Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish
Previous Lesson -- Next Lesson რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 3 - გამართლება გვაძლევს საშუალებას ავაშენოთ ღმერთთან და ადამიანებთან ახალი ურთიერთობები (რომაელები 5:1-21)
3. ქრისტეს მადლმა იზეიმა ცოდვაზე, რჯულზე და სიკვდილზე (რომაელები 5:12-21)რომაელთა 5:12-14 პავლე სიკვდილის საიდუმლოს გვიხსნის და ამბობს, გახრწნის მიზეზი არის ცოდვა. ჩვენმა წინაპრებმა ბუნტი მოაწყვეს ღმერთის წინაშე და სიკვდილის განაჩენი მოიმკეს, ასევე მოხიბლეს სხვა ქმნილებები, რადგანაც ჩვენ ვეკუთვნით მათ შთამომავლობას. იმ დროიდან სიკვდილის აჩრდილი ეპარება ყველა ქმნილებას, კანონის დამცველებსაც კი და ძველი აღთქმის ღვთისმოსავ ადამიანებს, ვინაიდან კანონის გამოჩენის შემდეგ ცოდვა გახდა ცხადი და ამან გამოიწვია სიკვდილის განაჩენი. ჩვენ ყველა განწირულნი ვართ სიკვდილისთვის, რადგანაც ყველამ შევცოდეთ. ჩვენს ადამიანურ სამყაროში საუკუნო სიცოცხლე არ არის, არამედ სიკვდილისკენ მივისწრაფით, რადგანა ჩვენში სიკვდილის თესლს ვატარებთ! თუმცა ღმერთი გვაძლევს მონანიების საშუალებას, რათა მივიღოთ პატიება და შევიდეთ საუკუნო სიცოცხლეში, ქრისტეს რწმენის მეშვეობით. რომაელთა 5:15-17 პავლე იკვლევდა დიდებულ მაგალითებს და ადარებდა ჩვენი მამის ადამის ცოდვას და მის შედეგებს, ქრისტეს გამოსყიდვას და მის შედეგებს, ამიტომ ადამს მან შეარქვა მომავალი ქრისტეს მაგალითი (მუხლი14) მაგრამ მას არ უთქვამს, რომ როგორც ადამის მეშვეობით ცოდვა და სიკვდილი შევიდა ბევრში, ასევე ღმერთის მადლი და საუკუნო სიცოცხლის ნიჭი იესოს მეშვეობით შევიდა მრავალში, რადგანაც ქრისტე ადამზე უფრო დიდია და განსხვავდება მისგან. ღმერთი არ გვაძლევს ჩვენ მცირე მადლსა და ზეციურ ნიჭებს, არამედ ღვრის ჩვენზე უხვად თავის მადლსა და ნიჭებს. ღმერთის მადლი გაქვავებული მდგომარეობა არ არის, ის ქმნის აქტიურ ცხოვრებას ძლიერ და მზარდ ნაყოფებთან ერთად! ღმერთის სასამართლო დაიწყო პირველი ადამიანიდან და გადავიდა ყველა დანარჩენზე. გამართლება კი არ იყო ისეთი, როგორც განკითხვა, რადგან ის დაიწყო არა ერთი ცოდვილისგან, არამედ ყველა ცოდვილისგან, ვინაიდან იესო ერთხელ და სამუდამოდ გაამართლა ყველა ცოდვილი და ყველა მისი მორწმუნე გამართლება. თუნდაც ჩვენი წინაპრების სიკვდილმა დაიწყო გამეფება მთელს კაცობრიობაზე, იესომ თავისი დიდებული მადლით გახსნა სიხარულისა და სიკეთის წყარო, რომელიც ყველას აძლევდა სარგებელს საუკუნო სიცოცხლის სახით. თუმცა ღმერთის ცხოვრება არ ბატონობს მორწმუნეების გულებზე ძალდათანებით, როგორც ცოდვა, მაგრამ ისინი ვინც განიწმინდებიან საუკუნოდ იმეფებენ თავის უფალთან და მხსნელ ქრისტესთან ერთად! სინამდვილეში არ გვაქვს საფუძველი შევადაროთ ქრისტეს სიდიდე ადამს, რადგანაც ღმერთის მადლი და ღმერთის სიცოცხლე სრულიად განსხვავდება სიკვდილისა და განკითხვისგან. რომაელთა 5:18-21 პავლეს ისევ მოჰყავს ქრისტესა და ადამის კანონიერი შედარება. მაგრამ ამ ნაწყვეტში ის ადარებს არა მათ პიროვნულობას არამედ საქმეებსა და შედეგებს. ერთადერთი ცოდვის მეშვეობით ყველა ადამიანი განწირული იყო განკითხვისთვის, მაგრამ ერთი მართალი საქმით ყველა ადამიანმა მოიპოვა გამართლება და სიმართლე საუკუნო სიცოცხლეში! აი ამდენად დიდია ეს ზეცის საჩუქარი! სიმართლეა, რომ ერთი ადამიანის დაუმორჩილებლობის გამო ჩვენ ყველა ცოდვის ტყვედ ვიქეცით, თუმცა ქრისტეს მორჩილების მეშვეობით ჩვენ ყველა თავისუფლები და გამართლებულები გავხდით! საბოლოოდ ადამის და მისი ცოდვის შედარებით ქრისტესთან და მის სამართლიანობასთან, პავლე იწყებს რჯულის პრობლემის განხილვას. კანონი არ იყო სასარგებლო ქვეყნიერების გადარჩენისთვის, რადგანაც ის ააშკარავებს დანაშაულებებს და ადამიანს უბიძგებს დაუმორჩილებლობისკენ. თავისი არსით კანონი აუხეშებს ადამიანს და უფრო მეტად აუარესებს და აღრმავებს მის ცოდვას. ქრისტეს კი მივყავართ ყველანაირი მადლის წყაროსთან, გვაძლევს სრულ ძალას და საუკუნო სიმართლეს ისე, რომ ჩვენგან იწყებს გადმოდინებას მადლის წყაროები ამ სამყაროს უდაბნოში. პავლე იძახის: ,,თუ ადრე ცოდვა მეფობთა ყველა ადამიანზე სიკვდილის მეშვეობით, ახლა ბოროტების მეფობა დამთავრდა, რადგანაც მადლი იყო გამეფებული, რომელმაც დაივანა ჩვენს გულში, ჩვენს საუკუნეში და ახლაც მეფობს ღმერთის სამართლიანობის საფუძველზე, და ეს ქრისტეს ჯვრის დამსახურებაა“. ყველა ადამიანს აქვს მადლიერებისა და ღმერთის დიდების მიზეზი ვინაიდან ქრისტეს სიკვდილითა და აღდგომით ჩვენთვის გაიხსნა ახალი ისტორიული ეპოქა, რომელშიც ცოდვის ძალაუფლება და სიკვდილი დამარცხებულია. ჩვენ დღეს ვხედავთ მადლის ზემოქმედებას, მისი საუკუნო სიცოცხლის ნაყოფებს და ღმერთის ძალას, რომელიც მოქმედებს სახარებიდან იესო ქრისტეს ყველა მორწმუნეში. ლოცვა: ჩვენ თაყვანს გცემთ შენ უფალო იესო, ვინაიდან შენ იზეიმე ცოდვაზე, სიკვდილსა და ეშმაკზე! შენ შეგვიყვანე მადლის ეპოქაში და გაგვხადე შენი ნეტარი ცხოვრების მონაწილეებად! გაამყარე ჩვენი რწმენა გაანათე ჩვენი გონება, რათა არ მოვხვდეთ ამ დროში გამეფებული ძალაუფლების ქვეშ. გაგვამყარე შენს მადლში და შექმენი ჩვენს ყველა შენი სულის ნაყოფი, იმის ნიშნად რომ შენი მადლი ნამდვილად მეფობს, და რომ ის ცოდვაზე ძლიერია! მადლობას გიხდი, რომ შენ გულუხვად ღვრი ჩვენზე შენი მადლის სიუხვეს და გვიცავ, შენი შეურყეველი ერთგულებით! კითხვა:
|