პლანეტის შეერთება.

მალევე აღწერის დასასრულს ბეთლემში ნაკლები ხალხი დარჩა და მაშინ იოსებმა გადაწყვიტა სახლის ქირაობა და იქ საცხოვრებლად დარჩენა. და აი მასთან მოდიან მოგვები დარწმუნებულები ღმერთის ნიშანში. დიდხნიანი ძებნის შემდეგ, მათ საბოლოოდ იპოვეს ჩვილი და დედა.

იმ სახლში სადაც წმინდა ოჯახი ცხოვრობდა მეცნიერებმა აღმოსავლეთიდან დაამოწმეს თავიანთი რწმენის შესახებ და თაყვანისცეს მას, ვინც ირწმუნეს. სიტყვა ,,თაყვანისცემა“ ნიშნავს სრულებით გადასცე მმართველობაში შენი გული და სული, როგორც მონამ, შეეხო რა შუბლით მიწას და წარმოსთქვა: ,,დამადე შენი ფეხი თავზე, მე - შენი ვარ! გააკეთე რაც გსურს, რაც გინდა, შენს განკარგულებაში ვარ“. მოგვების თაყვანისცემა ნიშნავდა, რომ ზოგიერთმა წარმართმა გაიგო, რომ იესო არის მსოფლიოს უფალი. იუდეველები კი ჩუმად იდგნენ მოშორებით და იმ დიდებულის გამოჩენის დროიდან გამუდმებით ეწინააღდეგებოდნენ მას. მათემ თავისი სახარების დასაწყისშივე ხაზი გაუსვა, რომ აბრაამისთვის დაპირებული კურთხევა, ყველა ერზე ვრცელდება, ყველა მორწმუნეზე, იესო ქრისტეში.

ყველა ვინც რწმენით შეუერთდება უფალს იგებს, რომ იესოს თაყვანისცემა, მხოლოდ ადამიანისგან არ მოდის. სინამდვილეში სიყვარულის ღმერთი მიძღვნილი მორწმუნის გულში ღვრის მადლის, სიკეთის, ძალის, პატიებისა და მშვიდობის წყლებს. მოგვებმა ახალდაბადებულს საჩუქრები მოუტანეს, სინამდვილეშ კი თავად იყო საჩუქარი მათთვის, ვინაიდან ღმერთმა მათ თავისი ძე აჩუქა. ჩვენ ვერ ვკითხულობთ იმის შესახებ, რომ მოგვებმა შეჰფიცეს ჰეროდეს ერთგულება, თაყვანისცეს მას ან პატივი მიაგეს იმისდამიუხედავად, რომ ის მეფე იყო. მათ პატივი მხოლოდ ახალშობილს მიაგეს, არა როგორც უბრალოდ მეფეს, არამედ როგორც ღმერთს.

მათ ყველაზე დიდი საჩუქარი მიიღეს. ყველა საჩუქარი მხოლოდ მადლიერებაა, იმ საჩუქრისთვის რაც უფალმა გაგვიკეთა, მან კი საკუთარი თავი გვაჩუქა. როდესაც თავს ქრისტეს ვუძღვნით, უნდა მივცეთ ყველაფერი რაც გვაქვს. თუკი ჭეშმარიტად ვემორჩილებით მას, მაშინ სურვილი უნდა გვქონდეს ყველაფრის მიცემის რაც გაგვაჩნია. და თუკი საკუთარ თავს მსხვერპლად არ წარვუდგენთ მას, სხვა დანარჩენის მიცემას აზრი არ აქვს. თავიდან ,,გადმოხედა უფალმა აბელსა“ და მხოლოდ ამის შემდეგ ,, და მის ძღვენს“ (დაბადება 4:4). მივიღეთ თუ არა ეს ძღვენი რწმენით?

ეკლესიის მამებმა მოგვების სამი ძღვენი განმარტეს ქრისტეს სამი როლით. ოქრო ეკუთვნის მეფეს და ღვთიური დიდებისა და ძალაუფლების სიმბოლოა (გამოსვლა 25:17; ებრაელთა 9:5). გუნდრუკი და მური ნიშნავს ქრისტეს მსხვერპლს და მის ჯვარცმას მის გამო (ფსალმუნი 68:22; მათე 27:33; იოანე 19:28, 30, 39). ლიბანი წმინდანების ლოცვების სიმბოლოა, რომელიც ადის ღმერთამდე და ასევე ის ქრისტეს სრულყოფილებას ნიშნავს, როგორც ადამიანის (ლევიანები 2:1; ეფესელთა 5:2; 2 კორინთელთა 2:15). ამ ძღვენებით წარმართმა ერებმა დაამოწმეს, რომ იესო - მეფეთ-მეფეა და მღვდელმთავრების მღვდელმთავარი, თავისი ბუნებით ღვთაებრივი. ამასთანავე იერუსალიმში და ბეთლემში მცხოვრები ვერ მიხვდა, რომ ღმერთმა ხორცი შეისხა და მოვიდა მათთან საცხოვრებლად სხეულით.

შეხვედი იმათ რიგში რომელთაც თვალი აეხილათ? სცემ თუ არა თაყვანს იესოს, როგორც შენს უფალ ღმერთს? მიეცი თუ არა შენი გული, ფული და დრო? ქრისტე დაიბადა და მან მოიტანა ჩვენს ბოროტ სამყაროში გადარჩენა. ვისაც ის უყვარს შეუერთდება მას და ისიც აღივსება სულიწმიდის ძალით. ჭეშმარიტად ეთაყვანები იესოს, თუ ჯერ კიდევ ნეიტრალური პოზიცია გიკავია?

ლოცვა: ჩვენ თაყვანსგცემთ შენ ღვთის წმინდაო ძეო. შენ ჩვენს გადასარჩენად მოხვედი. შენ შეიყვარე ყველა ადამიანი და მეც. მე ვაღიარებ შენს წინაშე ჩემს ცოდვებს და ვამბობ, რომ საჩუქრად არაფერი კეთილის მოტანა არ შემიძლია ჩემით. მიმიღე და გადამარჩინე, გამწმინდე და გამასუფთავე, რათა ვიყო ღირსი ჩემი თავი მოგიძღვნა. არ ვარ ჭირსი შენი შვილი მერქვას, მეორეს მხრივ კი ჩემსკენ შესახვედრად მოდიხარ. გაჭირვების ჟამს ფეხზე მაყენებ, მკოცნი, მაძლევ იმედს და ღმერთის სიხარულში შეგყავარ. შენ ჩემი უფალი და ჩემი ღმერთი ხარ. მე შენი ვარ. გაქებ შენი დიდებული მადლისთვის, ამინ!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს თაყვანისცემა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on July 12, 2022, at 10:39 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)