Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 072 (Do not Enrage your Neighbor for Unimportant Reasons)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 3 ღმერთის სამართლიანობა იხსნება ქრისტეს მიმდევრების ცხოვრებაში (რომაელები 12:1 - 15:13)

9. არ გაანაწყენო შენი მოყვასი წვრილმანების გამო (რომაელები 14:13-23)


რომაელთა 14:13-23
13 ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმსჯელეთ იმაზე, რომ შებრკოლება ან ცდუნება არ დაუდოთ ძმას. 14 მე ვიცი და დარწმუნებული ვარ უფალ იესოში, რომ არაფერია უწმიდური თავისთავად; მხოლოდ მისთვის არის უწმიდური, ვინც არაწმიდად ჩათვლის რამეს. 15 თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. 16 ასე რომ, დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე. 17 ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. 18 ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი მოსაწონია ღვთისათვის და მისაღები - ადამიანთათვის. 19 მაშ, ვესწრაფოთ მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას. 20 საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს. ყოველივე სუფთაა, მაგრამ ბოროტია იმისთვის, ვინც ჭამს და ამით სხვას აბრკოლებს. 21 უმჯობესია არ ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შებრკოლდება შენი ძმა. 22 გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს. 23 ხოლო თუ ეჭვით ჭამს, მსჯავრი დაედება, ვინაიდან რწმენით არ იქცევა, რადგან რაც რწმენით არაა, ცოდვაა.

საკუთარი სულიერი მსახურების წყალობით სხვადასხვა ეკლესიებში, პავლემ იცოდა თუ რა აზრთა სხვადასხვაობა იყო ჭამისა და სმის საკითხებზე, ასევე იმაზე თუ რა იყო აკრძალული და რა იყო დასაშვები. იესო ქრისტეს სიტყვების საფუძველზე (მარკოზი 7:15-23; ლუკა 6:4). ის ასწავლიდა, რომ არაფერი თავისთავად არ არის უწმიდური, არამედ ის რაც გამოდის ადამიანის ბაგიდან აუწმუდურებს მას. თუკი ქრისტიანი ხედავს, რომ გარკვეული სახის საკვები მისთვის სასარგებლოა, ეს კარგია. და თუ ვინმე ხედავს, რომ რომელიმე საკვები მისთვის საზიანოა, უმჯობესია არ შეჭამოს იგი.

ქრისტიანი უნდა იყოს სხვებისთვის კეთილი მაგალითი და გაექცეს ყველა საქციელს, რომელიც სხვებისთვის შეცოდების მიზეზი იქნება. მორწმუნე რომელიც ჭამს და სხვამს და არაფერზე უარს არ ამბობს რა რომელიც იქადნის თავისი თავის უფლებით წარმოქმნის საკუთარი მოქმედებით ეჭვს, თავშეკავებულის გულში და ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას თითქოს ამცირებს მას. ამ შემთხვევაში ,,თავისუფალი“ ცოდავს და პასუხს აგებს იმისთვის, რომ დააბრკოლა ახალმოქცეული და მისი რწმენა შეარყია ქრისტეში! რწმენაში ძლიერ სიყვარული სთხოვს, რომ თავი არ გადაამეტოს საკუთარი შეხედულებებით თავისუფლებაზე, არამედ ჩუმად იყოს, რომ არ დააბრკოლო ახლად დამდგარი ადამიანი რწმენის გზაზე!

პავლე მოწმობდა იმის შესახებ, რომ ცათა სასუფეველი მტკიცდება არა საჭმლითა და სასმით, არამედ სულიერი ნაყოფების წარმოცენით, რომელთაგანაც მან ახსენა სამართლიანობა, მშვიდობა და სიხარული, როგორც პასუხი განხეთქილებაში მყოფ ეკლესიებისთვის. პავლე იყო ერთგული მომხრე ეკლესიის ერთობის გამაგრებაში და ასწავლიდა მორწმუნეებს ჭამისა და სმის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ ეკლესიებში დაყოფები მოხდეს, ვინაიდან სული ერთობა მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორეხარისხოვან საკითხებში შეჯერება, როგორიცაა ჩასაცმელი, თმის სტილი, ფულის ხარჯვა, საჭმელი ან სასმელი. ქრისტეს სული სიყვარულითა და მოთმინებით ფლობს მიწიურ ცხოვრებაზე. პავლე ასწავლიდა იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია სიყვარულში ცხოვრება, ვინაიდან ამაზეა დაფუძნებული ქრისტეს შეცნობა; მნიშვნელოვანია ყურადღება არ მივაქციოთ ცხოვრებისეულ წვრილმანზე, არამედ ვიზრუნოთ ადამიანზე რიმლისთვისაც ქრისტე მოკვდა.

ღმერთის მშვიდობა ეკლესიებში ყველანაირ თავისუფლებასა და კანონის მოთხოვნაზე მნიშვნელოვანია. თუ ეკლესიაში არის ადამიანი, რომლესაც არ შეუძლია ჭამოს ხორცი არ დალიო ღვინო საკუთარი პრინციპის ან სინდისის გამო, მაშნ მნიშვნელოვანია ამ ადამიანს სიყვარულითა და დრტვინვის გარეშე მოვექცეთ, გავითვალისწინოთ რა ყოველივე ჩვენი საქციელი რასაც შეუძლია სხვა დააბრკოლოს.

თუ რომელიმე ახალმოქცეული ჭამს და სვამს სინდისის გასამართლებით, მაშინ ის სცოდავ და მთელი ეკლესიაც მასთანე ერთად! ამიტომაც მყარი რწმენა მნიშვნელოვანია ვიდრე სამყაროს ზედაპირული აღქმა. რწმენა რომელიც სიყვარულში იბადება, ფორმალურად ეკლესიების შეთანხმებაზე მაღლა დგას. ხოლო ვისაც უნდა, რომ გაჯიუტდეს ნებისმიერ გარემოებაში, ის ურთიერთობის სულს ანადგურებს.

ლოცვა: უფალო იესო ჩვენ თაყვანსგცემთ, ვინაიდან მიგვიღე შენი მოწაფეების წრეში უხეში მეთევზეები, ამაყი მებაჟეები, რომლებიც ვაკრიტიკებთ წერილის მცოდნეთ; შენ გააერთიანე ყველა ისინი და მიეცი მათ მხოლოდ ერთი მცნება - მცნება აბსოლუტური სიყვარულისა, პატიებისა, მოთმინებისა და მშვიდობისა! დაგვეხმარე, რომ ვაპატიოთ შვიდგზის სამოცდაათჯერ და არ დაგვავიწყდეს, რომ მათაც უწევთ ჩვენი პატიება, ჩვენი ცოდვებისა და საქციელების გამო შვიდგზის სამოცდაათჯერ!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს მუხლი (რომაელთა 14:17) ,,ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:39 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)