Home
Links
Bible Versions
Contact
About us
Impressum
Site Map


WoL AUDIO
WoL CHILDREN


Bible Treasures
Doctrines of Bible
Key Bible Verses


Afrikaans
አማርኛ
عربي
Azərbaycanca
Bahasa Indones.
Basa Jawa
Basa Sunda
Baoulé
বাংলা
Български
Cebuano
Dagbani
Dan
Dioula
Deutsch
Ελληνικά
English
Ewe
Español
فارسی
Français
Gjuha shqipe
հայերեն
한국어
Hausa/هَوُسَا
עברית
हिन्दी
Igbo
ქართული
Kirundi
Kiswahili
Кыргызча
Lingála
മലയാളം
Mëranaw
မြန်မာဘာသာ
नेपाली
日本語
O‘zbek
Peul
Polski
Português
Русский
Srpski/Српски
Soomaaliga
தமிழ்
తెలుగు
ไทย
Tiếng Việt
Türkçe
Twi
Українська
اردو
Uyghur/ئۇيغۇرچه
Wolof
ייִדיש
Yorùbá
中文


ગુજરાતી
Latina
Magyar
Norsk

Home -- Georgian -- John - 001 (Introduction)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით

შესავალი


ქრისტემ მოუწოდა თავის მოწაფეებს, რათა დაემოწმებინათ მის შესახებ. ის არ წერდა თავის ავტობიოგრაფიას, არც ეკლესიებში აგზავნიდა წერილებს. ამისდა მიუხედავად თავად ქრისტეს პერსონა აღმოჩნდა ღრმად ზემომქმედი თავისი მიმდევრების სულებზე, და მათ, სულიწმიდით წარმართულებმა, აამაღლეს უფალი იესო ქრისტე. მის სიყვარულსა და თავმდაბლობაში, სიკვდილსა და აღდგომაში ისინი ხედავდნენ მის დიდებას, როგორც მხოლოდშობილის, სავსეს მადლითა და ჭეშმარიტებით. იოანეს სახარება განსხვავდება იმით, რომ მახარებლები მათე, მარკოზი და ლუკა, საუბრობდნენ იესოს სიტყვებსა და საქმეებზე, ასევე ცათა სამეფოზე, უპირველეს ყოვლისა ცდილობდნენ აეხსნათ იესოს მოსვლის მიზანი, მაშინ როდესაც იოანე წინა პლანზე წევდა იესოს დაფარულ პიროვნებას და მის წმიდა სიყვარულს. ამიტომაც ითვლება იოანეს სახარება ძირითადად, სავსე ღრმა ჭეშმარიტებებით, შესაგრძნობ სახარებად, წმიდა ბიბლიის ყველა წიგნის გვირგვინად.

ვინ არის ამ სახარების ავტორი?

ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში ეკლესიის მამები შეჯერდნენ, რომ ამ წიგნის ავტორი, რომელიც თავისი შინაარსით ერთადერთია, სხვა არავინ არის გარდა იესოს მოწაფისა, სახელად იოანე. იმისდა მიუხედავად, რომ სხვა მოციქულების სახელები ახსენა თავის სახარებაში, მას არცერთხელ არ უხსენებია თავისი ძმის იაკობის და თავისი სახელი, რადგან არ თვლიდა თავს იმ პატივის ღირსად, რომ მისი სახელი ხსენებულიყო წმიდა სახელის, უფლისა და მხსნელის გვერდით. ეპისკოპოსუ ირინეი, რომელიც საფრანგეთიდან, კერძოდ კი ლიონიდან იყო, ამტკიცებდა, რომ ეს სახარება იოანეს ეკუთვნოდა, იესოს იმ მოწაფეს, რომელიც საიდუმლო სერობის დღეს იესოს მკერდთან იჯდა. იოანემ თავისი სახარება ეფესოში დაწერა, აზიში, კეისარი ტრაიანეს მმართველობის დროს.

ზოგოერთი კრიტიკოსი ვარაუდობს, თითქოს ამ სახარების ავტორი იყო სხვა იოანე - არა იესო ქრისტეს მოციქული, არამედ მისი მოწაფე, ეფესოს ეკლესიის ერთ-ერთი პრესვიტერი, რომაც თითქოს ეს წიგნჯ დაწერა მოგვიანებჯთ, ვიდრე ზემოთაა ხსენებული. ეს კრიტიკოსები ცდომილებაში არიან, ვინაიდან არ იცნობენ ჭეშმარიტების სულს, რომელშიც არ არის სიცრუე, სახარება დაწერილია მხილველის სახელით: ”და ჩვენ დავინახეთ მისი დიდება”. აქედან ნათლად ჩანს, რომ ამ სახარების ავტორი იყო უშუალო მონაწილე იესოს ცხოვრების, სიკვდილისა და აღდგომის. მხოლოდ იოანეს სახარების ბოლოში მიამატეს მისმა მეგობრებმა შემდეგი სიტყვები: ”ეს არის ის მოწაფე, რომელიც ამოწმებს ამას და რომელმაც დაწერა ეს; და ვიცით, რო ჭეშმარიტია მისი მოწმობა” (იოანე 21:24). მათ ასევე აღნიშნეს ის, რომ სერობის საღამოს იოანეს, ოესოს მკერდთან ახლოს ყოფნა ხვდა წილად და მხოლოდ მან აიღო თავის თავზე ის გამბედაობა, რომ ეკითხა იესოსთვის იმის შესახებ, თუ ვიმ გასცემდა მას: ”უფალო, ვინაა იგი?” (იოანე 13:25).

იოანე ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როდესაც იესომ მოუწოდა გაჰყოლოდა მას. თორმეტ მოციქულთა შორის ყველაზე უმცროსი. იოანე მეთევზე იყო. მამამისს ერქვა - ზებედე, ხოლო დედას - სალომე. ის ცხოვრობდა ბეთსაიდაში, ტიბერიუსის ტბის ნასაპიროზე. იოანე პეტრე და ანდრიასთან მეგობრობდა, ხოლო მისი ძმა - ფილიპე და ნათანაელთან. ისინი ერთად იყვნენ იორდანეში იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც ხალხს მოუწოდებდა მონანიებისკენ. ნათლისმცემელთან უამრავი ხალხი მიდიოდა, რომელთა შორისაც იყო ყმაწვილი იოანე ზებედეს ძე. შესაძლოა, იოანე ახლოს იყო მღვდელმთავარი ანას ოჯახთან, რამდენადაც მას სცნობდნენ და წვდომა ჰქონდა მღვდელმთავრის ეზოში. მღვდელმთავრებთან ახლო ურთიერთობის წყალობით, იოანე, ერთადერთია ოთხ მახარობელს შორის, რომელმაც თავის სახარებაში ახსენა, თუ როგორ უწოდებს იოანე ნათლისმცემელი იესოს, ღვთის კრავს, რომელიც იღებს მსოფლიოს ცოდვებს თავის თავზე. ასე შეიცნო იოანემ, სიყვარულით და სულის ძალით იესო,სხვა დანარჩენ მოწაფეებზე მეტად.

იოანეს კავშირი დანარჩენი სამი სახარების ავტორთან

რა დროსაც იაონემ დაწერა თავისი სახარება, მათე, მარკოზი და ლუკას სახარება უკვე დიდი ხნის დაწერილი და გავრცელებული იყო ეკლესიებში. ამ სამმა გამოიყენა მოციქულების შედგენილი პირველი წყარო, რომელიც ებრაულად იყო დაწერილი. როდესაც ისინი ხედავდნენ, რომ წლები გადის და იესო არ ბრუნდება, იწყეს ღელვა, რომ იესოს სიტყვები შესაძლოა დაკარგულიყო და სწორედ მაშინ მათემ შეკრიბა იესოს ყველა ნათქვამი ერთ წიგნად. შესაძლოა პირვანდელ წყაროში ყოფილიყო მისი საქმეები და ცხოვრებისეული მომენტები. მათე , მარკოზი და ლუკა დიდი ყურადღებითა და ერთგულებით წერდნენ თავიანთ წიგნებს. ექიმი ლუკა ეყრდნობოდა სხვა წყაროებსაც, ხვდებოდა იესოს დედას და სხვა მრავალ მოწმეს, ვინც უშუალოდ მონაწილე და მხილველი იყო იესოს ცხოვრებისა თუ საქმეებისა.

იოანე კი არ საჭიროებდა ზემოხსენებულ წყაროებს, ვინაიდან თავად იყო ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და მხილველი. მას არ უნდოდა უბრლოდ გაემეორებინა ეკლესიითვის უკვე ცნობილი იესოს გამონათქვამები ან ინფორმაცია მისი ცხოვრების შესახებ, ამიტომაც აღწერა თავის უწყებაში ის, რაც ეკლესიაში ჯერ კიდევ არ იცოდნენ, და ყოველივე ეს განმარტა მეტად სრულყოფილად. პირველი სამი სახარება გვაუწყებს იესოს საქმეების შესახებ გალილეაში და მხოლოდ მის ბოლო გოლგოთის გზაზე. ხოლო მეოთხე სახარება აღწერს იესოს საქმეებს იერუსალიმში, გალილეაში ყოფნამდე, ყოფნისას და ყოფნის შემდეგ. იოანე ამოწმებს იმისშესახებ, რომ იესომ სამჯერ მოინახულა თავისი ქალაქი და ყოველ ჯერზე უარყვეს ის, იქ მას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, ბოლოს კი იქ იქნა ჯვარზე გაკრული. იოანეს სახარება მეტად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოციქული ყვება ქრისტეს მსახურებაზე იუდეველთა შორის, იერუსალიმში, ძველი აღთქმის ცივილიზაციის შუაგულში.

მეოთხე მახარობელი არ ანიჭებდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იესოს სასწაულებს, ამიტომაც აღწერა მხოლოდ ექვსი მათგანი. მაშ რისი გადმოცემა სურდა იოანეს უპირველეს ყოვლისა? მან ჩაწერა იესოს სიტყვები, პირველ პირში “მე ვარ“ და ამ სიტყვებში იესოს პიროვნება აღწერა. დანარჩენმა სამმა მახარობელმა აღწერა იესოს ცხოვრება და მისი საქმეები, ხოლო იოანე უპირველეს ყოვლისა ცდილობდა ეჩვენებინა ჩვენთვის, იესოს პიროვნება მის სრულ დიდებაში. მაგრამ როგორი სახით შეძლო იოანემ, ჩვენთვის გადმოეცა იესოს ის სიტყვები, რომლებიც არავის უხსენებია? ეჭვგარეშეა, რომ სულიწმიდამ გაახსენა მას ამ სიტყვები, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ. თავად იოანემაც ხომ არაერთხელ აღიარა, რომ მოწაფეებმა იესოს სიტყვების და განსაკუთრებულად “მე ვარ„ - სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა მხოლოდ იესოს ჯვარცმისა და სულიწმიდის გადმოსვლის შემდეგ გაიგეს. სწორედ ეს სიტყვები წარმოადგენენ ამ საოცარი სახარების განმასხვავებელ ნიშანს.

იოანე ასევე იხსენებს იესოს საპირისპირო სიტყვებს, როგორიცაა: სინათლე და სიბნელე, სული და ხორცი, ჭეშმარიტება და სიცრუე, ამაღლებულები და დამცირებულები. სხვა სახარებებში თითქმის არ გვხვდება მსგავსი შედარებები. მრავალი წლის შემდეგ, როდესაც იოანე ბერძენთა შორის ცხოვრობდა და შრომობდა, სულიწმიდამ გაახსენა და გაუხსნა მას, რომ იესო ქრისტე არა მხოლოდ ივრითულად, არამედ ბერძნულადაც ლაპარაკობს.

იოანეს სახარების მიზანი

იოანე არ ცდილობდა აღეწერა იესო, მორალურ-ფილოსოფიურ ან სულიერ ასპექტში - უფრო მეტად ის ცდილობდა ყურადღება გაემახვილებინა იესოს გარდაქმნაზე (რეინკარნაცია), მის უძლურებასა და წყურვილზე ჯვარცმის დროს. გარდა ამისა, იოანე ხაზს უსვამდა იმას, რომ იესო არა მხოლოდ იუდეველების, არამედ ყველა ადამიანის მხსნელი იყო, რადგანაც ის ღვთის კრავად იწოდებოდა, რომელმაც ქვეყნიერების ცოდვები თავის თავზე აიღო. იოანე ასევე გვაუწყებს თუ როგორ ძლიერად შეიყვარა უფალმა ქვეყნიერება.

ყოველივე ამის შეხსენებით, იოანეს მივყავართ თავისი სახარების არსთან: იესო ქრისტე ღვთის ძეა, ის დასაბამიდან არსებობდა, მაგრამ წარმოგზავნილ იქნა ჩვენ დროში, ღმერთი, მაგრამ ადამიანად წარმოდგენილი, რომელსაც გააჩნია მთელი ხელმწიფება, და ამავდროულად სისუსტით შემოსილი, იქცა გზად ადამიანთა გულების მისაღწევად. იესოს მეშვეობით ღმერთი მოევლინა ადამიანებს და მათ შორის ცხოვრობდა. ვერც ერთმა მახარობელმა ვერ შეძლო ასე აეღწერა იესოს სიყვარული, როგორც იესოს მკერდთან ახლოს მყოფმა იოანემ.

იოანეს განმარტბებეი არ არის მიმართული იმისკენ, რომ იესო შევიცნოთ რაიმე ფილოსოფიის ან მისტიკის მეშვეობით, არამედ მის შეცნობაზე ღრმა რწმენით, სულიწმიდის მეშვეობით. იოანეს სახარება სრულდება ცნობილი სიტყვებით: “ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რათა მორწმუნეებს სიცოცხლე გქონდეთ მის სახელში“ (იოანე 20:31). ასე, რომ ამ სახარებისა მიზანი არის იესოს ღვთიურობის ცოცხალი რწმენა და იმის შეცნობა, რომ ეს რწმენა ჩვენში ღვთიურ, წმიდა და სამუდამო ცხოვრებას შთაბერავს.

ვისთვის დაიწერა იოანეს სახარება?

ეს შეუფასებელი ჭეშმარიტებებით აღსავსე წიგნი იესოს შესახებ, დაიწერა არა ურწმუნოთათვის სახარების საქადაგებლად, არამედ ეკლესიის სულიერი აღშენებისა და ზრდისათვის. იმ დროისთვის პავლე მოციქულმა მრავალი ეკლესიაა დაარსა. როდესაც პავლე ჩააგდეს რომაელთა საპყრობილეში, მოციქული პეტრე დადიოდა და ამხნევებდა გაღარიბებულ ეკლესიებს. პეტრესა და პავლეს სიკვდილის შემდეგ, რომში დევნების დროს, ნერონის მეფობისას, დიდი ალბათობით მათი ადგილი იოანემ დაიკავა. ის ეფესოში ქრისტიანთა შუაგულში ცხოვრობდა და მრავალრიცხოვანი ეკლესიების მწყემსი იყო, რომლებიც მიმოფანტულიყო მცირე აზიაში. გმართებთ იოანეს წერილებისა და გამოცხადების პირველი სამი თავის წაკითხვა, რომ მიხვდეთ, როგორი საზრუნავითა და მისაწრაფებებით ცხოვრობდა ეს მოციქული, რომელმაც გაგვიხსნა მამის სიყვარული, იესო ქრისტეს მეშვეობით. გარდა ამისა, ის ებრძოდა ფილოსოფიის სიცრუეში გახვეულ ცრუმორწმუნეებს, რომლებიც ცდილობდნენ მგლებივით ფარაში შეღწევას და ცხვრების წარტაცებას ცრუ იდეებით, მკაცრი კანონებითა და მანკიერი ყალბი თავისუფლებით, ჭეშმარიტების სიცრუეში არევით.

ანატოლიაში ასევე ცხოვრობდნენ იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებოდნენ დაპირებული იესოს მოსვლას. იოანე აუწყებდა იესოს შესახებ, და ეჭინააღმდეგებოდა ამ მტრულ მიმართულებებს იესოს მიმართ. მოწინააღმდეგე სულების მიუხედავად, ის იმაღლებდა ხმას და ამოწმებდა: “და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება“. (იოანე 1:14)

ცხადია, რომ ეს სახარება მიმართული იყო უპირველეს ყოვლისა, ღვთისმოსავი მორწმუნეებისკენ იმიტომ, რომ იოანემ მასში აღწერა მრავალი დეტალი იუდეველების ცხოვრებიდან, რაც ყველა იუდეველმა წერილის გარეშეც კარგად იცოდა. გარდა ამისა, იონე სხვა მახარობლებისგან განსხვავებით, არ საუბრობდა არამეულ ენაზე დაწერილ იესოს სიტყვებზე, არამედ ეყრდნობოდა ეკლესიისთვის ცნობილ გამონათქვამებს და ავსებდა მათ სულიწმიდით, თავისუფლად ქადაგებდა იესოს დიდების შესახებ ნამდვილ ბერძნულ ენაზე სულიწმიდის მმართველობის ქვეშ. ეს მარტივი და ღრმა სახარება გვესაუბრება ჩვენ უფრო გასაგებად, ვიდრე ყველაზე მხატვრული ორატორის გამონათვამები. მასში სულიწმიდა გადმოგვცემს შეუფასებელ ჭეშმარიტებებს ისეთი მარტივი სახით, რომ ბავშვსაც შეუძლია გაიგოს მათი ნათელი აზრი.

როდის იქნა დაწერილი ეს განუმეორებელი სახარება?

მადლობა იესოს იმისთვის, რომ არც ისე შორეულ წარსულში არქეოლოგებმა - ორიენტალისტებმა ჩაატარეს ეგვიპტეში გათხრები, რის შედეგადაც იპოვეს პაპირუსის ნატეხი, რომელიც ეკუთვნის ჩვენი წელთაღრიცხვის მე-100 წელს, რომელზეც გარკვეული ხელწერით იყო დაწერილი იესოს სიტყვები იოანეს სახარებიდან. ამ ნაპოვნა ნივთმა დიდიხნის კამათს დაუდო ბოლო, რომელიც უკავშირდებოდა ამ წერილის დაწერის წლებს და გააჩუმა ყველა კრიტიკოსი. გათხრებმა დაამტკიცეს, რომ მე-100 წელს იესო ქრისტეს დაბადების შემდეგ იოანეს სახარებამ უკვე პოვა ცნობადობა არა მხოლოდ მცირე აზიაში, არამედ ჩრდილოეთ აფრიკაში. ასევე ის აუცილებლად იყო ცნობილი რომში. ეს ჭეშმარიტება კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენ რწმენას იმაში, რომ ეს წიგნი უეჭველად იოანე მოციქულის მიერ დაიწერა, სულიწმიდის მმართველობის ქვეშ.

იოანეს სახარების შინაარსი

არ არის მარტივი წინასწარმეტყველების გაყოფა ჯგუფებზე. განსაკუთრებულად რთულად დასაყოფია იოანეს სახარება ნაწილებად. ჩვენ საფუძვლად ავიღებთ შემდეგ დაყოფებს:

  1. ღვთიურმა შუქმა იბრწყინა (1:1 – 4:54)
  2. შუქი ანათებს წყვდიადში და წყვდიადმა ვერ მოიცვა იგი (5:1 – 11:54)
  3. შუქი ბრწყინავს მოციქულთა შორის (11:55 – 17:26)
  4. სინათლე ამარცხებს სიბნელეს (18:1 – 21:25)

იოანე ღვთისმეტყველმა გადმოსცა თავისი აზრები, როგორც რგოლები, რომლებიც ერთ მთლიან სულიერ მიზანს გადმოსცემენ, სადაც ყოველი რგოლი ტრიალებს ერთი ან ორი საკვანძო სიტყვის გარშემო და ამასთანავე ამ რგოლების კავშირი უწყვეტია, თუმცა აზრობრივად ისინი შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ.

მოციქული იოანეს ივრითული ამაღლებული აზროვნება, მისი ღრმა სულიერი შემეცნება განუმეორებლად შეერწყა ცოცხალ ბერძნულ ენას. და დღესაც სულიწმიდა გვიხსნის ამ სახარებაში დაწერილის აზრს. ის გახდა დაუშრეტელი წყარო იესოს ძალისა და მისი შემეცნების. ვინც ჩაყვინთავს ამ წიგნში, უეჭველად სცემს თაყვანს ღვთის ძეს და მიუძღვნის მას თავის ცხოვრებას და განადიდებს მას ცოდვებისგან მარადიული გამოსყიდვისთვის.

კითხვები:

  1. ვინ არის იოანეს სახარების ავტორი?
  2. რა კავშირი აქვს მეოთხე სახარებას სხვა დანაჩენ სამთან?
  3. რაში მდგომარეობს იოანეს სახარების მიზანი?
  4. ვისთვის დაიწერა ეს უნიკალური სახარება?
  5. როგორ ნაწილებად შეიძლება დაიწყოს ეს სახარება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 09:52 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)