Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 098 (The Night Sermon)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მესამე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 18:23 - 21:14)

7. ღამის ქადაგება და უფლის სერობა ტროაში (საქმეები 20:6-12)


საქმეები 20:6-12
6 ჩვენ კი უფუარობის შემდეგ გავცურეთ ფილიპედან და მეხუთე დღეს მივედით მათთან ტროაში, სადაც შვიდ დღეს გავჩერდით. 7 კვირის პირველ დღეს, როცა პურის გასატეხად შევიკრიბეთ, პავლე ელაპარაკებოდა მათ და რაკი მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, შუაღამემდე გაუგრძელდა სიტყვა. 8 ზედათვალში, სადაც შეკრებილები ვიყავით, ბევრი ლამპარი ენთო. 9 ერთი ჭაბუკი, სახელად ევტიხი, სარკმლის რაფაზე იჯდა. პავლეს რომ სიტყვა გაუგრძელდა, ჭაბუკი ძილქუშმა მოიცვა, მძინარე მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს. 10 ჩამოვიდა პავლე, დაემხო მას, მოეხვია და თქვა: "ნუ შეშფოთდებით, რადგან მისი მშვინვა მასშივეა”. 11 ზევით ავიდა, პური გატეხა და ჭამა, კარგა ხანს საუბრობდა, განთიადამდე, შემდეგ კი წავიდა. 12 ყრმა კი ცოცხალი ამოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი.

ტროა იყო მრავალი ბერძნული მითოლოგიის აკვანი და გახდა პავლეს უწყების გამგზავნი წერტილი ევროპაში. ეფესოში მოციქულის მიერ შეთქმულების შემდეგ პავლე მივიდა ტორაში და იქ ცოცხალი ეკლესია დაარსა იესოს სახელით (2 კორინთელთა 2:12). უკანა გზაზე იერუსალიმისკენ მან ბოლოჯერ ინახულა ეს ქალაქი. ლუკა წერდა, რომ მათ ხუთი დღე და ღამე დასჭირდათ მიეღწიათ ფილიპეს პორტი კავალიდან ტროაში. როდესაც ისინი პირველად მიცურავდნენ აზიიდან ევროპაში ასეთივე მანძილი დაფარეს ორ დღეში. ეს მოწმობს იმის შესახებ, რომ მოგზაურობის ბოლო სტადიაზე, პავლეს უფრო მეტად უჭირდა და სახიფათო იყო მისთვის, მაგრამ მათ ყველაფერი მოთმინებითა და იმედით გადალახეს.

აქ ტროას შეკრების ამბავში პირველად არის ლაპარაკი იმაზე, რომ წარმართი მორწმუნეები კვირის პირველ დღეს თაყვანისცემას უძღვნიდნენ, ანუ კვირა დღეს, და არა იუდევლურ შაბათს. ამ დღეს ისინი ზიარებას ატარებდნენ და იხსენებდნენ უფლის სიკვდილს სანამ ის მოვა. ადრეული ქრისტიანების ცხოვრება და რწმენა იყო დაფუძნებული ქრისტეს აღდგომაზე, მის თანდასწრებაზე ზიარების საიდუმლოში და მის ძალაზე სულიწმიდაში. მათი აზრები ცოცხალი ღმერთისკენ იყო მიმართული, რომელიც ისმენდა მათ ლოცვებს ამართლებდა და წმენდდა მათ, შუამდგომლობდა მათთვის ღმერთის წინაშე, ხდიდა მათ სრულყოფილებს და ღირსად მიეღოთ ის მეორედ მოსვლაში, ალამაზებს მათ საქმეებით, რომელიც სულიწმიდისგან მოდის.

პავლე დიდი ხანი ქადაგებდა მის მსმენელთაგან არავინ დაღლილა ოც წუთში. არავის უთქვამს ერთ საათში: ,,გეყოფა! სახლში წასვლის დროა!“ სულიწმიდის ცეცხლის ძალა გადავიდა მოციქულების გულებიდან მსმენელთა გულებში, ასწავლიდა მათ, აცოცხლებდა და ამყარებდა. მრავალი შუქურა ენთო, როგორც მათი გონების გამნათებელი, ასწავლიდა მათ სახარების მეშვეობით. ეს შუქურები წყვდიადშიც ანათებდნენ, გარშემო შუქს ასხივებდნენ.

ჰაერი გაჟღინთა კვამლით მრავალი ანთებული შუქურის გამო. ამიტომაც ხალხი ძილმა შეიპყრო. ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი სახელად ევტიხი დაჯდა ფანჯრის რაფაზე, რათა სუფთა ჰაერი ესუნთქა. ალბათ ძალიან დაიღალა სამუშაო დღის შემდეგ. მას პავლეს ქადაგების მოსმენა უნდოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი ქუთუთოები პატარავდებოდა. მას შეუმჩნევლად დაეძინა და მესამე სართულიდან ჩამოვარდა.

ამას გვახსენებს იესოს სიტყვები: ,,იფხიზლედ რათა არ ჩაცვივდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური“. ვაღიარებთ, რომ ყურადღებითა და სიფხიზლით ქადაგების მოსმენა და ბიბლიის კითხვა არ არის მარტივი. უამრავი ადამიანი მოდის ეკლესიაში და ხანგრძლივი ქადაგების შემდეგ მათ ძილი იპყრობს. სახარების სრულყოფის საწინააღმდეგოდ ისინი ჩაცვივდებიან სულიერ სიკვდილში ცოდვის, სიამაყის და არასწორი დამოკიდებულებების გამო.

ტროას ეკლესიის წევრები თავზარდაცემულები იყვნენ ამ შემთხვევით, როდესაც ყმაწვილი ფანჯრიდან ჩამოვარდა. პავლეც კი მის დასახმარებლად გაიქცა. ყმაწვილი უკვე მკვდარი იყო, პულსი უკვე აღარ უმუშავებდა. ეშმაკს უნდოდა დაეცინა მკვდრეთით აღმდგარი ქადაგებისთვის ერთი მორწმუნის მოკვლით. პავლე დათრგუნული იყო ეშმაკის ამ წარმატებით და სულიწმიდამ გაახსენა მას, თუ როგორ დაწვა სამჯერ ღმერთის კაცი და წინასწარმეტყველი ელია, ქვრივის მკვდარ ძეზე და ლოცვის ძალით დაუბრუნა მას სიცოცხლე. (3 მეფეთა 17:17-24). მაშინ პავლე ზედ დააწვა მკვდარ ყმაწვილს, მაგრამ არა სამჯერ, როგორც ელია, არამედ მხოლოდ ერთხელ იესოს სახელით. ის ჩაეხუტა ყმაწვილს მან კი სუნთქვა დაიწყო. სული დაუბრუნდა სხეულს და ბიჭი კვლავ გაცოცხლდა. ქრისტემ გამოიყენა პავლე ისევე, როგორც პეტრე ეთიოპიაში, რათა მკვდარი აღედგინა. ამ ქრისტეს წამყვავი მოციქულების მეშვეობით უფალმა თავისი მცნება გააცოცხლა, რომელიც თავის მოწაფეებს მისცა მათეს სახარებაში 10:7 ,,როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სამეფო“.

ევტიხის აღდგომა ტროაში მოხდა ისე მალე, რომ როდესაც ხალხი მთიდან ჩამოვიდა ქვემოთ ის უკვე ცოცხალი იყო. პავლე მივიდა და უთხრა მათ: ,,ნუ ღელავთ დაბრუნდოთ უკან, გავაგრძელოთ ქადაგება, ყმაწვილი ცოცხალია!“ პავლე არ გაამაყებულა ამ სასწაულის გამო და ექიმმა ლუკამაც არცთუ ისე ბევრი დაწერა მასზე. კრების შემდეგ ამ ყმაწვილი ნათესავები მივიდნენ პავლესთან, რათა თავიანთი მადლიერება გამოეხატათ შვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. მაგრამ პავლემ უარყო დიდების მიღება - და მთელი დიდება იესოს უძღვნა. მან აღამაღლა ერთადერთი უფალი, რომელსაც შეუძლია მკვდრების აღდგენა, ცოდვების პატიება და ეშმაკეულების განდევნა.

ქრისტეს ზეიმი იყო პავლეს ქადაგების მთავარი თემა და მხოლოდ გამთენიისას დაამთავრა მან ქადაგება. არა მხოლოდ იქადაგა, არამედ ზიარებაც ჩაატარა. მან თავისი გადარჩების სასმისი სხვებს გაუზიარა, რათა ისინიც ქრისტეს სხეულის წევრების მსგავსად, როგორც ერთნი ყოფილიყვნენ თანაზიარები მისი ცხოვრების ძალასთან, და განწმენდილიყვნენ მისი ძვირფასი სისხლით. ქრისტეს აღთქმა მორწმუნეების გულებშ და ერთობა მისი მიმდევრებისა ყოველთვის რჩება ქრისტიანული ეკლესიის დიდებულ საიდუმლოდ.

ძმაო გრძნობ თუ არა თავს დაღლილად? გინდა თუ არა მეტი გაიგო ქრისტეს სიტყვებიდან და ხსნის სახარებიდან მეტი ამოხაპო? მხსნელმა გაანთავისუფლა მონები ცოდვისა და სიკვდილისგან, რათა მათ ერთად ეარათ მის გამარჯვებულ მსვლელობაში.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე ჩვენ თაყვანს გცემთ მკვდრეთით აღმდგარს, შენი დიდებული მოციქულების მეშვეობით. ჩვენ გვწყურიხარ, ველოდებით შენს მოსვლას, რათა აღგვადგინო ჩვენც შენი ყოვლისშემძლე სიტყვებით, შენს სულიერ სხეულში ერთნი გაგვხადე და შენი სულიწმიდის მეშვეობით ცხოვრობ ჩვენს გულებში. მადლობას გიხდით მთელი გულით და გთხოვთ იყოს შენი კურთხევა მსოფლიოს ყველა ეკლესიებზე.

კითხვა:

  1. რითი არის მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ პავლემ ყმაწვილი აღადგინა? რატომ ჩატარდა ზიარება ტროაში კვირის პირველ დღეს, ანუ კვირა დღეს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:56 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)