Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 073 (How those who are Strong in Faith ought to Behave)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 3 ღმერთის სამართლიანობა იხსნება ქრისტეს მიმდევრების ცხოვრებაში (რომაელები 12:1 - 15:13)

10. როგორ უნდა იქცეოდნენ რწმენაში ძლიერნი, როდესაც მოულოდნელი პრობლემა იქმნება (რომაელები 15:1-5)


რომაელთა 15:1-5
1 ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე. 2 ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს თავის მოყვასს სასიკეთოდ, ასაშენებლად. 3 ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია: "შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე”. 4 რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი. 5 მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა კი მოგცეთ თქვენ ერთსულოვნება ერთმანეთში ქრისტე იესოს მიერ,

პავლემ დაწვრილებით იცოდა ტრადიციები ჭამასა და სმასთან დაკავშირებით. ის მიმართავდა რწმენაში ძლიერთ, რომლებიც თავისუფლები იყვნენ რჯულისგან და ერთ-ერთ მადგანად თვლიდა თავს. თუმცა პავლემ მალევე განსაზღვრა თავისი თავისუფლება და თქვა, რომ მწიფე ადამიანებმა უნდა შეძლონ რწმენაში ახლების სისუსტეების ზიდვა ოღონდაც მათ ქრისტესი სწამდეთ. ყოველი მორწმუნე არ უნდა ცხოვრობდეს ისე, როგორც მას უნდა არამედ ისე, რომ რწმენაში ახლებს ეხმარებოდეს, რომლებიც ბევრს აკრიტიკებენ და ჭეშმარიტებებში გამყარებულნი არ არიან. სხვებში რწმენის გაზრდა მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სურვილების შესრულება.

ეს პრინციპი არსებითად ამგრევს ეგოიზმს ეკლესიაში დაცვენ ჩვენს ცხოვრებას ღარ ვგეგმავთ და აღ ვაშენებთ საკუთარ საქმეებსა და შესაძლებლობებს ჩვენს სურვილებთან თანაფარდობაში, არამედ რწმენით ვემსახურებით იესოს უძლურ ძმებსა და დებს, ვინაიდან ჩვენი მსახურების ცენტრი აღარ არის საკუთარი ,,მე“ არამედ იესო და მისი ეკლესია! იესო არ ცხოვრობდა საკუთარი თავისთვის - მან დატოვა საკუთარი დიდება და განკაცდა. ის დაშავდა ბრალდებების გამო, იტანჯა და ცილი დასწამეს და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყნიერება გადაერჩინა! საბოლოოდ ის მოკვდა ყველასთვის, უგულებელყოფილი იქნა, როგორც ბოროტმოქმედი, რათა გადაერჩინა ის ბოროტმოქმედები და მათში რწმენა წარმოექმნა!

იესო ცხოვრობდა წერილის თანახმად, მორჩილებაში, თვინიერებასა და დიდებულ მოთმინებაში. ძველი აღთქის წერილებიდან ის იღებდა ხელმძღვანელობასა და ძალას მსახურებისთვის. ვისაც სურს იმსახუროს ეკლესიაში ან ქრისტეს უარმყოფელთა შორის, ის დარწმუნებული უნდა იყოს ღმერთის სიტყვაში, თორემ სხვაგვარად ის ფუჭად დახარჯავს თავის ძალასა და სიხარულს მსახურებებში.

პავლე აჯამებს ამ კითხვებს და ეკეთებს დასკვნას იმის შესახებ, რომ ღმერთი მოთმინების და ნუგეშისცემის ღმერთია (რომაელები 15:5). თავად შემომქმედი საჭიროებს სულგძელობას, რათა შეძლოს აიტანოს ჯიუტი და თვითკმაყოფილი ადამიანები და იღებს ნუგეშისცემას მხოლოდ საკუტარი ძისგან, რომელშიც მისი კურთხევაა. ამ სიტყვებით პავლე მიმართულებას ძლევდა, რომში მორწმუნეებს მოთმინებისა და ნუგეშისცემის სულით, რათა უზრუნველეყო ეკლესიის ერთობა, რომელიც მორმწუნეებისგან კი არ მოდის, არამედ ქრისტესგან, ვინაიდან მასში აღწევს ეკლესია ერთიან აზრს. წარმატება ან ეკლესიის ერთობა მოდის თავად იესო ქრისტესგან. შედეგად ყველა ერთიანდება საერთო ქებასა და რწმენაში იმის შესახებ, რომ ყოვლისმპყრობელი მოსამართლე და სამყაროს შემომქმედი - ჩვენი იესო ქრისტეს მამაა!

მხოლოდ ერთმა იესომ შეგვარიგა წმიდა ღმერთს საკუთარი ტანჯვებითა და სიკვდილით. საკუთარი მკვდრეთით აღდგომით და ზეცაში ყოფნით მოგვიტანა გამოსყიდვა და სულიერი ზეციდან შობა, ამიტომაც გვაქვს უფლება განვადიდოთ და ვაქოთ უფალი ღმერთი ჩვენი უფალი იესო ქრისტესი, როგორც საკუთარი გულმოწყალე მამა. და როგორც თვითონ და მისი ძე - სრულყოფილი სულიერი ერთობლიობაა, ასევე მისი ეკლესიის წევრები უნდა გაერთიანდნენ იესოსთან და არ გამოეყონ მას.

ლოცვა: ზეციერო მამაო ჩვენ აგამაღლებთ შენ, ვინაიდან ჩვენმა უფალმა იესომ შენი მამობრივი არსება დაგვანახა და მისმა ჯვარცმამ გაგვაერთიანა, სულიწმიდასთან შენი სიყვარულით. მოგვეცი ნება ვიცხოვროთ ამ სიყვარულით, სულიერ სრულყოფილ ერთობაში სხვადასხვა აზრის მიუხედავად, სხვადასხვა მორწმუნეებსა და ეკლესიებში!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს 5-6 მუხლი 15-ე თავის რომაელთა მიმართ წერილებში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:39 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)