Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 071 (Problems of the Church of Rome)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 3 ღმერთის სამართლიანობა იხსნება ქრისტეს მიმდევრების ცხოვრებაში (რომაელები 12:1 - 15:13)

8. ძირითადი პრობლემები რომაული ეკლესიის (რომაელები 14:1-12)


რომაელთა 14:1-12
1 რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა საკამათოდ აზრთა გამო. 2 ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლურნი კი მხოლოდ ბოსტნეულს ჭამენ. 3 ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ ჭამს; და ვინც არ ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. რამეთუ ღმერთმა მიიღო იგი. 4 ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა; მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება. 5 ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში. 6 ვინც იცავს დღეს, უფლისათვის იცავს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს. 7 ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისთვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის, 8 ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ. 9 რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც. 10 მაშ, რაღატომ განიკითხავ შენს ძმას და ამცირებ, ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე?! 11 რადგან წერია: "ცოცხალი ვარ, - აბობს უფალი. ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს”. 12 ესე იგი, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ჩააბარებს ღმერთს ანგარიშს. 13 ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმსჯელეთ იმაზე, რომ შებრკოლება ან ცდუნება არ დაუდოთ ძმას.

ქრისტეს მიმდევრებს შორის არის აზრთა სხვადასხვაობა, თუ რა არის დასაშვები და რა აკრძალული იმიტომ, რომ ამჯერად ქრისტეს არავითარი კანონი არ დაუყენებია არამედ მოგვცა სრული გადარჩენა, მყარი გამართლება და სულიწმიდის ძალა. კანონი სჭირდებოდა მას მხოლოდ იმისთვის, რომ შეგვესრულებინა მცნება ყველას მიმართ სიყვარულის შესახებ.

აი რატომ განსხვავდება ერთი ეკლესია მეორისგან თავისი აზროვნებით. მაგალითად, ერთნი ფიქრობენი, რომ ღორის ხორცის საკვებად გამოყენება ცოდვაა. იესო კი ამბობს: ,,ის კი არ გბილწავთ რაც თქვენი პირიდან შედის, არამედ ის ბილწავს ადამიანს რაც მისი პირიდან გამოდის... ვიანიდან გულიდან მოდის ბოროტი აზრები, მკვლელობანი, მრუშობანი - და ეს ბილწავს ადამიანს“ ეჭვგარეშეა, რომ ღორის ხორცი ადამიანის სხეულს ვნებს და აზიანებს მის ჯანმრთელობას, მაგრამ ის არ ბილწავს სულიერად ადამიანს!

ზოგიერთი ქრისტიანი სიგარეტს ან ჩილიმს ეწევა, მაშინ როდესაც სხვები მოწევას მომაკვდინებელ ცოდვად თვლიან. ეჭვგარეშეა, რომ მოწევა საზიანოა ჯანმრთელობისთვის და მის გარშემო სხვებისთვის, მაგრამ ბოლი რომელსაც ის ისუნთქავს - ბოროტი სული კი არ არის, არამედ დამღუპველი შხამი, რომელსაც სჯობს გავეცალოთ რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ჯანმრთელობა. ამიტომაც მოწევა ცოდვა არაა, მაგრამ მწეველი - ისეთი ცოდვილი, როგორც სხვა ყველა დანარჩენი.

ზოგიერთი სამართლიანად კრძალავს ალკოჰილისა და ნარკოტიკის მიღებას, ვინაიდან ვინც დამოკიდებული ხდება მასზე ის ჰგავს მონას. ამიტომ ჩვენ ყველას ვურჩევთ, რომ სრულიად თქვან უარი ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე. თუმცა არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ მიიღო მცირეოდენი ალკოჰოლი, როგორც წამალი. მაგრამ ღირს ავღნიშნოთ, რომ სუფთა წყალი - ეს საუკეთესო საასმელია ჯანმრთელობისთვის, რომელიც უშუალოდ ღმერთისგან მოგვეცა.

მოციქული პავლეს დროს ეკლესიებში მწვავედ იდგა საკითხი იმის შესახებ,რ ომ ცოდვა იყო თუ არა იმ ხორცის ჭამა, რომელიც მსხვერპლად კერპებს მოუტანეს? ზოგი მორწმუნე სიამოვნებით ჭამდა ამ ხორცს. სხვები კი ზიზღით უყურებდნენ მათ. პავლე ამტკიცებდა, რომ ერთიც და მეორენიც თავისებურად მართლები არიან, რადგან მსხვერპლად მოტანილი ხორცი ცხოველებისა არ არის სული, არამედ ხორცი. საქმე იმაში იყო, რომ ზოგი თვლიდა ამ ხორცს არაწმიდა სულების ზეგავლენის ქვეშ მყოფად. მაგრამ იესომ თავის გადარჩენით შეცვალა ყოველივე და ახალა რჯულის ქვეშ კი არა ვართ, არამედ თავისუფალნი ვართ უსულოდა მეორე ხარისხოვანი საგნებისაგან.

ერთი მორწმუნეები შაბათს წმიდას ყოფენ, სხვები კი - პარასკევს, ხოლო მესამენი კვირა დღეს ირჩევენ, მაგრამ პავლემ უთხრა მათ: ,,ყველანი მართლები ხართ, ვინაიდან იესოს დღეები წმიდად არ დაუყვია, არამედ მან ადამიანები გაწმიდა. ამიტომ შეგიძლიათ ილოცოთ, უგალობოთ ღმერთს და იმსახუროთ ყოველთვის: ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ დღეს. ლოცვა არ არის განსაზღვრული რომელიმე დღით ან საათით, არამედ მისი შესრულება შესაძლებელია ნებისმიერ დროსა და საათზე“.

მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის წევრებმა ერთმანეთი არ შეურაცხყონ და გარეგნულად არ განსაჯონ, მით უფრო მეორე ხარსხოვან საქმეში. იესო ამბობს: ,,ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ“. რწმენას ძლიერებმა არ უნდა დაჩაგრონ სუსტები და არ უნდა შეარცხვინონ ისინი თავისი მოქმედებებით; პირიქით მათ უარი უნდა თქვან თავიანთ საქციელებზე სიყვარულის გამო და მეტი დრო გაატარონ სუსტებთან, მათ გამხნევებასა და დახმარებაში. ამავდროულად არც სუსტებმა უნდა შეურაცხყონ რწმენაში ძლიერები და არ ილაპარაკონ მათზე ბოროტად, არამედ უყვარდეთ ისინი, ვინაიდან იესოს ყველა უყვარს!

პავლე არწმუნებდა ყველას ასეთი სიტყვებით: ,,ჩვენ აღარ ვეკუთვნით ჩვენს თავს, არამედ სრულიად და სამუდამოდ გადავეცით ჩვენი თავი უფალ იესო ქრისტეს! თუ ვცხოვრობთ უნდა ვიცხოვროთ უფლისთვის და თუ დევნაში ვიღუპებით მხოლოდ იესოსთვის. იმისდამიუხედავად ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, ვსვამთ თ ვჭამთ, ვეკუთვნით ჩვენს უფალს, რომელმაც აგვავსო თავისი სახალი სიცოცხლით!“

რამდენადაც გასამართლების სული ეკლესიის კრებულებში მალე ვრცელდება. პავლე აზღვევს, როგორც სუსტებს ასევე ძლიერებს: ,,ყურადღებით იყავით ვინაიდან ერთ დღეს ყველანი წარვდგებით საუკუნო მოსამართლის წინაშე! განიკითხეთ საკუთარი თავი და არა სხვები! აღიარეთ საკუთარი საქციელები და გაიმარჯვეთ მათზე იესოს სახელით! თუ თვლით, რომ უნდა გაანთავისუფლოთ სხვები მათი საქციელებისგან, მაშინ მოექეცით მათ სიყვარულით, გაამაგრეთ ეს თქვენი ლოცვით და უზომო მოთმინებით. ოციდეთ, რომ სხვებზე უკეთესნი არ ხართ და ნუ გახდებით სხვა მორწმუნეებისთვის საცდური!“

ლოცვა: ზეციერო მამაო, როდესაც საკუთარ თავს ვადარებთ შენს სიწმიდესა და სიყვარულს, ვხედავთ თუ რამდენად მცირეა ჩვენში სამართლიანობა და პატივისცემა! გვაპატიე ჩვენი ნაკლი და დაგვეხმარე, რომ არ განვიკითხოთ სხვები! გაამყარე ჩვენი სიყვარული, რათა გვიყვარდეს ყველა და საკუთარი თავის მცირედ მივიჩნიოთ!

კითხვა:

  1. რა უნდა იფიქრო და ილაპარაკო, როდესაც რომელიმე ქრისტეს მიმდევარს აქვს სხვანაირი აზრი, ცხოვრებისეულ მეორეხარისხოვან საკითხებში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:38 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)