Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 031 (The Resurrected Christ Fulfills his Righteousness)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 3 - გამართლება გვაძლევს საშუალებას ავაშენოთ ღმერთთან და ადამიანებთან ახალი ურთიერთობები (რომაელები 5:1-21)

2. მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ქმნის ჩვენში საკუთარ სამართლიანობას (რომაელები 5:6-11)


რომაელთა 5:6-8
6 რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განსაზღვრულ დროს მოკვდა უღმრთოთათვის. 7 ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილისთვის, შესაძლოა, ვინმემ კიდეც გაბედოს სიკვდილი. 8 ღმერთი კი იმით გვიჩვენებს თავის სიყვარულს ჩვენდამი, რომ ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით, როცა ქრისტე მოკვდა ჩვენთვის.

ღმერთის რისხვის და სამართლიანი სასამართლოს გამოცხადების შემდეგ, პავლეს მივყავართ ჭეშმარიტ მონანიებამდე და ჩვენი ,,მე“ -ს დამარცხებამდე, რათა ჩვენ მზად ვიყოღ მივიღოთ რწმენით გამართლება და დიდებული იმედის მყარი ჩაჭიდებით, ღმერთის ერთგულ სიყვარულში დავრჩეთ. გარდა ამისა, იმის მიუხედავად, რომ მივიღეთ გადარჩენა ჩვენთვის აუცილებელია დროდადრო გავიხსენოთ ჩენი წარსული, რათა არ გავამაყდეთ. ყველა სულიერი ნიჭი: მშვიდობა, მადლი, სიყვარული, გაწმენდა, რწმენა, იმედი და მოთმინება, ჩვენგან კი არ მოდის და ვერც ჩვენი ადამიანური პირობებით ვერ წარმოვქმნით ამას, მაგრამ ვაღწევთ მათ იესოს მსხვერპლის სიკვდილით, რომელმაც გაიღო საკუთარი თავი არა ჩვენთვის, როგორც საყვარელი ძმებისთვის, არამედ ცოდვილებისთვის. ღმერთი აღგვიქვამს როგორც ცოდვილებს. ყოველი ჩვენგანი ბოროტების ბომბს ჰგავს, რომელიც აფეთქებისას არა მხოლოდ საკუთარ თავს ღუპავს, არამედ სხვებსაც. ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენი საზიზღარი ბუნების მიუხედავად და მოკვდა ჩვენთვის!

ღმერთის ასეთ თავმდაბლობაში ჩვენ ვხედავთ მისი სიყვარულის დიდებულებას! ადამიანს შეუძია მსხვერპლად გაიღოს სხვა ადამიანისთვის დრო, ფული ან ძალა, მაგრამ არა სიცოცხლე. და თუ რომელიმე მსხვერპლად გაიღებს თავის სიცოცხლეს სამშობლოს ან მეგობრებისთვის, ან თუ რომელიმე დედა გაიღებს სიცოცხლეს შვილისთვის ეს საერთოდაც არ იქნება არაჩვეულებრივი შემთხვევა. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ვიპოვოთ ადამიანი, რომელიც მზად იქნება გაიღოს თავისი სიცოცხლე დამნაშავესთვის, მტრისთვის ან უარმყოფელი ადამიანებისთვის!

მაგრამ წმინდა ღმერთმა შეგვიყვარა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დაკარგულები და დაუმორჩილებელი მტრები ვიყავით. მას ურთიერთობა ჰქონდა ცოდვილებთან თავისი ძის მეშვეობით და მსხვერპლად შეეწირა მათთვის ვინც ქრისტეს კლავდა! ეს ჩვენი რწმენის მწვერვალი! ,,არ არსებობს იმაზე მეტი სიყვარული ვიდრე მეგობრისთვის სულის დადება“. იესოს ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ის თავის მტრებს მეგობრებს უწოდებდა, რადგანაც შეიყვარა ისინი სიკვდილამდე!

ღმერთის სიყვარული ჩვენდამი იმდენად დიდია, რომ ჯვარზე გვაპატია ყველა ჩვენი დანაშაულება, იქამდე სანამ დავიბადებოდით და შევცოდავდით. და ჩვენ არ გვჭირდება ჩვენი ძალისხმევა, რომ გავმართლდეთ. ყველაფერი რაც საჭიროა - ზეციური მადლის მიღებაა და იმის დაჯერება, რომ უკვე გამართლებულნი ვართ და ქრისტეს გადარჩენის ძალა ჩვენში უკვე აღსრულდა!

რომაელთა 5:9-11
9 მით უმეტეს ახლა, როცა გავმართლდით მისი სისხლით, მისით გადავრჩებით რისხვისაგან. 10 რადგან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს შერიგებულნი, გადავრჩებით მისი სიცოცხლით. 11 და არა მარტო ამით, ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მეშვეობითაც მივიღეთ ახლა შერიგება.

იხარე და იროკე! ჩვენ ახალა ღმერთის მიერ გამართლებულნი ვართ, შეერთებული ქრისტესთან რწმენით! ეშმაკს არ აქვს უფლება ბრალი დაგვდოს, ვინაიდან ქრისტეს სისხლი გვწმენდს სულში, მშვინვაში და სხეულში! ეს მდგომარეობა საუკუნოდ გრძელდება, ვინაიდან ქრისტეს შუამდგომლობა გვიცავს ღმერთის რისხვისგან და სამსჯავროს დღისგან!

აქ პავლე შემდეგნაირად გვასწავლის ღრმა ჭეშმარიტებებს გადარჩენის შესახებ:

პირველი ჭეშმარიტება: ჩვენ შევურიგდით ღმერთს, როდესაც ვცხოვრობდით ურჩობასა და მის მტრობაში. ეს შერიგება ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, ჩვენ არც მისი შესრულება შეგვეძლო და არც ამის ღირსები ვიყავით. ჩვენ მას ვერ დავიმსახურებდით და ღმეღრთმა ის საჩუქრად მოგვცა, როგორც ერთ-ერთი მისი მადლის გულუხვი საჩუქარი. ეს შერიგება გახდა შესაძლებელი ღვთის ძის მეშვეობით, რომელიც განკაცდა და მოკვდა ჩვენთვის!

მეორე ჭეშმარიტება: თუ ქრისტეს სიკვდილმა წარმოქმნა ასეთი ძლიერი გადატრიალება და ძირეული ცვლილებები, მაშინ რამხელა ზეგავლეს მოახდენს მისი სიცოცხლე გადარჩენის საკითხში, მითუმეტეს, რომ ჩვენ შევურიგდით ღმერთს და მთელი ჩვენი ნებით, სრული გადაწყვეტილებით და მთელი გულით გვინდა შევასრულით მისი ნება. ჩვენ გვიყვარს იესო და მისი სიყვარული ჩვენში მოქმედებას წარმოქმნის. ღმერთის კრავის რწმენის მეშვეობით ჩვენ მივიღეთ საუკუნო სიცოცხლე, რომელიც არის თავად ქრისტეს, სულიწმიდის სიცოცხლე, და ღმერთის სიყვარულის არსი! ეს ღვთიური ნიშნები ჩვენს გულში მშვიდობას წარმოქმნიან, სიხარულს, დამაჯერებლობასა და ქებას, და ღმერთის სული არის პირობა ჩვენი ლამაზი მომავლის, ვინაიდან ვინც სიყვარულშია ის - ღმერთშია, ღმერთი კი მასში.

მესამე ჭეშმარიტება: პავლე თამამად ადიოდა დიდების უმაღლეს დონეებზე და მივიდა მწვერვალამდე, სადაც მას შეეძლო ეთქვა: ,,და ვიქადით ღმერთით...“, გულისხმობდა, რომ წმიდა ღმერთი თავად ცხოვრობს ჩვენში, ჩვენ კი მასში, რადგან არა მხოლოდ შევურიგდით მას, არამედ სულიწმიდა, თავად ღმერთი გახდა ჩვენი სხეულის ღვთიური ტაძარი! იქადნი თუ არა ღმერთის თანდასწრებით შენში? დამდაბლდი, ო ადამიანო შენ ხომ არაფერი ხარ! თაყვანი ეცი ღმერთს, რომელმაც მასთან ურთიერთობის ღირსი გაგხადა, თუმცა არაფერს იმსახურებდი სიკვდილისა და დაღუპვის გარდა! შეხედე როგორ სიმაღლეებზე აგიყვანა ქრსიტეს სიკვდილმა!

ლოცვა: ჩვენ თაყვანს ვცემთ სიყვარულის ძალას, რომელიც იესოს ჯვარცმაში მოგვევლინა და გადავცემთ ჩვენს სხეულებს, როგორც წმინდა სიყვარულის იარაღს, იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენი გონება წარმართულია. სინამდვილეში არ გვინდა ჩვენს თავზე ფიქრი, არამედ გვინდა ღვთიური სიყვარულის ოკეანეში ჩავეფლოთ!

კითხვა:

  1. როგორ გამოვლინდა ღმერთის სიყვარული?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:14 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)