Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 004 (Identification and apostolic benediction)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
შესავალი სიტყვა: მისალმება, მადლიერება ღმერთის მიმართ და „ღმერთის სამართლიანობის“ გამოცხადება, როგორც ამ წერილის ძირითადი აზრი (რომაელები 1:1-17)

ა) მისალმება და მოციქულური კურთხევა (რომაელები 1:1-7)


რომაელთა 1:5-7
5 რომლის მეშვეობითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ რწმენას ყველა ხალხი, 6 რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი, 7 ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდანებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.

იესო ქრისტე - ყველა ნიჭის გასაღებია! მის გარდა არავინაა წინასწარმეტყველი, წმიდა, ვერც ქალწული მარიამი იშუამდგომლებს შენთვის ღმერთის წინაშე და ვერ მოგანიჭებს ვერც მადლსა და ვერც კურთხევას. ზეციერი მამა პასხუობს ჩვენ ლოცვებს იესო ქრისტეს გამო, ვინაიდან მხოლოდ ის არის შუადმგომელი! იესო ქრისტეს სახელი თითქოს არხია, საიდანაც ჩვენი ლოცვები მამასთან აღწევს და უფლის სულიერი ნიჭები აღწევს ჩვენამდე. სხვა ვერავინ შეძლო ჩვენი უფალთან შერიგება. ჩვენ ასევე მისგამ მადლის სისრულეს ვიღებთ, რაშიც პატიება შედის, მშვიდობა, გადარჩენა და გამართლება. სხვა დანარჩენი უფლის კურთხევა - ეს უბრალოდ დაუმსახურებელი მადლია! მადლი - პავლეს წერილის არსია. პავლემ განიცადა ეს მადლი საკუთარ თავზე, ვინაიდან ეკლესიის მდევნელი იყო და ვერ მოიპოვებდა გადარცენას ვერც მოშურნეობით, ვერც ლოცვებიდათა და ვერც კეთილი საქმეებით. მას უშველა მხოლოდ ქრისტეში მიღებულმა მადლმა! აი რატომაც აუწყებდა ყველას ამ დიდებული მადლის შეასხებ! ქრისტეს ეს მადლი, პატიება და მშვიდობა შენც გაჩუქა!

ძვირფასო ძმაო, როგორც კი მიხვდები ამ მადლის არსს და აღიარებს მას, შენ მის სხვებთან მიტანას დაიწყებ. უქადაგებ და ღვთის სიყვარულს, როგორც უსასყიდლოთ გამართლებული. ჩადო თუ არა სულიწმიდამ თავისი სიტყვები შენ გულში? თუ ჯერ კიდევ ჩუმად ხარ და ცოდვის ქსელშ ხარ გაბმული?

ყველას, ვისაც ესმის კეთილი უწყების არსი, მას უყვარს ღმერთი და ქრისტე და იცვას მის საამურ მცნებებს. გამონათქვამი „სარწმუნოებას დავუმორჩილოთ“ პავლეს ბაგიდან ნიშნავს მადლზე ადამიანის გამოხმაურება. ღმერთს არ უნდა, რომ ბოროტად და სურვილის გარეშე ვემორჩილებოდეღ მას ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მას უნდა, რომ სრულიად მივუძღვნათ ჩვენი თავი, როგორც გადარჩენილებმა, მადლიერების და მისი ერთგულების ნიშნად! „სარწმუნოებას დაუვმორჩილოთ“ სიტყვების აზრი, ყველაზე კარგად გადმოიცემა ამ სიტყვებით „იესო ქრისტეს მონა“. ასე უწოდებდა საკუთარ თავს პავლე. გახდი თუ არა ქრისტეს მონა? უზენაესმა ღმერთმა ქრისტეს გამო აპატია ყველა ადამიანს, ყველა ერს საკუთარი ცოდვები! ჩვენ არ გვაქ სხვა უფრო ძვირფასი უწყება, რომელიც ასეთი ძვირადღირებული და სასარგებლო იქნებოდა, როგორც ეს უწყება. ამიტომაც მოვუწოდებს ყველას ჩვენ გარშემო: „დამორჩილდით ღმერტს და შეიყვარეთ ქრისტე, და მაშნ თქვენ ამ მადლის ძალას იგრძნობთ! მოუწოდებ თუ არა შენ მეგობრებს დამორჩილდნენ მას, ვინც ამ ყოველივეს აკეთებს მათ გარშემო მადლით?

რომაული ეკლესიის წევრებს თავად იესომ მოუწოდა, და არა პავლემ ან ვინმე სხვამ. ამაშია ჭეშმარიტი რწმენის საიდუმლო: ადამიანები ერთმანეთს გადასარჩენად არ მოუწოდებენ, ვინაიდან მხოლოდ იარაღი ვართ უფლის ხელში. იესო თავად ირჩევს მიმდევრებს, თავად მოუწოდებს მათ, მისი ხმა მკაფიოდ ისმის მათ გულებში, აღწევს მათ სიღრმეში, ვინაიდან ეს ხმა მკვდრეთით აღადგენს! სიტყვა „ეკლესია“ ნიშნავს მოწოდებული ადამიანების კრებულს, რომლებიც ბნელი პესიმისტების საზოგადაოებიდან გამოვიდნენ და თავი ღმერთის მსახურებას მიუძღვნეს სიყვარულით. შედიხარ თუ არა იესო ქრისტეს მოწოდებულთა რიცხვში, თუ ჯერ კიდევ იხდენ ამ საცოდავ არსებობას და უსარგებლოდ ხარჯავ წლებს?

ჩვენი რწმენა მოწოდებაზეა დაფუძნებული. ვინც ამ ღვთაებრივ მოწოდებას იღებს და ეხმაურება მას, ის ღვთის საყვარელი შვილი ხდება! რა საოცარია, რომ ქრისტეს მორწმუნეები - ღმერთის საყვარელი შვილები არიან! ისინი - უზენაესთან დაახლოებულები არიან, ის იცნობს და პატივს მიაგებს მათ! გარდა ამ ყველაფრისა, უფალი ქრისტეში, თავად ჩამოვიდა დედამიწაზე და გაუტოლა ადამიანებს საკუთარი თავი და თავად მისცა საშუალება ჰქონოდათ მასთან ურთიერობა! უფლის დიდიებული და სუფთა სიყვარული, ბევრად აღემატება ადამიანურ სიყვარულს, ის აღემატება თავისი სიღრმითა და სიწმიდით, აღემატება მშობლებისა და შვილების, ცოლ-ქმრის სიყვარულსაც კი! ეს ღვთიური, წმიდა სიყვარული არასდროს მთავრდება! შენც ღვთის საყვარელი შვილი ხარ? ხარ თუ არა აღვსილი მისი სიყვარულით და დადიხარ თუ არა მის სიწმიდეში?

ქრისტე პატიებისკენ, მორჩილებისკენ და მისი მიყოლისკენ მოგვიწოდა.მაგრამ ამ თვისებათა მწვერვალი - სიწმიდეა! არავინაა თავისთავად წმიდა, მაგრამ ჩვენ მხსნელთან ურთიერთობა გვანიჭებს პატივს მივიღოთ სულიწმიდა! მხოლოდ მადლის მეშვეობით ვხდებით წმიდები. ყველა წმიდა ამ წუთისოფელს გამოცალკევებულია და ღმერთის მსახურებაში არიან დაყენებულნი. ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან, ან ნათესავებსა და ახლობლებს, ვინაიდან წმიდა საქმისთვის არიან გამოყოფილნი, როგორც ღმერთის საკუთრება! მიეკუთვნები თუ არა ამ ჭეშმარიტად წმიდებს, მადლის მეშვეობით, რომ არიან განწმედილი?

ლოცვა: უფალო, წმიდაო, შენ მოგვიწოდე ქრისტე იესოში, რატა წმიდები ვიყოთ, როგორც შენ ხარ წმიდა! ჩვენ ვაღიარებთ, რომ უსამართლონი ვიყავით, და გვედერებით გვაპატიო ჩვენი ცოდვები - რაც ჩვენთვის ცნობილია და უცნობი. მადლობა, რომ ასე ძალიან გიყვარვართ, გვწმედ ქრისტეს სისხლით და გვანათლებ სულიწმიდით! მთლიანად შეცვალე ჩემი ცხოვრება. დაე ვიქნებით შენნი, მოგცემთ მთელ ჩვენ ძალა და მთელ ჩვენ დროს, დაე შეგვაყვარე შენი თავი, როგორც შენ შეგვიყვარე ჩვენ!

კითხვა:

  1. რა არის მადლი და როგორ ეხმაურება მას ადამიანი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:41 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)