Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- Romans - 033 (The Believer Considers Himself Dead to Sin)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 4 - ღმერთის ძალა გვანთავისუფლებს ცოდვის ბატონობისგან (რომაელები 6:1 - 8:27)

1. მორწმუნეები ცოდვისთვის მკვდრები არიან (რომაელები 6:1-14)


რომაელთა 6:1-4
1 მაშ, რა ვთქვათ, დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლი გამრავლდეს? არამც და არამც! 2 ჩვენ, რომლებიც მოვუკვდით ცოდვას, როგორღა ვიცხოვროთ მასში? 3 ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? 4 ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ასე ვიაროთ განახლებულ სიცოცხლეში.

3-5-ე თავებში პავლე მოციქულმა დაგვანახა, რომ ქრისტეს მორწმუნეები ჭეშმარიტად გამართლდნენ და განთავისუფლდნენ უფლის რისხვისა და განკითვისგან, რჯულის მიხედვით. პავლე უხსნის რომაელებს და ჩვენც, რომ ამ გამართლებამ მოგვცა მშვიდობა ღმერთთან და სიყვარული ადამიანებისადმი.

ასეთი შესავლის მერე მოციქულმა დაიწყო პასუხის გაცემა მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც იყო დასმული მათ მიერ ვინც ღმერთს ადანაშაულებდა და მტრების მიერ: ,,ესეიგი უნდა ვცოდოთ იმისთვის, რომ გამრავლდეს მადლი და გამოჩნდეს უფლის ერთგულება?“

თავის პასუხში ამ ამპარტავნულ კითხვაზე პავლე უჩვენებს გზას, რომელსაც მიჰყავს საბოლოო გამარჯვებამდე ადამიანი, თავის ცხოვრებაში ცოდვის ზეგავლენისგან. ფაქტობრივად მორწმუნეს შეუძლია მიიღოს სრული აღდგინება, წაიკითხავს რა ამ მონაკვეთს და გამოიყენებს მას თავის ცხოვრებაში. საუბარი მიდის არა მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე, არამედ წმიდა ცხოვრების ხელმძღვანელობაზე!

მოციქული არ გვეუბნება ჩვენ: ,,ებრძოლე ცოდვას და გაიმარჯვე მასზე!“ ვინაიდან მან იცის, რომ არცერთ ადამიანს საკუთარი ძალებით ცოდვაზე გამარჯვება არ ძალუძს. ის არ მოგიწოდებს ებრძოლო საკუთარ თავს არამედ გაჩვენებს, რომ შენი ძველი ადამიანისთვის და გაუკუღმართებული ხასიათისთვის არ არსებობს სხვა გამოსავალი, ვიდრე შინაგანი სიკვდილი.

როგორ შეგვიძლია მოვკვდეთ ჩვენზე მობატონე ცოდვისთვის? პავლე გვაძლევს ძალიან მარტივ ოასუხს ამ კითხვაზე: ,,ჩვენ უკვე მოვკვდით!“, თითქოსდა ბოროტების განადგურება მარტივი იყოს! ის საუბრობს სიკვდილზე წარსულ დროში, თითქოსდა მისი მოქმედება წარსულში უკვე შესრულდა. გამოდის, რომ ეს სიკვდილი არანაირ კავშირში არ არის ჩენს ძალისხმევასთან და ჩვენ ამისთვის ბრძოლა არ გვჭირდება. როდესაც მოვინათლეთ ჩვენი გაბოროტებული და ცოდვილი ადამიანი შთაფლულ იქნა და ჩვენში მყოფი ეგოიზმი მოკვდა. ნათლობა - ეს არ არის მხოლოდ სასიხარულო დღესასწაული, არამედ ასევე განაჩენი, სიკვდილი და შთაფლობა. შენ ადასტურებ შენი ნათლობით იმას, რომ უფალმა სიკვდილის განაჩენი გამოგიტანა და შენ ასრულებ ამ სიკვდილს, შენი საკუთარი სხეულის წყალში შთაფლობით. ხორციელი ადამიანის სიკვდილი ხდება არა ხორცით, არამედ სულით, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ სანაცვლო ქრისტეს სიკვდილი, რომელიც ჩვენთვის მოხდა. ჩვენი ნათლობა აღნიშნავს საბოლოო შეერთებას ქრისტესთან რწმენის აღთქმის მეშვეობით, სრულ გადადნობას მისი სიყვარულის ჭურჭელში და მდგრადი მიყოლა მისი ერთგული მაგალითის.

როდესაც იესომ აიღო ჩვენი ცოდვები, ჩვენ გარდავიცვალეთ მასთან ერთად ჩვენი სიამაყისთვის. ჯვარი დანას ჰგავს, რომელიც ცოდვილი ადამიანის გულს მოხვდა. ვისაც სწამს ის უარყოფს საკუთარ თავს, იღებს თავის ჯვარს და აღიარებს, რომ ყოველი ადამიანი მხოლოდ სიკვდილს იმსახურებს! აი რატომ არ სრულდება ჩვენი სიკვდილი გონებრივ ბრძოლაში, არამედ უკვე შესრულდა წარსულში, როდესაც ჯვარზე მილურსმულმა იესომ თქვა: ,,აღსრულდა!“ თუ შენ ირწმუნე ესეიგი გადარჩი და განთავისუფლდი ცოდვის მონობისაგან!

ქრისტე უბრალოდ კი არ მოკვდა და დამარხულ იქნა, რათა ჩვენ შევერთებულიყავით მასთან მისი სიკვდილისა და დამარხვის მეშვეობით, არამედ ის ასევე გამარჯვებულად აღდგა მკვდრეთით, მიგვიზიდა მასთან თავის აღდგომით და საუკუნო სიცოცხლე გვაჩუქა. საკუთარი თავის უარყოფასთან ერთად ჩვენ ასევე შევუერთდით ქრისტეს მისი სიცოცხლის ძალაში. ჩვენი რწმენა მხოლოდ დოქტრინების ცოდნა არ არის, არამედ ძალა რომელიც იზრდება ჩვენში, თითქოს ქრისტე იბადება, იზრდება, მოქმედებს და იმარჯვებს ბოროტებაზე ჩვენს სხეულებში! ჩვენ თავად კი არა ის იმარჯვებს ჩვენში!

ქრისტეს აღდგომა ცხადი გამარჯვება იყო იესო ქრისტეს მამის, ვინაიდან მან გამოავლინა თავისი უსაზღვრო დიდება და ურყევი სამართლიანობა, მიიღო რა თავის ძის აღსრულებული შერიგება და გამარჯვება ცოდვაზე, აღადგინა რა თავის წმიდა ცხოვრებაში! ღმერთის ძალა შკარად მოქმედებდა ქრისტეს აღდგომაში და ასეთივე განახლებული წმინდა ცხოვრება მოქმედებს მორწმუნეებშიც, რომლებიც რწმენით მიეწებნენ ქრისტეს. ქრისტიანობა - არა არის შიშისა და სიკვდილის რელიგია, არამედ იმედის, სიცოცხლისა და ძალის!

როდესაც იესოს თაყვანს ვცემთ, ჩვენ ამითი ვაღიარებს, რომ ის სადღაც მაღლა არ არის ვარსკვლავებს მიღმა, ჩვენგან შორს და მხოლოდ იშვიათად გვიხსენებს ჩვენ. პირიქით ჩვენ ვაღიარებთ, რომ ის შემოგვიერთდა უწყვეტი ძაფებით, რომ ის არის ჩვენში თავისი ძალის სისრულით, ჩვენში არის საუკუნოდ და მივყავართ წმინდა ცხოვრებისკენ.

ასე, რომ ჩვენი ნათლობა - ეს არის ქრისტესთან შეერთება მის სიკვდილში და სიცოცხლეში! შენი რწმენა დაფუძნებულია ახალ აღთქმაზე. ვინც მყარად ეჭიდება იესოს ის აღიარებს, რომ გარდაიცვალა მასთან ერთად ჯვარზე და ასევე აღსდგა მასთან ერთად საუკუნო სიცოცხლისთვის.

ლოცვა: უფალო იესო შენ აღასრულე ჩემი სიკვდილი ჯვარზე და აღადგინე ჩემი ცხოვრება შენი აღდგომით! მე თაყვანს გცემ ყველა მორწმუნესთან ერთად, რომელნიც რწმენით გარდაიცვალნენ და აღდგნენ შენთან ერთად სულში. ჩვენ თაყვანს გცემთ შენ დიდების მამავ და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვაჩვენე შენი დიდება შენი ძის აღდგომით. დაგვეხმარე ვიყოთ მასთან ერთად მის მადლში და ვიაროთ მისი ბრძანებებით სიწმინდეში, თავშეკავებაში, სიმართლეში, სიყვარულსა და მოთმინებაში, რათა შენი სიცოცხლე გამოჩნდეს ყველა მორწმუნეში.

კითხვა:

  1. რაშია ნათლობის აზრი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:16 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)