Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 041 (In Christ, Man is Delivered)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 4 - ღმერთის ძალა გვანთავისუფლებს ცოდვის ბატონობისგან (რომაელები 6:1 - 8:27)

6. ადამიანი ქრისტეში იძენს თავისუფლებას ცოდვისგან, სიკვდილისგან და გასამართლებისგან (რომაელები 8:1-11)


რომაელთა 8:2
2 რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.

ჩვენი რწმენა სავსეა სიცოცხლით, ვინაიდან სულიწმიდა იღვრება მორწმუნეების გულებში, თუკი ისინი გახსნიან თავიანთ გულებს ქრისტესთვის. ეს მაცოცხლებელი სული ღმერთის მხატვრულ ძალას წარმოადგენს, რომელიც მოქმედებს მათში ვინც ეყრდნობა ჯვარს.

ქვეყნიერების საწყისში სულიწმიდა იძვროდა უსახურ და უდაბურ დედამიწაზე. და დღეს ეს კურთხეული სული მილიონობით ადამიანში ქმნის სიცოცხლეს, რომელიც სავსეა იმედით. ჩვენ მორწმუნეები საკუთარი თავის წყალობით კი არ ვცხოვრობთ არამედ მისი მზრუნველობის წყალობით, მისი აღძვრით და მისი მოთმინებით. ყოველი ვინც იღებს ქრისტეს სულის მოძრაობას და უხსნის მას საკუთარ გულს ეჭვგარეშეა, რომ ივსება ღმერთის ძალით. შენ არ შეგიძლია გადარჩე ან ნების ძალისხმევით განიწმინდო, არც ბევრი ფიქრის საშუალებით შეგიძლია ეს. მხოლოდ ღმერთის წმიდა სული ქმნის შენში რწმენას, წარმოშობს სიყვარულს და გაძლევს სიხარულს და ყველანაირ სიკეთეს! ეს ღმერთი მოქმედებს ჩვენში, აღგვძრავს რა გულმოწყალე საქმეებისკენ. ის ერთგულია, ყოველთვის ჩვენშია და მივყავართ სრულყოფილი სიყვარულისკენ.

ეს ღმერთის სულის სიცოცხლე არ იცვლება, როგორც ქარი, რომელიც ხშირად იცვლის თავის მიმართულებას. სულის სიცოცხლე ორგანიზებული და მოწესრიგებულია, როგორც რჯული, ამიტომაც უწოდა მას პავლემ ,,სიცოცხლის კანონი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სულის კანონი - ეს არის ქრისტეს ცხოვრება მის მორწმუნეებში. წმიდა ღმერთი შეუერთდა მორწმუნეებს ახალ აღთქმაში და ქრისტეს სიკვდილში განამტკიცა ჭეშმარიტება, რომელიც საუკუნოა, ვინაიდან მისი ერთგულება მარადიულია! სული რომელიც იღვრება მამისა და ძის გულიდან შენზე, არ ხდება შენი ლოცვების გამო, მარხვების ან სამართლიანობის, არამედ მხოლოდ ქრისტეს სამართლიანობის საფუძველზე, რომელიც აღსრულდა ჯვარზე შენს გამო. ღმერთმა განამტკიცა შენში საუკუნო სოცოცხლე სიმართლის საფუძველზე. მისი ძალა არ მოქმედებს აფეთქებებით ან წნევით, არამედ მიედინება წმიდა სინაზით და აღმაფრთოვანებელი წესრიგით. ის მოქმედებს კივილისა და ხმაურის გარეშე, მორჩილებითა და სიყვარულით, ვინაიდან ქრისტე თავმდაბალია და მას უყვარს ცოდვილები, თავად ცხოვრობს შენში, შენ კი მასში. არ მისცე უცხო სულს იმის უფლება, რომ ჩასახლდეს შენში!

სულიერი სიცოცხლე, რომელიც მოგენიჭა არ გეკუთვნის თავად შენ, ქრისტესგან დამოუკიდებლად, არამედ ის შენთვის ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში თუ დროულად იმყოფები ახლო კავშირში მხსნელთან და ეწებები მას, როგორც მისი სულიერი სხეულის ნაწილი.

აზრი იმის შესახებ, რომ ქრისტიანი უნებლიედ ხვდება ცოდვაში, არასწორია. თავისი არსით ეს აზრი ქრისტეს და მისი ჯვრის შეურაცხყოფაა. დიახ, ჩვენ დიდი ცდუნებების ქვეშ ვართ, ვიდრე ადრე, მაგრამ თავად ქრისტეც ხომ იყო განსაცდელში! შესაძლოა ჩვენ ბევრს ვეცემით და უნებლიეთ ვცოდავთ, მაგრამ პრინციპში ქრისტემ გაგვანთავისუფლა ცოდვის ძალაუფლებისგან და ამიტომაც სიკვდილი აღარ იქნება ჩვენი ცხოვრების პასუხი. უფრო მეტიც რჯული ეს არ არის ჯოჯოხეთში მოხვედრის განაჩენი და ეს არ გვიბიძგებს დიდი ცოდვებისკენ, რჯული ხომ დაიწერა ჩვენს გულებში და გვაძლევს ტკბობის საშუალებას! ამიტომ ჩვენ არ ვართ ცოდვის მონები, არამედ ღმერთის სიყვარულის შვილები! და ჩვენ არ მოვკვდებით იმედის გარეშე, როგორც სხვა ადამიანები, არამედ ვიცხოვრებთ მარადიულად სულით ცხოვრების რჯულის მეშვეობით, როგორც ქრისტე ცხოვრობს საუკუნოდ!

ღრმად იფიქრე მოციქული პავლეს სიტყვებზე, განმტკიცდი შენს უფლებებში და განთავისუფლდი ცოდვის რჯულისგან. და შენ გაიმარჯვებ ბოროტებაზე და იქნები ღმერთის გეგმაში, რომელიც აღივსება ძალით ქრისტეს სულის ჭეშმარიტებაში!

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე ჩვენ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გადაგვიყვანე სიკვდილიდან სიცოცხლეში, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი მამის სიყვარული და ვიცხოვროთ სულის რჯულში! გაგვამყარე შენში, რათა შენი სიყვარული აღსრულდეს ჩვენში და განგადიდოთ შენ ყველა ჩვენი მოქმედებით და ყველა ჩვენი გარშემომყოფებისთვის, როგორც კეთილსურნელება ვიყოთ და არა დაღუპვა!

კითხვა:

  1. რომელ ორ რჯულს უპირისპირებდა ერთმანეთს პავლე და რას ნიშნავდა ისინი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:34 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)